ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
დღის პირველ მატჩში "რეინჯერსმა" "ატლანტას" უმასპინძლა. მართალია, მასპინძლებმა 38-ე წამზე გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაუძლეს მეტოქის შემოტევას და 4:6 დამარცხდნენ. ამით შეწყდა ნიუიორკელთა სამმატჩიანი მოგებათა სერია.

"კაროლინასა" და "ვაშინგტონის" მატჩი მეკარეების - კემ უორდისა და მიხალ ნოივირტის დუელად გადაიქცა. უორდი ბრწყინვალე იყო, მაგრამ ნოივირტი ოდნავ უფრო უკეთ გამოიყურებოდა და ჩეხმა კარიერაში პირველი "შათაუტი" გაიფორმა. უნდა აღინიშნოს 38 წლის ვეტერანი მაიკლ ნუბლი, რომელმაც ორჯერ გაატანინა ნიკლას ბექსტრიომს. სწორედ შვედის დუბლმა მოაგებინა "ვაშინგტონს".

აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა "მონრეალმა". ტომაშ პლეკანეცმა და ანდრეი კოსტიცინმა თითო გოლი გაუტანეს "აილენდერსს" და თითო შედეგიანი პასიც მიითვალეს. ამით მათ "კანადეინსს" ზედიზედ მესამე მატჩი მოაგებინეს.

"ტამპა ბეის" მეკარე მაიკ სმიტმა ძალიან ცუდად დაიწყო "პიტსბურგის" წინააღმდეგ მატჩი და მე-20 წუთზე დენ ელისით შეცვალეს. იმ მომენტისთვის "ლაითნინგი" 1:3-ს აგებდა. დენისმა სასწაული მოახდინა - 24 შაიბა მოიგერია და თანაგუნდელები წარმატების მისაღწევად განაწყო. ოთხი უპასუხო შაიბით "ტამპამ" გამარჯვება გამოსტაცა "პინგვინებს".

დღის ბოლო მატჩში შედგა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდების შორის ერთადერთი დაპირისპირება. "სან ხოსე" საკუთარ მოედანზე "ნიუ ჯერსის" მასპინძლობდა. "ზვიგენებმა" პირველივე პერიოდში დაიწყეს "ეშმაკების" განადგურება და ამაში დამნაშავე ჰიტლის, ტორნტონისა და მარლოს სამუელი იყო. მეცხრე წუთზე ტორნტონმა ვარდნაში გაიტანა ჰიტლის პასით. გავიდა ორი წუთი და "შარქსის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა მარლომ ტორნტონის პასი გამოიყენა. მესამე გოლი მასპინძლებმა პერიოდის ბოლოს გაიფორმეს. მარლომ ფლანგზე გაიბრძოლა და კარის წინ თავისუფლად მოსეირნე ჰიტლისა და ტორნტონის მისამართით გააკეთა პასი და მათ იოლად აიღეს მარტინ ბროდოს კარი - 3:0. გოლი ტორნტონს ჩაეთვალა.

მეორე პერიოდში "ნიუ ჯერსის" ჰოკეისტებმა ერთი გოლი მაინც გაქვითეს. მეოთხე წუთზე ანტერო ნიიტიმიაკიმ უაზროდ დატოვა კარი და რითაც კარგად ისარგებდა დევიდ კლარკსონმა, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო შაიბა. მთელი მეორე პერიოდი "ეშმაკები" მეტოქის შეტევების მოგერიებაში იყვნენ და ხანდახან ბროდო ფენომენალურ სეივებს აკეთებდა. მაგრამ ეს ტორნტონის დღე იყო. გამოსვლისას ბროდოც შეცდა და ჯომ წელს პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

მესამე პერიოდი ფორმალობად იქცა მას შემდეგ, რაც ჰიტლიმაც გაიტანა გოლი, რომელსაც იმ მომენტისთვის უკვე სამი შედეგიანი პასი ჰქონდა. საბოლოოდ, "სან ხოსეს" პირველმა სამეულმა ჯამში 13 ქულა დააგროვა. სწორედ ტორნტონი გახდა მატჩის პირველი ვარსკვლავი. ჯომ 2002-03 წლების სეზონის შემდეგ 696 ქულა დააგროვა და დროის ამ ინტერვალში ასეთი შედეგი არავის ჰქონია. რაც შეეხება "ნიუ ჯერსის", მან ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ხუთი ქულით ლიგის ბოლო ადგილზე დარჩა.

კაროლინა-ვაშინგტონი 0:3

0:1, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 ჰენდრიქსი-1 (შტეკელი-1, ერსკინი-1), 0:2 ბექსტრიომი-3 (ნუბლი-2, ოვეჩკინი-5), 0:3 ბექსტრიომი-2 (ნუბლი-3, შულტცი-2).

რეინჯერსი-ატლანტა 4:6

1:1, 1:2, 2:3

გოლები: 1:0 კელეჰანი-2 (ანისიმოვი-3), 1:1 ლიტლი-1 (ლედი-6, ჰეინსი-1), 1:2 ე. კეინი-6 (ბურმისტროვი-1, ე. სტიუარტი-2), 2:2 ეივერი-1 (ჟირარდი-3, ფედოტენკო-3), 2:3 ბერგფორსი-1, 2:4 ბულტონი-1 (ე. სტიუარტი-3, პევერლი-5), 2:5 ბიფულინი-3 (ენსტრიომი-6, ბერგფორსი-4), 3:5 ტ. უაიტი-1 (დუბინსკი-4, კელეჰანი-6), 4:5 ბ. ბოილი-3 (ეივერი-6, ფედოტენკო-4), 4:6 ლედი-4.

მონრეალი-აილენდერსი 5:3

2:1, 1:0, 2:2

გოლები: 1:0 დერჩი-1 (ჰალპერნი-2, სუბანი-5), 2:0 მოენი-1 (პლეკანეცი-5, გილი-1), 2:1 ვიშნიევსკი-2 (უეიტი-6, მოულსონი-4), 3:1 პლეკანეცი-4 (ა. კოსტიცინი-4, ჰამრლიკი-3), 3:2 ტავარესი-6 (ვიშნიევსკი-8), 4:2 ჰალპერნი-3 (პუიო-3, პრაისი-1), 4:3 უეიტი-2 (ვიშნიევსკი-9, ჰილენი-1), 5:3 ა. კოსტიცინი-6.

ტამპა ბეი-პიტსბურგი 5:3

2:3, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ტაირელი-1 (ტომპსონი-2, კუბინა-3), 1:1 ადამსი-1 (კუკი-4, ორპიკი-1), 1:2 კუკი-2 (ლეტანგი-7, ადამსი-2), 1:3 დუპუი-2 (ადამსი-3, კროსბი-6), 2:3 პურსელი-1 (კუბინა-4, რიტოლა-1), 3:3 ლეკავალიე-3 (სენტ ლუისი-7, სტემკოსი-8), 4:3 სენტ ლუისი-4 (დაუნი-5, სტემკოსი-9), 5:3 სენტ ლუისი-5 (სტემკოსი-10).

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 3:1

1:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 დოუელი-1 (პიზანი-1, კეიტი-4), 1:1 ჯასტინ უილიამსი-3 (დრიუსკი-2, ჰაროლდი-1), 2:1 სტალბერგი-3 (კეიტი-5, ბოლანდი-2), 3:1 შარპი-9 (პ. კეინი-6, სიბრუკი-4).

სან ხოსე-ნიუ ჯერსი 5:2

3:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 ჯ. ტორნტონი-3 (ჰიტლი-5, მარლო-5), 2:0 მარლო-3 (ჯ. ტორნტონი-6, ჰიტლი-6), 3:0 ჯ. ტორნტონი-4 (მარლო-6, დემერსი-2), 3:1 კლარკსონი-1 (კორენტი-3, ტალინდერი-1), 4:1 ჯ. ტორნტონი-5 (ჰიტლი-7), 5:1 ჰიტლი-3 (ჯ. ტორნტონი-7, მარლო-7), 5:2 ე. გრინი-1 (ზუბრუსი-6, პარიზე-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა