16-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 2014 წლის შესარჩევი ციკლისთვის ჩამოყალიბდა, ორი ქართველი - ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე თამაშობს
იმ დროს, როდესაც საქართველოში შემტევების აშკარა დეფიციტია, რუსულ მედიაში საინტერესო ამბავს წავაწყდით: ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 2014 წლის შესარჩევი ციკლისთვის ჩამოყალიბდა, ორი ქართველი - ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე თამაშობს.

გუნდი შარშან ჩამოყალიბდა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯერ ვიაჩესლავ დაევი იყო, შემდეგ სერგეი კირიაკოვი დაუნიშნეს. ქართველებს ორივე იწვევდა. რუსების ეს ნაკრები შეხვედრებს სისტემატურად ატარებს და საერთაშორისო ტურნირებზეც ხშირად მონაწილეობს.

ასე მაგალითად, 2012 წლის აგვისტოში მოსკოვში, ვალენტინ ივანოვის მემორიალზე, მელქაძემ ყველა შეხვედრა ჩაატარა: ბულგარეთთან და ისრაელთან შეცვლაზე, ბელორუსთან - ძირითადში, უკრაინასთან ფინალი კი გამოტოვა.

სლავები 2012 წლის 12 დეკემბერს იმოლაში იტალიელ თანატოლებს ესტუმრნენ და 1:3 წააგეს - ორივე ქართველი ძირითადში იყო.

ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კირიაკოვმა 2013 წელს კვლავ ორივეს უხმო. 25 და 27 თებერვალს ისრაელში ამ ქვეყნის იუნიორებთან ყიფიანმა ორივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მელქაძე კი მეორე სპარინგში მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა.

რუსებმა პირველში 2:1 იმარჯვეს, მეორეში - 5:1. განსაკუთრებით კარგად მეორე მატჩი ჩაატარა ყიფიანმა - პირველი გოლი მისი გადაცემის შედეგად დანიშნული პენალტით გავიდა. მეორედ თავად წააქციეს და ისრაელის კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, 62-ე წუთზე კი ებრაელების კარი უკვე ნიკამ აიღო.

გიორგი მელქაძე მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილია, თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე და კლუბის ბომბარდირია. იყო შემთხვევა, მოსკოვის ჩემპიონატში ერთ შეხვედრაში 6 გოლიც გაიტანა. გიორგის რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრებში პირველივე შეკრებიდან იწვევენ.

ნიკა ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის პლეიმეიკერი, ბომბარდირი და ლიდერია. ის თბილისში დაბადებული, დიდუბეში გაზრდილი 15 წლის ბიჭია და სამშობლოში სისტემატურად ჩამოდის.

თავიდან "ნორჩ დინამოში" ვარჯიშობდა, რუსეთში კი შვიდი წლის წინ გადავიდა, რადგან მისი ოჯახის წევრები სამუშაოდ წავიდნენ.

პირველად რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, 2010 წელს კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში აიყვანეს. სწორედ იქ შენიშნეს რუსეთის ნაკრების სელექციონერებმა.

ნიკა მოსკოვის "ლოკომოტივში" რჩება, რადგან რუსეთში ფეხბურთელის გასაზრდელად კარგი პირობებია, მაგრამ ევროპაში თამაშსა და საქართველოს ნაკრების ფორმის მორგებაზე ოცნებობს. "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს, ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ვითამაშებო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსული ფეხბურთის იმედი ნიკა ყიფიანი - არ მავიწყდება, ქართველი რომ ვარ!

რუსებს ახალი ყიფიანი ეზრდებათ, რომელიც საქართველოსთვის არ ემეტებათ

vep1963
ხოლო ისევ ისე თუ გაგრძელდა,რასაც ამჟამად ვაკეთებთ,კიდევ ასი წელი არ გვეშველება.და ეს გინდ თემურას აბრალეთ და გინდ მიშა ბიძინას.
vep1963
MAMUIO-ჩემო ძამიკო ფულის დეფიციტი ყოველთვის იქნება საქართველოში.ვინაიდან აგრარული ქვეყანა ვართ.ამიტომ პირველ ეტაპზე ის მწირი თანხები,რომლებიც ქვეყანას გააჩნია უნდა მოხმარდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის,მწვრთნელთა კადრებისა და ფეხბურთში მასობრიობის ამაღლებას,და აქვე დავამატებ უნდა მოისპოს ჩვენში ძმაკაცობ ,კაიმამიშვილობით ახალგაზრდების შერჩევა.აი სულ ეს არის ,და თუ ეს ასე გაკეთდა ღრმად დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში ქართველები ნელ ნელა საგრძნობად მოვუმატებთ.
eto'o
ლუკა, წაიკითხე წინა კომენტარები და თუ შეგიძლია, მერე თქვი, როგორ და სად ითამაშებდნენ. არ გესმის? არაა პირობები! არაა მოედანი, არაა მწვრთნელი, არაა ექიმი, არაა შხაფი, არაა დაზღვევა, არაა სავარჟიშოდ ნორმალური ბურთები და დანარჩენიც არაფერი არაა! რაც ჩამოვთვალე იმის მესამედი არის თითებზე ჩამოსათვლელ კლუბებში და იქ მარადონაც რო იყო, ვეღარ შეეტენები, იმიტო რო ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია. ეხლა გაიგე?
Luka
სურვილი რო ქონდეთ ითამშებნენ, არ უნდათ და რას იზავ
mamulo
ფულის დსფიციტია,ფულის! ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა კატაცტროფულად მძიმე.ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ,რომელსაც ჩვენსავით სუსტი ეკონომიკა ჰქონდეს,ხალხი დამშეული დაუდიოდეს და სპორტის ერთ ,ნებისმიერ სახეობაში ჰყავდეს მაღალი კლასის გუნდი.ვერ დაასახელებთ.იმიტომ რომ ყველაფერი ფულზეა(ეკონომიკაზე)მიბმული.ამიტომ ქართველებმა,ჯერ ქვეყნის ეკონომოკურ გაბვითარებაზე ვიზრუნოთ ხელებდაკაპიწებული შრომით, და მერე ვიოცნებოთ საფრანგეთისა და ესპანეთის დამარცხებაზე.მანამდე არაფერი გამოვა,ვერც" ოცნება"გვიშველის და ვერც ბიძინა.
vep1963
ჩემო davit-ჩვენ სხვას ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და მოვთხოვოთ სახელმწიფოსა და კერძოდ სპორტის სამინისტროს რომ სწორედ ამ საქმეს მùოაბან თავი.ვინაიდან ფეხბურთში თუ მასობრიობა არ იქნა ისე არაფერი გამოვა ,და აქვე როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენს მენტალობასაც უნდა მივხედოთ,რომ უპატრონო და ნიჭიერი არ დაიკარგოს ვინაიდან ეს ჩვენთვის ძალზედ ძვირია.
daviti
VEP1963,eto'o-ს.გეთანხმებით აბსოლიტურად და ერთსაც დავამატებ.ძალიან ბევრ ბავშვს უნდა და ვერ ახერხებს საფეხბურთო სექციაზე სიარულს,ყოველთვიური გადასახადის გამო,ეს თანხა 30-50ლარის ფარგლებში მერყეობს და ემატება ფორმის,მგზავრობის და ეგრეთწოდებულ "სბორებზე" წასასვლელი თანხები.ეს კი ამ ქვეყანაში ბევრისთვის მიუწვდომელია,არადა თუ წარმატება გვინდა და ბევრი ნიჭიერი გვყავდეს მასობრიობა აუცილებელია.
VEP1963
ეჰ ჩემო eto'o.ამას ყველაფერს რომ ჩვენი სიგლახე-მამიკოს ფულები,ვითომ ძმაბიჭობა,ჩემი შენი,უპატრონოს დაჩაგვრა ემატება.ეს უკვე მეტისმეტია ჩვენთვის.
eto'o
ეჰ, შემტევების კი არა, ნორმალური მოედნების, მწვრთნელების, ექიმების, გასახდელების, ბურთების და ა. შ. დეფიციტია, თორე რაღაც ასაკამდე შემტევებიც არიან და დამცველებიც. თუმცა, მერე პირობების არქონის გამო ან სხვა ქვეყანაში მიდიან, ან თავს ანებებენ ფეხბურთს. აბა, ნიჭიერი და მონდომებული პერსპექტიული ბიჭი სად წავიდეს? გგონიათ, ვინმეს აინტერესებს აქ?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა