ქართველი ცენტრი, რომელიც ბერძნულ გრანდს სტუმრად "არისის" დამარცხებაში დაეხმარა, თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თავისიანებს სტუმრად "არისის" დამარცხებაში დაეხმარა.

პირეოსელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს, შერმადინი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შერმადინმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 13 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის ოლიმპიაკოსელთაგან მხოლოდ 15 ქულის მიმთვლელ პერპეროღლუს ჩამორჩა.

შერმადინის დარად 13 ქულა მოაგროვა პირეოსელთა ლიდერმა სპანულისმა. მარგი ქმედების კოეფიციენტით გიორგი მხოლოდ პერპეროღლუს ჩამორჩა.

21 მატჩიდან 20 გამარჯვებით პირეოსელები საბერძნეთის რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობენ. შიდაჩემპიონატის მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 1 აპრილს, შინ "აეგეასთან" ელის; მანამდე კი, 29 მარტს ევროლიგაში ყოფნა-არყოფნის მატჩი აქვს სტამბულის "ფენერბაჰჩესთან".

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა