18 აპრილს FILA-მ სოკ-ს წესების ახალი პაკეტი უნდა წარუდგინოს, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ჭიდაობის სამომავლო ბედი - დატოვებენ თუ არა ოლიმპიადის პროგრამაში
18 აპრილს მოსკოვში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) რიგგარეშე კონგრესი გაიმართება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ამავე ღონისძიებაზე FILA-მ სოკ-ს წესების ახალი პაკეტი უნდა წარუდგინოს, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ჭიდაობის სამომავლო ბედი - დატოვებენ თუ არა ოლიმპიადის პროგრამაში.

FILA-ში საგანგებო ჯგუფი უკვე მუშაობს ახალი წესების შემუშავებაზე. თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ჩამოსულ სტუმრებთან ამაზეც გვსურდა საუბარი. 18 აპრილი არც ისე შორსაა და ვფიქრობდით, რამე კონკრეტულს უკვე გვეტყოდნენ მოსალოდნელ ცვლილებებზე - რა კუთხით, რა მიმართულებით განხორციელდება ეს რეფორმები, რა შეიცვლება და რა დარჩება ახლანდელ წესებში. ასევე, გვაინტერესებდა, დარჩებოდა თუ არა პერიოდები, მაგრამ გადაჭრით ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს.

პრინციპული შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ იმაზე, რომ ჭიდაობა უნდა გახდეს სანახაობრივი და დაიბრუნოს მაყურებელი, ოღონდ როგორ, რა გზით, ამაზე ჯერ ვერ საუბრობენ.

არადა, გვეგონა, უფრო კონკრეტულ პასუხს მივიღებდით, რადგან არც დრო რჩება ბევრი და ვითარებაც სასწრაფოდაა შესაცვლელი.

სამაგიეროდ, მოჭიდავეებმა არც ამჯერად უღალატეს ჩვეულებას და ზედ ევროპის პირველობის წინ გამართულ ევროპული ფედერაციის კონგრესზე შეცვალეს წესები. ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში ცვლა ცუდია, მაგრამ გარკვეული დადებითი ტენდენცია აქაც გამოჩნდა.

მაგალითად, ამის დამსახურებაა, ამჯერად ისე ხშირად რომ ვიხილეთ ქულა-გაფრთხილება - ადრე პასიურობისთვის ასე ინტენსიურად არ ისჯებოდნენ. სავარაუდოდ, ამან ჭიდაობა უფრო დინამიკური უნდა გახადოს.

კიდევ ერთი და, ვფიქრობთ, ამ ჩემპიონატზე გამოჩენილი მთავარი ტენდენცია ობიექტური მსაჯობაა. ბუნებრივია, მიკერძოებისგან დაზღვეული ვერასოდეს ვიქნებით, ამ ტურნირზეც იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, მაგრამ ტრიბუნიდანაც კარგად ჩანდა, რომ ამჯერად ბევრად ობიექტური მსაჯობა იყო და ადრინდელი უმსგავსობა არ ხდებოდა.

იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

შევეცადეთ, წესებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რესპონდენტები შიდა სამზარეულოდან შეგვერჩია, ანუ რეფორმებში უშუალოდ ჩართულები. საბოლოოდ არჩევანი FILA-ს კომისარ ახროლჯან რუზიევსა და FILA-ს ბიუროს წევრზე, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილზე შევაჩერეთ.

ახროლჯან რუზიევი:

"წესებში უკვე შევიდა ცვლილებები. მაგალითად, პასიურობისთვის ჯერ აფრთხილებენ, მერე კი ქულას აძლევენ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჭიდაობა იყოს უფრო სანახაობრივი.

წესებში ცვლილებები უკვე წლეულსვე შევა ძალაში - შემოდგომაზე გასამართავ მსოფლიოს პირველობაზე, ოღონდ ეს ჯერ სატესტო რეჟიმში იქნება და ახალი წესები გამოიცდება ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ტურნირებშიც.

ამ ტურნირზეც რვავე კომისარი აკვირდება წესებს, მსაჯთა გარჯას. ამასთან, მსაჯი თუ ელაპარაკება მწვრთნელს ან სპორტსმენს, მას მაშინვე ეხსნება კატეგორია.

ამ ცვლილებებით გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ჭიდაობის კორუმპირებულობაზე საუბარს".

მიხეილ მამიაშვილი:

"ჭიდაობა უნდა იყოს ყველასთვის გასაგები, რომ მისგან სიამოვნება მიიღოს ყველამ, მათ შორის - რიგითმა ადამიანმაც, რომელიც არაა მოჭიდავე, მაგრამ უყვარს სპორტი.

ახლანდელი წესები, მოჭიდავეთა გარდა, სხვებისთვის ხშირად გაუგებარია და ეს უნდა გამოვასწოროთ.

ჭიდაობა ოჯახური სპორტი უნდა გახდეს, რომ დარბაზში ხალხი ოჯახთან ერთად მოვიდეს, გაერთოს და ისიამოვნოს.

ეს ერთი მიმართულებაა; მეორე კი ის უნდა იყოს, რომ სპორტსმენმა, ვინც კარგად მომზადებულია ფიზიკურად, გამძლეობით, ტექნიკურად, ტაქტიკურად, საერთოდ - ნებისმიერ ასპექტში, ეს ყველაფერი სრულად გამოავლინოს და გამოირიცხოს შემთხვევითობა.

პერიოდებად დაყოფა დარჩება თუ არა, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა და არაა გადაწყვეტილი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა