ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლეგენდები ალონსოს მხარეს არიან

ლეგენდები ალონსოს მხარეს არიან

ჩემპიონატის ბედი მხოლოდ 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გადაწყდება
წარსულის ლეგენდარული პილოტები ჩემპიონატში შექმნილ სიტუაციას აფასებენ და აღიარებენ, რომ დარჩენილი ორი რბოლის წინ ახალი ლიდერი ფერნანდო ალონსო ყველაზე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა სხვა პრეტენდენტების ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

ბრიტანელი ნაიჯელ მენსელის აზრით, მისმა თანამემამულემ ლუის ჰემილტონმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუ წელს ტიტულს ვერ მოიგებს. შეგახსენებთ, რომ ლუისის ჩამორჩენა ფერნანდოსთან 21 ქულას უდრის.

ნაიჯელ მენსელი: "სეზონის მსვლელობისას მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ მინდა მხარი დავუჭირო ლუისს და იმედი გამოვთქვა, რომ მას შეუძლია სხვებზე უკეთ თავისი პრობლემების მოგვარება. ცხადია, რომ მას რაღაც უფანტავს გონებას ან საკუთარ თავთან ურთიერთობაში აქვს პრობლემები. პილოტმა ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდეს ტრასის რომელ წერტილში იმყოფება და ვისთან აწარმოებს ბრძოლას. ლუისი საკმაოდ ხშირად ცდებოდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება - ის ნამდვილი პროფესიონალია და საჭირო დასკვნებს გამოიტანს ამგვარი შეცდომების თავიდან ასაცილებლად".

გარდა ამისა, ნაიჯელი დარწმუნებულია, რომ მარკ უებერი კვლავინდებურად შედის სეზონის მთავარ ფოვორიტთა რიცხვში: "არ მგონია, რომ მარკმა ხელიდან გაუშვას ასეთი კარგი შანსი. მთელი წელი "რედ ბულში" არეული სიტუაცია იყო, მაგრამ უებერმა ძლიერი ხასიათი და ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოავლინა.

ის შესანიშნავი პილოტია და ვალენსიაში ცნობილი ავარიის შემდეგ, აღდგენითი პროცესისას საუკეთესო თვისებები გამოავლინა - ძველ დროში ასეთი ტრავმის გამოვლინებები გაცილებით დრამატული იქნებოდა. შეიძლება გავიხსენოთ საგზაო შემთხვევაც - 2008 წლის შემოდგომაზე უებერმა ფეხი მოიტეხა, მაგრამ ეს პრობლემაც გადალახა.

ტრასაზე მარკი ზედმეტად არ რისკავს და ქებას იმსახურებს თავისი პროფესიონალიზმისთვის: ის სტაბილურად აგროვებს ქულებს და ხშირად ხვდება პოდიუმზე. რა თქმა უნდა, ფერნანდო ალონსო ბრწყინვალე პილოტია, მაგრამ არ შემიცვლია ჩემი დამოკიდებულება "ფერარის" მიმართ მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა ყველას დაანახა - მის რიგებში პილოტები არათანაბარ სიტუაციაში არიან".

მეორე ბრიტანელი დევიდ კულტჰარდი "დეილი ტელეგრაფის" ბლოგში მთავარ ფავორიტად ალონსოს ასახელებს.

დევიდ კულტჰარდი: "ივლისში ბრიტანეთის გრან-პრიზე ფერნანდო ალონსომ მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა, მაგრამ ფინიშის შემდეგ ყველასთვის გასაკვირად გამოაცხადა, რომ მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი: "ახლა უფრო მეტად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემპიონატს მოვიგებთ". ჩვეულებრივ, ალონსო სიტყვაძუნწია და როცა რაღაცას ამბობს, ღირს მისთვის ყურის დაგდება. კვირას სეზონში მეხუთე გამარჯვებით მან დაამტკიცა, რომ ზაფხულის ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ ყოფილა.

ახლა ინიციატივა ესპანელის მხარესაა: სულ ცოტა ხნის წინ არ გამოვრიცხავდი მარკ უებერის კორეის გრან-პრიმდე გაჩემპიონებას, მაგრამ ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონატის ბედი მხოლოდ 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გადაწყდება".

ძალიან საინტერესო და ერთგვარად სკანდალური დასკვნა გააკეთა ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა. მას მიაჩნია, რომ მარკ უებერმა ავარიის შემდეგ შემთხვევთია არ გადაკვეთა ტრასა, რადგან ამით რომელიმე კონკურენტის მწყობრიდან გამოყვანა ჰქონდა ჩაფიქრებული.

გერჰარდ ბერგერი: "ალონსოს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი აქვს, მაგრამ ესპანელს სერიოზული პრესინგის პირობებში უწევს გამოსვლა. ჩვენ ვიცით, რომ ფერნანდო სტაბილური პილოტია და თითქმის არ უშვებს შეცდომებს, მაგრამ მას არ ჰყავს საუკეთესო მანქანა. კორეაში ფინიშთან პირველი ფეტელი უნდა მისულიყო, თუმცა ძრავამ უმტყუნა. ასეთ რამ წელს ფერნანდოსაც მოსვლია და ისევ შეიძლება დაემართოს - ძრავებთან დაკავშირებით ყველას რთული სიტუაცია აქვს.

კორეაში უებერმა შეცდომა დაუშვა და როცა რბოლიდან გავარდა, დამუხრუჭება არ უცდია - საბურავები მაინც ტრიალებდა. არადა, უნდა დაემუხრუჭებინა, რათა კედელთან შეჯახება შეენელებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და ნიკო როსბერგი დააზარალა. ვფიქრობ, მას ალონსოს ან ჰემილტონის დაზიანება სურდა.

ექვს ეტაპზე ტექნიკური პრობლემები - ეს ძალიან ბევრია გუნდისთვის, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის. "რედ ბულის" მანქანები თითო წრეზე სამიდან შვიდ მეათედ წამამდე უგებენ კონკურენტებს. მათ მართლაც ძლიერი ბოლიდი ჰყავთ, მაგრამ სებასტიანს ძალიან ბევრი ავარია ჰქონდა ამ სეზონში და თავადაც ხშირად ცდებოდა - დაკარგა კონცენტრაცია უნგრეთში, სპაზე ბატონს შეეჯახა... პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ სავარაუდოდ, დარჩენილ ორ რბოლაში სხვა პილოტებიც დაუშვებენ შეცდომებს.

ფორმულა 1-ის ისტორიაში ბევრი ბრწყინვალე პილოტი იყო: აირტონ სენა, მიხაელ შუმახერი... დღეს ასეთია ფერნანდო ალონსო. მე მას საუკეთესოდ მივიჩნევ, თუმცა ჰემილტონი ბევრით არ ჩამოუვარდება. მესამე ადგილზე კი ფეტელს დავაყენებ. ჩემი აზრით, ფეტელი-"რედ ბულის" დუეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ალონსოსა და "ფერარის" წყვილი, მაგრამ ავარიების გამო სებასტიანმა ძალიან ბევრი დაკარგა.

ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ფეტელი მოიგებს დარჩენილ ორ რბოლას, მაგრამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ესპანელის წარუმატებლობაც სჭირდება. რაც შეეხება უებერს, მან უშეცდომოდ უნდა გაიაროს ორივე რბოლა. არ უნდა დავივიწყოთ ჰემილტონი... წინ ორი საინტერესო რბოლა გველის".

რედ ბული ტაქტიკას არ შეცვლის

"რედ ბულის" ხელმძღვანელობამ განიხილა ჩემპიონატში შექმნილი სიტუაცია და ბრაზილიის გრან-პრიზე ძველი ტაქტიკის შენარჩუნება გადაწყვიტა - ავსტრიული საჯინიბო "ინტერლაგუშშიც" თანაბრად დაეხმარა თავის ორ პილოტს. ამჟამად მარკ უებერი 11 ქულას აგებს ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან, სებასტიან ფეტელის ჩამორჩენა კი 25 ქულას უდრის, მაგრამ გუნდი არც ერთ პილოტზე არ გააკეთებს აქცენტს, რადგან ორივეს აქვს ჩემპიონობის შანსი.

"ჩვენ ორი ფანტასტიკური პილოტი გვყავს და გავაგრძელებთ მათ თანაბრად მხარდაჭერას, რაც შეესაბამება "რედ ბულის" პრინციპებს. კორეულმა ეტაპმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელია ხუთ პრეტენდენტს შორის ბრძოლის პროგნოზირება - ათი წრით ადრე ფეტელი ლიდერობდა, მაგრამ ჩვენი უიღბლობის გამო გამარჯვება ალონსოს დარჩა. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ტრასაზე სიტუაცია.

დარწმუნებული ვარ, რომ ორივე პილოტი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს გუნდისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად", - ამბობს "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი.

კორეაში წარუმატებელი გრან-პრისა და ლიდერობის დაკარგვის მიუხედავად, ავსტრალიელი მარკ უებერი დარწმუნებულია საბოლოო გამარჯვებაში. მან ამის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

"რბოლა ძალიან საინტერესო გამოვიდა და მან შეცვალა ძალთა თანაფარდობა ტიტულისთვის ბრძოლაში, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ჩემპიონობის მოგებას. RB6 - შესანიშნავი მანქანაა და ბოლო ორ ბოლაში დიდ ბრძოლას ველოდები. ფერნანდოს დონის პილოტთან პაექრობა ძალიან საინტერესო იქნება.

სამწუხაროა, რომ კორეაში რბოლა გავარდნით დასრულდა. წვიმის გამო პირობები მძიმე იყო და მე-12 მოსახვევიდან გამოსვლისას ავარიაში მოხვდი. ეს ასი პროცენტით ჩემი შეცდომა იყო. ახლა ისღა დამრჩენია შემდეგი რბოლისთვის მოვემზადო", - განაცხადა ჩემპიონატის ყოფილმა ლიდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა