ქართველმა სამბისტებმა ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მემორიალში, გუნდურ ჩათვლაში, რუსების შემდეგ, მეორე ადგილი მოიპოვეს
სამბოში ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო ტურნირი ამ სახეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მემორიალია, რომელიც მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპიცაა.

წლეულს ამ ტრადიციულ ასპარეზობას მოსკოვის ცსკა-მ უმასპინძლა.

ქართველმა სამბისტებმა რუსების შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს, პირად პირველობაში კი რვა მედალი დაისაკუთრეს. რვიდან ხუთი მედალი ვერცხლისაა, სამი - ბრინჯაოსი.

დასანანია, რომ ჩვენი ხუთი ფინალისტიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო გადამწყვეტი ორთაბრძოლის მოგება, თუმცა მთლიანობაში, ურიგო შედეგი არ არის.

მოსკოვის თასზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), უშანგი კუზანაშვილმა (62), პაატა ღვინიაშვილმა (90) და ონისე ბუღაძემ (+100).

მესამე პრიზიორები გახდნენ: დიმიტრი მულაძე (52), ფრიდონ ზურაბიანი (90) და ლაშა გურული (100).

ჩვენი ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელისთვის, ჯონდო მუზაშვილისთვის ეს იყო პირველი ტურნირი, რომელიც წარმატებული გამოდგა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტია, რომელიც რამდენიმე თვის წინათ დაინიშნა ამ პოსტზე.

ქართველ სამბისტებს ახლა იტალიაში მაისის შუა რიცხვებში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ.

გაბრიელ ბარჯაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა