ახალგაზრდა "მეთოფეები" 1/2-ფინალში გასვლას ზეიმობენ
"ახალი თაობის სერიის" 1/4-ფინალში ოთხი ინგლისური გუნდი გავიდა და კინაღამ ისე მოხდა, რომ ნახევარფინალი მთლიანად ინგლისური მივიღეთ.

ბრიტანელების წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ ლისაბონის "სპორტინგმა" შეძლო, რომელმაც შესანიშნავ შეხვერაში "ტოტენჰემს" სძლია. პორტუგალიელები 52-ე წუთისთვის 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო 10 წუთში საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. მიუხედავად დიდი უპირატესობის განიავებისა, სტუმრები ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ და დამატებით 30 წუთშე მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. "სპორტინგის" მხრიდან ბეტინიო გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "სპორტინგს" ამ შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კარლოს მანე აკლდა, მაგრამ გუნდმა მაინც ხუთი გოლი გაიტანა.

დიდ ინტერესს იწვევა "ჩელსის" და "იუვენტუსის" დაპირისპირება, რომელიც დიდი გუნდის მსგავსად, 1/4-ფინალამდე დაუმარცხებელი მოვიდა. ტურინელებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით წააგეს. "არისტოკრატთა" მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ისლამ ფერუზმა - შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის ანგარიშზე უკვე 6 გოლია და ის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.

არ გაუტანია მეორე ლიდერს, ირლანდიელ მაიკლ დრენანს, მაგრამ მის ნაცვლად თავი მეორე ირლანდიელმა, გრემ ბურკმა გამოიჩინა, "ასტონ ვილამ" კი "ოლიმპიაკოსს" მოუგო და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

1/4-ფინალის უკანასკნელი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და "არსენალმა" მოსკოვის ცსკა-ს მოუგო. შეხვედრის ერთადერთი ბურთი სერჟ გნაბრის ანგარიშზეა, რომელმაც ამ სეზონში "მეთოფეთა" ძირითად გუნდშიც ითამაშა.

საბოლოოდ, 1/2-ფინალში 3 ინგლისური და ერთი პორტუგალიური გუნდი გავიდა. მატჩები 29 და 30 მარტს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

29 მარტი: ჩელსი–არსენალი

30 მარტი: ასტონ ვილა–სპორტინგი.

ჩელსი-იუვენტუსი 4:1

გოლები: 1:0 კივომია (11), 2:0 ბეიკერი (13), 2:1 რუგანი (72), 3:1 ფერუზი (83), 4:1 ბეიკერი (89).

ასტონ ვილა-ოლიმპიაკოსი 1:0

გოლი: 1:0 ბურკი (11).

ტოტენჰემი-სპორტინგი 3:5 დ.დ.

გოლები: 0:1 ბეტინიო (7), 1:1 ოდუვა (9), 1:2 ბეტინიო (18), 1:3 რუბენ სემედო (52), 2:3 დომბაქსი (81), 3:3 მაიკლ-პერსილი (90), 3:4 ალეშანდრე გედესი (96), 3:5 ატუდი (120).

არსენალი-ცსკა 1:0

გოლი: 1:0 გნაბრი (65).

ბომბარდირები: 6 – მაიკლ დრენანი (ასტონ ვილა), ისლამ ფერუზი (ჩელსი); 5 – კონორ კოადი (ლივერპული), შაკილ კულთირსტი (ტოტენჰემი), კარლოს მანე (სპორტინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაიცანით მომავლის ჩემპიონთა ლიგა

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა