ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ვაშინგტონის" რუსი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ვაშინგტონის" რუსი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვა ქულა და ხუთი გოლი მიითვალა. სულ კი ფორვარდი ზედიზედ ხუთ შეხვედრაში აგროვებს მინიმუმ ერთ ქულას და ეს სერია 9 ქულას (6+3) მოიცავს. 27 წლის ოვეჩკინი "ვაშინგტონის" ლიდერია გოლების რაოდენობით (16) და მეორეზეა ქულებით (31).

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "მინესოტა უაილდის" მეკარე ნიკლას ბექსტრიომი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ 1.0 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.2 პროცენტი მოიგერია. სწორედ ამ მეკარის დამსახურებით, "მინესოტას" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ფინელმა "სან ხოსესთან" მატჩში 33 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 27-ე "შათაუტი" შეასრულა. ბექსტრიომს ამ სეზონში უკვე 16 მოგება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლიგაში.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ტორონტოს" ფორვარდ ნაზემ კადრის, რომელმაც სამ მატჩში შვიდი ქულა (3+4) დააგროვა. ამ ქულების უმეტესი კადრიმ ორ მატჩში დააგროვა - "ტამპა ბეისთან" შეხვედრაში სამი საგოლე პასი გააკეთა, "ბაფალოსთან" კი დუბლი შეასრულა და ერთი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. 22 წლის ფორვარდს 32 მატჩში 34 ქულა აქვს. ის ლიდერობს "ტორონტოში" 14 გოლითა და 20 პასით.

ბოსტონი-ტორონტო 3:2 (ბ)

0:0, 1:2, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ლუპული-4 (გარდინერი-2, გრაბოვსკი-6), 0:2 კულემინი-5 (კადრი-21), 1:2 ლუჩიჩი-5 (პევერლი-7, კარონი-2), 2:2 პ. ბერჟერონი-9 (დ. ჰემილტონი-10, მარჩანდი-13).

ბულიტები გაიტანეს: სეგუინი (ბოსტონი), ბოჟაკი (ტორონტო), პ. ბერჟერონი (ბოსტონი).

ოტავა-ნიუ ჯერსი 3:2 (ბ)

1:0, 1:1, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 ფილიპსი-5 (ლუნდინი-1, ზიბანეჯადი-7), 1:1 ლოკტიონოვი-6 (ბერნიე-4, გრინი-9), 2:1 გრინინგი-5 (ტარისი-14, კონდრა-7), 2:2 ჟიდლიცკი-4.

ბულიტები გაიტანეს: ალფრედსონი (ოტავა), ზეიჯაკი (ნიუ ჯერსი), ზიბანეჯადი (ოტავა).

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 4:5

1:0, 2:3, 1:2

გოლები: 1:0 ფროლიკი-2 (საადი-12, კიტი-15), 1:1 კოპიტარი-10, 1:2 სტოლი-7 (ტ. ლუისი-7, სკუდერი-9), 2:2 ფროლიკი-3 (კიტი-16, ტეივზი-16), 3:2 პ. კეინი-17 (ჰეიესი-1, სიბრუკი-10), 3:3 კინგი-4 (დაუტი-12, ელერბი-3), 4:3 ტეივზი-16 (ფროლიკი-4, კიტი-17), 4:4 ტოფოლი-2 (ფრეზერი-5, ვოინოვი-16), 4:5 დ. ბრაუნი-12 (კოპიტარი-20).

ნეშვილი-ედმონტონი 3:2

1:1, 2:0, 0:1

გოლები: 0:1 ტ. ჰოლი-7 (პოტრი-1, ნიუჯენტი-ჰოპკინსი-10), 1:1 ს. კოსტიცინი-3 (ფიშერი-9, ერატი-15), 2:1 კლაინი-2 (ს. კოსტიცინი-10, ერატი-16), 3:1 მიულერი-2 (იიპი-5, ბერტლი-2), 3:2 ჰორკოფი-5 (ჰემსკი-10, შულცი-5).

დალასი-მინესოტა 4:7

2:1, 1:3, 1:3

გოლები: 1:0 გოლიგოსკი-1 (დ. როი-15), 1:1 პარიზე-13 (სეტოგუჩი-10, კულენი-17), 2:1 იაგრი-14 (ლ. ერიქსონი-13, რეი უიტნი-8), 2:2 მ. კოივუ-8 (პარიზე-13, სტოუნერი-6), 3:2 დელეი-4 (ლ. ერიქსონი-14, დ. როი-16), 3:3 პარიზე-14 (მ. კოივუ-20, ბროდინი-4), 3:4 კულენი-5 (ბუშარი-10, სპარჯონი-6), 4:4 ლარსენი-2 (რ. სმიტი-3, ვინკური-1), 4:5 ბროძიაკი-6 (კლატერბეკი-3, სტოუნერი-7), 4:6 ჰიტლი-9 (კლატერბეკი-4, ბროძიაკი-3), 4:7 ბუშარი-4 (სპარჯონი-7).

ფინიქსი-დეტროიტი 2:3

2:1, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 ი. უაიტი-2 (კინდლი-8, ქლირი-3), 1:1 ჰანჟალი-8 (ვრბატა-10, ეკმან-ლარსონი-16), 2:1 კლინკჰამერი-3 (მოსი-11, იენდლი-12), 2:2 ფრანცენი-7 (კრონვალი-18, დაციუკი-24), 2:3 დაციუკი-11 (ზეტერბერგი-24, კრონვალი-19).

ანაჰაიმი-სან ხოსე 3:5

0:2, 1:1, 2:2

გოლები: 0:1 ბერნსი-3 (ჰავლატი-6, ჯ. ტორნტონი-24), 0:2 პაველსკი-8, 0:3 ჰავლატი-4 (ირვინი-4, ბერნსი-5), 1:3 ეტემი-2 (ლავჯრი-8, ფაულერი-5), 2:3 ბოშემენი-5 (გეტცლაფი-25, პერი-17), 2:4 შეპარდი-1, 3:4 პერი-10 (რაიანი-15), 3:5 დ. ბოილი-5 (პაველსკი-11).

"ტამპას" მწვრთნელი უპოვეს

"ტამპა ბეის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ჯონ კუპერი. შეგახსენებთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგების გამო დაითხოვა გი ბუშე და რამდენიმე დღის შემდეგ 45 წლის კუპერზე შეაჩერა არჩევანი.

"ლაითნინგის" ახალ მწვრთნელს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. სამაგიეროდ, ამერიკის ჰოკეის ლიგაში (AHL) კლუბ "ნორფოლკ ადმირალსთან" ერთად მიაღწია ფანტასტიკურ შედეგებს. 2011-12 წლების სეზონში გუნდს 55 გამარჯვება მოაპოვებინა და რეგულარულის მსვლელობისას ზედიზედ 28 მოგება ჰქონდა.

"ტამპა" ამ მომენტისთვის მე-14 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და საკმაოდ არის დაშორებული პლეი ოფის ზონას.

"ფილადელფია" და "ანაჰაიმი" ფორვარდების გაცვლას ამზადებენ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "მფრინავების" რიგებში გადავა 26 წლის ბობი რაიანი, საპირისპირო მიმართულებით კი გაემგზავრება 20 წლის შონ კუტურიე. ამ გარიგების ინიციატორია "ანაჰაიმი", რადგან მას ფორვარდი სჭირდება მეორე სამეულში.

კუტურიემ მიმდინარე სეზონში "ფილადელფიას" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და შვიდი ქულა (2+5) დააგროვა, რაიანის ანგარიშზე კი 24 ქულა (9+15) მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ვაშინგტონი" გაცოცხლდა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
[VIDEO] მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..