ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ავსტრიული შეკრების ბოლო შეხვედრაში მეტოქეს შვიდი გოლი გაუტანა
26 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრების ბოლო შეხვედრა გამართა.

ჩვენებურთა მეტოქე ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხორვატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს ამ შეხვედრაზე და ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მალაიზიელ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა - ქართველებმა 7:1 მოიგეს.

სამი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა (5,14,81), თითოჯერ თავი გამოიჩინეს ლაშა პარუნაშვილმა (27), ჯაბა ჯიღაურმა (32), გიორგი ილურიძემ (66) და ლაშა ჩაფიძემ (84).

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი (ტყეშელაშვილი 46), ტვილდიანი, კობახიძე (გაგნიძე 46), კოხია (ჯგერენაია 65), კვეკვესკირი, გიგაური, ჯიღაური (ილურიძე 46), პაპავა, პარუნაშვილი (ჩაფიძე 46), ყაზაიშვილი, ჭანტურია.

ავსტრიულ შეკრებაზე ეს ჩვენი 21-წლამდელების მესამე შეხვედრა იყო, ქართველებმა ჯერ ალბანეთი დაამარცხეს - 2:0, მერე კი აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშეს.

27 მარტს ჩივაძის გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა