თითქოს მაიამის მასტერსზე სენსაციები არ ხდება... და აი, მერვედფინალში, შესაძლოა, სეზონის მთავარი სენსაცია ვიხილეთ
თითქოს მაიამის მასტერსზე სენსაციები არ ხდება და აი, მერვედფინალურ ეტაპზე არა მხოლოდ ამ ტურნირის, არამედ, შესაძლოა, სეზონის მთავარ სენსაციას ჰქონდა ადგილი. გერმანელმა ვეტერანმა ტომი ჰაასმა, რომელსაც მომავალ თვეში 35 წელი შეუსრულდება, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას, თანაც ეს ორ სეტში გააკეთა ისე, რომ სერბს მოგების შანსიც არ ჰქონია.

საოცარია, მაგრამ პირველმა პარტიამ ისე ჩაიარა, რომ ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, ჰაასმა კი, თავის მხრივ, ორი ბრეიკი გააკეთა - 6:2. მეორე სეტში ბრეიკით დაწინაურების (3:2) შემდეგ ჰაასმა მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა ჯოკოვიჩს და სერბმა ეს შანსი გამოიყენა. თითქოს ეს მატჩში შემობრუნების მომენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მომდევნო ოთხი გეიმიდან სამი ვეტერანს დარჩა და ჰაასმა მეოთხედფინალში გააღწია.

თამაში მხოლოდ 80 წუთი გაგრძელდა. გერმანელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მეორე მოწოდებაზე ბრწყინვალე მოქმედება იყო - ამ დროს ტომმა ქულების 72 პროცენტი აიღო. ჯოკოვიჩი კი ავსტრალიის ღია პირველობისა და დუბაის ტურნირის მოგების შემდეგ აშკარად ამოვარდა ფორმიდან, წააგო ინდიან უელსის მასტერსი, ახლა კი ამ სეზონში ყველაზე ნაადრევი ეტაპიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ჰაასი კარიერაში მეთოთხმეტედ ხვდებოდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს და მხოლოდ მეორედ მოიგო. პირველი გამარჯვება 1999 წლით თარიღდება, როცა გერმანელმა “დიდი სლემის” თასზე დაამარცხა ანდრე აგასი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტომი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, ვინც რეიტინგის პირველი ნომრის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, ნოვაკმა 2007 წლის შემდეგ პირველად წააგო შეხვედრა 32 წელს გადაცილებულ ჩოგბურთელთან.

მეოთხედფინალში ჰაასის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელმაც კიდევ ერთი სერბი, იანკო ტიპსარევიჩი გამოთიშა ბრძოლას – 5:7, 6:2, 6:2. სიმონმა ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და თავის სასარგებლოდ დაასრულა ბოლო 15-წუთიანი მარათონული გეიმი. თამაში 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა და ფრანგმა სერბთან ურთიერთშეხვედრებში 7:2 წაიყვანა ანგარიში.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში სერიოზული ჩავარდნის შემდეგ ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს მსოფლიოს მეხუთე ნომერი დავიდ ფერერი. ამის ნათელი დადასტურებაა 81 წუთში იაპონელი კეი ნიშიკორის განადგურება - 6:4, 6:2. ამ მატჩს დაახლოებით იგივე სცენარი ჰქონდა, რაც ჰაასისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირებას. აქაც მოგებულმა ოთხი ბრეიკი გააკეთა და თავად ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება, თამაში კი 81 წუთი გაგრძელდა.

ფერერისთვის რთული არ უნდა იყოს შემდეგი ბარიერი ავსტრიელი იურგენ მელცერის სახით, რომელმაც ესპანელ ალბერტ რამოსთან მატჩის პირველ სეტში ორჯერ წააგო თავისი გეიმი, მაგრამე მეორე და მესამე სეტებში ყველა თავისი მოწოდება შეინარჩუნა - 2:6, 6:3, 6:3. მელცერმა მაიამის მასტერსის წინ დალასის ჩელენჯერი მოიგო და ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა მასტერსის სერიის მეოთხედფინალში.

მეოთხედფინალში ითამაშებს კიდევ ერთი ფრანგი რიშარ გასკე. მერვედფინალში მან ყველაზე რთული ბრძოლა გადაიტანა ესპანელი ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ. სამი სეტიდან ორში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო და გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე სეტის მე-13 გეიმში სტარტზე გაკეთებული მინი-ბრეიკი, რამაც გასკეს მოგების საშუალება მისცა. ეს რიშარის ზედიზედ მეორე მოგებაა ალმაგროსთან დაპირისპირებაში.

გასკეს კიდევ უფრო რთული მეტოქე ეყოლება მეოთხედფინალში. ეს არის ჩეხი ტომაშ ბერდიხი. თუ გასკემ გუშინ ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა, ბერდიხს ყველაზე იოლი გასეირნება გამოუვიდა სემ კუერის წინააღმდეგ. ამერიკელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მიიღო, ჩეხმა კი რვა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა და 51 წუთში გაანადგურა მეტოქე - 6:1, 6:1.

კუერის გავარდნა იმას ნიშნავს, რომ 1985 წლის შემდეგ პირველად, მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში არ ითამაშებს არც ერთი ამერიკელი ჩოგბურთელი.

ბუნებრივია, ჯოკოვიჩის გამოვარდნის შემდეგ ამ მასტერსზე მთავარი ფავორიტის სტატუსი ენდი მარეიმ მოიპოვა, რომელსაც პრობლემა არ შექმნია იტალიელ ანდრეას სეპისთან. ბრიტანელმა ბრწყინვალედ ითამაშა თავის მოწოდებაზე, როცა 31 გათამაშებული ბურთიდან 28 ქულა აიღო. ასე რომ, იტალიელს ბრეიკის შანსი არ ჰქონია, თავად კი 86-წუთიან მატჩში სამჯერ დაუთმო მოწოდება მარეის - 2:6, 4:6.

ბრიტანელმა სეპი ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა ისე, რომ ერთი სეტიც არ დაუთმო მას. შეგახსენებთ, რომ თუ ენდი შეძლებს მაიამის მასტერსის მოგებას, მეორე ადგილს წაართმევს რეიტინგში როჯერ ფედერერს.

ამ მიზნისკენ ენდის მორიგი დაბრკოლება იქნება ტურნირის მეცხრე ნომერი მარინ ჩილიჩი, რომელიც დღის მეორე სიურპრიზის ავტორი გახდა. ხორვატი, რომელიც დიდად ვერ ბრწყინავს ამ სეზონში, ორ სეტში გაუსწორდა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას - 7:5, 7:6(4).

1/8-ფინალი

იურგენ მელცერი (ავსტრია)-ალბერტ რამოსი (ესპ) 2:6, 6:3, 6:3; ტომი ჰაასი (გერ, 15)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:2, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ანდრეას სეპი (იტა, 16) 6:2, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-კეი ნიშიკორი (იაპ, 13) 6:4, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-სემ კუერი (აშშ, 17) 6:1, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 7:5, 7:6(4); იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-ჟილ სიმონი (საფ, 11) 5:7, 6:2, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 8)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10) 6:7(3), 7:5, 7:6(3).

1/4-ფინალი

ჰაასი (15)-სიმონი (11); ფერერი (3)-მელცერი; გასკე (8)-ბერდიხი (4); ჩილიჩი (9)-მარეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის მასტერსი: სერენა უილიამსი VS აგნიეშკა რადვანსკა

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა