გერმანიამ ყახაზეთი დორტმუნდელების გოლებით დაამარცხა, ლიოვმა ნიურნბერგის პუბლიკა გააკრიტიკა
ყაზახეთის ნაკრებთან მეორე გამარჯვების შემდეგ (4:1) საფეხბურთო გერმანიამ დორტმუნდის "ბორუსია" კიდევ ერთხელ დააფასა, გაზეთმა "ბილდმა" კი ბუნდესგუნდს "ბორუსია დოიჩლანდი" უწოდა.

მიზეზი ისაა, რომ იოახიმ ლიოვის გუნდმა ყახაზეთს სწორედ დორტმუნდელთა გოლებით მოუგო: მარკო როისმა დუბლი შეასრულა, მარიო გიოტცემ და ილქაი გიუნდოგანმა კი თითო-თითო გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელთაგან გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა მცველი მარსელ შმელცერიც; კიდევ ერთი ბორუსიელი, საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, გერმანელები ბოლომდე კმაყოფილები არ დარჩნენ, რადგან ბუნდესგუნდის მიერ მეორე ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთი შორს იყო იდეალურისგან.

"მეორე ნახევარში აშკარად მოვეშვით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შევქმენით საგოლე მომენტები. საბოლოო ჯამში, უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს, რადგან თამაში მოვიგეთ, 4 გოლი გავიტანეთ და ცხრილში სოლიდური უპირატესობით ვლიდერობთ," - განაცხადა მატჩის შემდეგ გიუნდოგანმა.

ამრიგად, ყაზახეთთან ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ბუნდესგუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება, 1 ფრე, არც ერთი მარცხი). მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ჯგუფში ავსტრია, შვედეთი და ირლანდია 8-8 ქულით იყოფენ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიას და ირლანდიას 5-5 შეხვედრა აქვთ გამართული, შვედებს კი მხოლოდ ოთხი.

მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ლიოვი: ნოიერისთვის არ უნდა ესტვინათ!

ყაზახეთთან მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების ერთი ფეხბურთელი ძალიან ცუდ ხასიათზე იყო - მეკარე მანუელ ნოიერს ვგულისხმობთ, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ ჟურნალისტს უთხრა, ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი კათხა ლუდის დალევაც არ მინდაო. არადა, ნოიერი, წესით, ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა - მანუ 27 მარტს 27 წლის გახდა.

ნოიერის უკმაყოფილების მიზეზი ის შეცდომა გახდა, რომელიც მან მეორე ტაიმის დასაწყისში დაუშვა და რომლის წყალობითაც ყაზახეთის ნაკრებმა ბუნდესგუნდს გოლი გაუტანა. 46-ე წუთზე ნოიერმა უპატიებელი და სასაცილო შეცდომა დაუშვა, რითაც ყახაზეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჰაინრიხ შმიდტგალმა (სხვათა შორის, "ფიურტში" თამაშობს) ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

ამის გამო ნიურნბერგის პუბლიკამ ნოიერს სტვენა აუტეხა. ფანები "ბაიერნის" მეკარეს მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უსტვენდნენ. მატჩის შემდეგ ამ შემთხვევას თავად ლიოვი გამოეხმაურა. 53 წლის ბუნდესმწვრთნელმა ნიურნბერგელი ქომაგების საქციელი დაგმო.

"შეცდომები ყველას მოსდის და ამის გამო ფეხბურთელს ბურთთან ყოველი შეხების დროს არ უნდა უსტვინონ. ძალიან არ მომეწონა ის ფაქტი, რომ პუბლიკამ ნოიერს სტვენა აუტეხა. მანუელი გერმანიის ნაკრების მეკარეა და ბოლო წლებში შესანიშნავად თამაშობდა. მან არაერთხელ გვიხსნა გოლის გაშვებისგან. ახლა კი ერთი შეცდომის გამო მთელი მეორე ტაიმი უსტვინეს. მიმაჩნია, რომ ფანები არასპორტულად მოიქცნენ, - უთხრა იოგიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს და დასძინა, - რაც შეეხება თამაშს, გარკვეულწილად კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ და მხოლოდ ეს არ მომეწონა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო