"შალკეს" ბოსები სერბ მიროსლავ ჯუკიჩზეც ფიქრობენ
"შალკეს" სამწვრთნელო საკითხზე ვწერდით და გელზენკირხენული კლუბის თავკაცობის კანდიდატები (ოლსენი, დი მატეო, ბიუსკენსი) ჩამოვთვალეთ და ისიც ვთქვით, რომ არც ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელის, იენს კელერის დარჩენაა გამორიცხული.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის ახალი კანდიდატი გამოიკვეთა - სერბი სპეციალისტი მიროსლავ ჯუკიჩი, რომელიც ახლა ესპანური "ვალიადოლიდის" დამრიგებელია.

შეგახსენებთ, რომ ჰუუბ სტევენსის გათავისუფლების შემდეგ "შალკეს" იენს კელერი წვრთნის, რომელიც დროებით თავკაცადაა შერაცხული და მართალია, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები მის დატოვებას არ გამორიცხავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ სპეციალისტსაც ეძებენ. "შალკეს" ჯუკიჩით დაინტერესება ამ უკანასკნელის მრჩეველმა კარლოს ბოკერომ ესპანურ რადიო "კადენა სერს" დაუდასტურა.

ჯუკიჩმა "ვალიადოლიდი" 2011 წლის მარტში ჩაიბარა და მაშინ გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან გავარდნის კანდიდატი იყო, მაგრამ სერბმა ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჩამოაყალიბა, "ვალიადოლიდი" ელიტაში დააბრუნა, ამ სეზონში კი, 28 ტურის შემდეგ ჯუკიჩის სამწყსო მე-12 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

47 წლის სერბი მწვრთნელი მანამდე სერბეთის ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს ავარჯიშებდა; ასევე, მუშაობდა ბელგრადის "პარტიზანში", ბელგიურ "ექსელსიორსა" და ესპანურ "ერკულესში". ჯუკიჩს "ვალიადოლიდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ მიხედავს "შალკეს"?

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა