ლეგენდარული ბულგარელი ფალავანი თბილისში ევროპის ჩემპიონატს დაესწრო, სადაც "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა
მას არასოდეს აკლდა სახელი და მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ, როგორც ლეგენდარულ ფალავანს.

მსოფლიოსა და ევროპის 7-7-გზის ჩემპიონი, ატლანტის ოლიმპიადის გამარჯვებული და ბარსელონური თამაშების მესამე პრიზიორი, ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - სხვა მედლებს, სხვა წოდებებს რომ თავი დავანებოთ, ერთ კაცს ჩამოთვლილიც ეყოფა, მაგრამ მსოფლიოში მსგავსი მიღწევებითაც განა რამდენი დაიტრაბახებს?

თუმცა ცოცხალი ლეგენდა ბოლო თვეებში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში ოდნავ სხვა კუთხით - მან პირველმა დაუბრუნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიური ოქრო თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღების შესახებ პროტესტის ნიშნად.

მას მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა გადადგმულ ნაბიჯს არ ნანობს.

ვალენტინ იორდანოვი - ბეჭდაუდებელი ბულგარელი ფალავანი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც ეპოქა შექმნა სპორტის ამ სახეობაში, ევროპის ჩემპიონატის დღეებში გვესტუმრა თბილისში და მასთან საუბრის შანსი ხელიდან არ გავუშვით. საუბარზე თვითონაც უპრობლემოდ დაგვთანხმდა.

- ხომ არ ნანობთ გადადგმულ ნაბიჯს და დაბრუნებულ ოქროს მედალს?

- არა, არ ვნანობ, რომ ასეთი სახით გამოვხატე პროტესტი. ამ ნაბიჯის გადადგმისას ვთქვი, რომ ოლიმპიადის პროგრამიდან ჭიდაობის ამოღება არ მიმაჩნია სწორად, რადგან სპორტის ეს სახეობა ძველი თამაშების პროგრამაშიც კი შედიოდა.

ჭიდაობა გავრცელებულია 198 ქვეყანაში და ყველა ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ჭიდაობა აერთიანებს ქვეყნებს, ზოგჯერ - ერთმანეთთან დაპირისპირებულებსაც კი, მაგალითად, რუსეთსა და ამერიკას, იაპონიას. ეს სახალხო სპორტია, რომელიც იცის ყველა ბავშვმა.

ჩვენ ერთი სპორტული ფორმა გვაერთიანებს და ამ მედლის დაბრუნებით გამოვთქვი პროტესტი, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი.

- თუმცა თქვენი გადაწყვეტილება საჭიდაო სამყაროში ბევრმა გაუმართლებლად მიიჩნია...

- როგორც ადამიანები არ არიან ერთნაირები და არსებობენ კარგებიც და ცუდებიც, ასეა ამ შემთხვევაშიც - ყველას თავისი აზრი აქვს.

ჭიდაობა ბულგარეთისთვისაც ისეთივე ნაციონალური სპორტია, როგორც - საქართველოსთვის. ჩვენც ძალიან ბევრი ოლიმპიური მედალი გვაქვს აქ მოპოვებული.

ამასთან, ბულგარეთის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მოჭიდავეა, მსოფლიოს პირველი ჩემპიონიც ასევე მოჭიდავეა და მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, მოვალე ვიყავი, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. საკუთარი აზრი ასე გამოვხატე და ვინ დამეთანხმება ან პირიქით, ეს მისი უფლებაა.

- საერთაშორისო ფედერაციის დროებითმა პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა ოფიციალურად მოუწოდა მოჭიდავეებს, არ დაებრუნებინათ ოქროს მედლები. პირადად თუ გესაუბრათ ან ის, ან თქვენი თანამემამულე, ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი ცენო ცენევი?

- კი მესაუბრნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას საკუთარი გულის, გონების კარნახით ვიღებდი და არ ვფიქრობდი იმაზე, რას იტყოდნენ ზემდგომები.

ლალოვიჩს მოგვიანებითაც შევხვდი და მომიწოდა, იქნებ შემეცვალა გადაწყვეტილება და უკან ამეღო მედალი, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჭიდაობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, რამდენიმე ათეული მილიონი ბავშვი ვარჯიშობს და სოკ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, მათ ეს ოცნება ჩავუკლათ.

- გაქვთ იმედი, რომ დატოვებენ ოლიმპიადის პროგრამაში?

- ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გვიჭერს მხარს - სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის, ყველაზე გავლენიანებისაც - ამერიკის და რუსეთის, ასევე, ამერიკელი სენატორები და სხვები. დიდი იმედი მაქვს, რომ დატოვებენ.

- იმ ოქროს მედლის ასლი დაიტოვეთ სამახსოვროდ?

- ასლი არა, მაგრამ ფოტოები ხომ მაქვს.

- ცოტა უცნაურია, რომ მოჭიდავეებმა პროტესტი სოკ-ს გამოუცხადეთ და არა თქვენსავე საერთაშორისო ფედერაციას, რომლის მიზეზითაც შევიდა ჭიდაობა ამ ჩიხში...

- დღეს მთავარია, ჭიდაობა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და არა ის, ვის დავუფიქსირებთ პროტესტს.

- თქვენი აზრით, რა სახის რეფორმები უნდა გატარდეს ჭიდაობაში, რომ კვლავ გახდეს სანახაობრივი და ისევ დაიბრუნოს მაყურებელი?

- აუცილებლად უნდა შეიცვალოს წესები. ასევე, გამოსასწორებელია მსაჯობა - სამართლიანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ამ სახეობაში კორუფცია არის (თუმცა ამაზე სოკ-იც საუბრობს), მაგრამ სამართლიანი ბრძოლა, სამართლიანი მსაჯობა უნდა იყოს.

- თქვენს კარიერაზეც მინდა გკითხოთ, როცა ათწლეულზე მეტი იდექით მწვერვალზე. რის ხარჯზე მოახერხეთ ეს - ნიჭის თუ შრომის?

- კარგი ტექნიკა და გამარჯვების სურვილით ანთებული გული, მებრძოლი ხასიათი მქონდა. ეს დამეხმარა ამ წარმატებების მოპოვებაში. როცა გულით გინდა, აუცილებლად გაიმარჯვებ.

- მოპოვებული მედლებიდან გექნებათ რომელიმე განსაკუთრებით გამორჩეული...

- ოლიმპიური თამაშები ყველაზე მთავარია, მაგრამ ასევე მიყვარს 1983 წელს კიევში პირველად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მაშინ 22 წლისა მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ დამასახელეს.

- ქართველი ფალავნებიდან მეგობრობთ ვინმესთან?

- მიხარია საქართველოში ჩამოსვლა. თბილისში ადრეც ვარ ნამყოფი და ამ დარბაზშიც მიჭიდავია რამდენჯერმე. ეს იმ დროს, როცა თქვენი ტურნირი ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. კარგად ვიცი კავკასიური ჭიდაობა, კავკასიური რესპუბლიკები - აქ ჭიდაობა მეორე რელიგიაა.

ქართველებიდან ბევრთან მქონია ურთიერთობა და ვმეგობრობ კიდეც, მაგალითად, ლერი ხაბელოვთან, დავით გობეჯიშვილთან, რადგან ერთ პერიოდში ვჭიდაობდით...

- დასასრულ, ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე გკითხავთ. რამდენად მოგეწონათ ტურნირი?

- ძალიან მაღალი დონეა, შეჯიბრება კარგადაა ორგანიზებული. თქვენმა ფედერაციამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად და ყველაფერი ძალიან კარგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა