საქართველოს ხელბურთის მესვეურებმა საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი წარადგინეს
27 მარტს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე შეგვეხმიანა, რომელმაც გვაუწყა, რომ საქართველოს ხელბურთის მესვეურებმა საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი წარადგინეს 2017 წელს 19 წლის ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის მასპინძლობაზე.

"დასკვნით ეტაპზე 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა 24 გუნდი ჩაებმება. ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებიც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს პირველობაზე მოსინჯავენ ძალებს.

ჩვენს იდეას აქტიურად დაუჭირეს მხარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ახლა სიტყვა საერთაშორისო ფედერაციაზეა. ხუთშაბათს, 28 მარტს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ამ ორგანიზაციის საშეჯიბრო კომისიის თავმჯდომარე ლეონ კალინი (სლოვენია) ჩამოვა, რომელიც შეამოწმებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სპორტულ ბაზებს, სასტუმროებსა და ინფრასტრუქტურას, თუ რამდენად შეესაბამება ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩასატარებელ მოთხოვნებს.

სტუმარი საექსპერტო დასკვნას თავის აღმასკომს წარუდგენს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია კი საბოლოო გადაწყვეტილებას ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2013 წლის ნოემბრის კონგრესზე მიიღებს", - გვითხრა ზურაბ კაკაბაძემ.

შესვენებით ისარგებლეს და ბაქოს ეწვივნენ

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა მომზადებას, რადგან სწორედ ამ ასაკის გოგო-ბიჭები იასპარეზებენ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

მეოთხე წელიწადია, ზემოხსენებული ასაკის ხელბურთელები რეგულარულად მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში. წლეულს შეჯიბრებაში გოგონათა 12 და ვაჟთა 19 გუნდი ჩაება. სამ-სამი შესარჩევი ტურის შემდეგ გამოვლინდნენ ფინალისტები.

ვაჟების 8 საუკეთესო გუნდი 15 აპრილიდან მედლებისთვის იასპარეზებს. ისინი ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი (A ჯგუფი - "მერანი", "კორიდა", ყვარელი, ზუგდიდი; B ჯგუფი - "პეგასი", "მართვე", თელავი, გორი). წრიული პაექრობების შემდეგ პირველ ადგილებზე გასულნი ოქროსთვის, ხოლო მეორეადგილოსნები ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სისტემით გამოვლინდებიან ჯილდოების მფლობელები გოგონებშიც, ოღონდ აქ გადამწყვეტ ეტაპზე ექვსი გუნდი გავიდა: A ჯგუფი - "მართვე", ყვარელი, "კორიდა"; B ჯგუფი - ფოთი, სტუ, "თბილისი".

ფინალური ორთაბრძოლები მაისში გაიმართება. სწორედ ამ შესვენებით ისარგებლეს გოგონებმა და მათი ნაკრები (ლედი მაზმიშვილი, თამარ თეთრაშვილი, ანა ყველაშვილი, თათია გადელია, მედეა ჩოხელი, სოფიო ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, თინათინ ყაველაშვილი, ქეთევან ზელეცკი, თეონა ჯაღათაშვილი, ლელა მორჩაძე, თამარ ჩოგოვაძე, ქრისტინე ღვალაძე, მაია ბერიძე, თამარ გიორგაძე, ანა ფურიაშვილი. მწვრთნელები - ალა მახარაძე, ნინო წივწივაძე) მთავარი მწვრთნელის - ელისო ჟურულიშვილის ხელმძღვანელობით ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრებისთვის ბაქოს ეწვია.

იქვე მასპინძლებთან ექვსი ამხანაგური შეხვედრაც გამართა, საიდანაც ოთხი მატჩი მოიგო და ორი წააგო.

პირველ-მეორე დღეს ჩვენი გოგონები ორი წლით უფროს მეტოქეს - 1996-97 წლებში დაბადებულებს დაუპირისპირდნენ და ორივე ორთაბრძოლა 10-10 ბურთით დათმეს, თანატოლებთან პაექრობისას კი ორ შეხვედრაში აზერბაიჯანის 14-15-წლიანთა ნაკრები 45:11 და 32:18 დაჯაბნეს, ხოლო საკლუბო გუნდებს 15 და 17 ბურთის სხვაობით აჯობეს.

"ჩვენი მიზანია, გოგონებმაც და ბიჭებმაც რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ და საერთაშორისო ბატალიებში გამოიწრთონ.

პირველ აპრილს 1998-99 წლებში დაბადებულ ვაჟთა ნაკრები მინსკში გაემგზავრება და მასპინძლებთან საწვრთნელ შეკრებასთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.

ასე რომ, არა მარტო სპარინგშეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას, არამედ მნიშვნელოვან ტურნირებშიც ვიასპარეზებთ", - აღნიშნა ზურაბ კაკაბაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა