ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მადლობა, მალხაზ! - დიდი კარიერის დასასრული

მადლობა, მალხაზ! - დიდი კარიერის დასასრული

"ორი წელი ბურთისთვის ფეხი არ დამიკარებია. ახლა ფეხბურთს გასართობად ვთამაშობ..."

2010 წლის დეკემბერში მალხაზ ასათიანს მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა.

მას შემდეგ მალხაზი ახალი კლუბის ძიებაში იყო და იმედოვნებდა, რომ 2011 წელს ნორმალურ გუნდში შეხვდებოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მის მომავალ კარიერას არაერთ რუსულ თუ ქართულ კლუბს უკავშირებდნენ. იწვევდნენ "დინამოში", "ტორპედოში", "ზესტაფონში", რუსულ, უკრაინულ თუ ევროპულ კლუბებში.

მახაჭყალის "ანჟის" მეპატრონე სულეიმან ქერიმოვი ქართველს რობერტო კარლოსის პარტნიორად მოიაზრებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

Video

მალხაზ ასათიანის გოლები რუსეთთან და თურქეთთან

Video

მალხაზ ასათიანის თამაში ლოკომოტივში

მაშინ ბევრი იმედოვნებდა, რომ კიევის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად დანიშნული იური სიომინი თავისთან წაიყვანდა - მას ხომ შვილივით უყვარდა გონიერი, ტექნიკური და კეთილშობილი ქართველი და უზომოდ ენდობოდა მალხაზს.

მაგრამ სიომინს კიევში მზა გუნდი დახვდა და "ასკა" ვერ წაიყვანა.

...კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" გამთამაშებლის პოზიციაზე დაიწყო. თუმცა გუნდის მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. 2001-02 წლები ჩინებულად ჩაატარა, "ტორპედო" ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი, თავად ასათიანი კი საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ასე იწყებოდა მალხაზ ასათიანის საფეხბურთო კარიერა

2003 წელს მოსკოვის ლოკომოტივში" გადავიდა, სადაც სიომინმა დაცვის ცენტრში დახია და ეს წარმატებული სვლა აღმოჩნდა - უნივერსალი ქართველი ორჯერ აცხადებდა პრეტენზიას პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეობაზე და ცოტა მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ... 2008 წელს კიევის "დინამოში" გაანათხოვრეს, 2009 წელს კი "ლოკომოტივში" დაბრუნდა.

წარმატებული იყო მალხაზის სანაკრებო კარიერაც, სადაც 2001 წლიდან თამაშობდა, მაგრამ პირველი ოფიციალური შეხვედრა 2003 წლის 30 აპრილს რუსეთის ნაკრებთან ჩაატარა. მან ივო შუშაკს იმედები გაუმართლა - სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოვიგეთ ის მატჩი.

მას შემდეგ ასათიანი ეროვნული გუნდის შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

2008 წლის სექტემბერში უთანხმოება მოუვიდა ნაკრების მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან.

მას იღბალი არ აკლდა, კლუბშიც და ნაკრებშიც მაღალ დონეზე უთამაშია, მაგრამ მეტიც შეეძლო: კუპერის მწვრთნელობის დროს თბილისში "რომას" სელექციონერები ჩამოვიდნენ, მაგრამ არგენტინელმა ასათიანი ნაკრებში არ მიიწვია. არადა, იმ პერიოდში საუცხოო ფორმაში იყო. რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა "ქართველი ბეკენბაუერი" შეარქვა.

ქართველის კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივში" დასრულდა, საიდანაც დაიწყო მისი შთამბეჭდავი უცხოური კარიერა.

მალხაზ ასათიანი დიდხანს ინარჩუნებდა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსს - ერთ დროს მისი ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება 4.9 მილიონ ევროს შეადგენდა.

ზემოთ ასათიანის ადამიანური თვისებები ვახსენეთ. "ლოკომოტივის" ყოფილი მოთამაშე, ამჟამად "ალანიას" კაპიტანი ტარას ცარიკაევი ამბობს:

"მალხაზი გამორჩეული ადამიანია და უდიდეს პატივს ვცემ თუნდაც კოლეგებთან ურთიერთობის გამო.

ყოველდღე არცერთ თანაგუნდელს თბილი მოკითხვის გარეშე არ გვტოვებდა. არ ვავიწყდებოდით ახალგაზრდებიც, ყველას პერსონალურად გვესალმებოდა და დახმარების ხელს გვიწვდიდა".

... 2011 წლის შემოდგომაზე ქუთაისის "ტორპედოს" ფანებმა მოედანზე დაბრუნება სთხოვეს. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა კარიერა ლამის 40 წლამდე გრძელდება და დაჯერებაც არ გვსურდა, რომ ქართველი ვარსკვლავი ბუცებს 29 წლის ასაკში დაკიდებდა კედელზე და აღარ დაეხმარებოდა საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მისი გამოცდილება ძალიან სჭირდებოდა.

მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერა მაინც დაასრულა, ხან მშობლიურ ქუთაისშია, ხან თბილისში და ხან მოსკოვში...

შემთხვევით გადავეყარე, მეგობარ მწვრთნელს საფეხბურთო სკოლაში მიაკითხა.

"რატომ დავანებე? რუსეთში გუნდს ველოდებოდი და არაფერი გამოვიდა. ორი წელი ბურთისთვის ფეხი არ დამიკარებია. ახლა ფეხბურთს გასართობად ვთამაშობ..."

"გაცილების მატჩი? ისეთ ასაკში დავანებე თავი, გაცილების მატჩი უხერხული იქნება..."

"მალხაზ ასათიანი ბერად აღკვეცას აპირებს? ეკლესიაში რამდენჯერმე დამინახეს და რატომღაც ასეთი ხმები გაავრცელეს..."

ამდენი ხანი უთამაშებლობის მიუხედავად, ასათიანი თითქმის სათამაშო წონაშია და ვარჯიში რომ განაახლოს, საქართველოს ჩემპიონატში კონკურენტი არ ეყოლება - ახლა მხოლოდ 31 წლის არის.

მაგრამ მალხაზ ასათიანმა ასეთ დონეზე თამაშს კარიერის დასრულება ამჯობინა. მისნაირები იშვიათად იბადებიან. ბევრს არ შეეძლო მალხაზის მსგავსად ქართველი გულშემატკივრის გახარება, ფანების გულის მოგება, დანიელების "აპამპულავება", ელეგანტური გარღვევები და დაცვაში საოცარი სიმშვიდით თამაში...

რუსეთის კარში გოლი სწორედ მას უნდა გაეტანა, ის გოლი, რომლითაც საბოლოოდ მოიგო ქართველი კაცის გული.

ამ კაცს არათუ გაცილების მატჩი, საკუთარი ქვეყნისგან ბევრად მეტი დაფასება ერგება.

ერგება მადლობაც, რადგან ნაღდი ქართული ფეხბურთის ფრაგმენტები გაგვახსენა და საქართველოს სახელი ყველგან ღირსებით ატარა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალხაზ ასათიანი: კარიერის დასრულების შესახებ მალე გამოვაცხადებ!

• vaxxx

ვიდრე რამეს წამოაყრანტალბთ დაუკვირდით რას ამბობთ რა კაცს მოღალატეს რომ ეძახი მინუმუმ უნდა ხვდებოდე რამხელა შეურაწყოფას აყენებ თან დაუმსახურებლად. რატო ენერგეტიკის მინისტრს არ უწოდებთ მოღალატეს გალსტუკში რო გაცვალა ნაკრები?

• ძმა

ძალიან ნიჭიერი. მე ყოველთვის უფრო მეტს ველოდი მისგან. მეგონა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთების დრო დაუდგებოდა. ძალიან საწყენია მისი ფეხბურთიდან წასვლა. იმედიც იყო და ვარსკვლავიც. წარმატებები გქონდეთ და დიდი მადლობა.

• shvelo

უძლიერესი ფეხბურთელი იყო ,ღვთისგან ბოძებული ნიჭი ქონდა სამწუხაროა რო კარიერა დაასრულა .

• mushki

მადლობა მალხაზ ყველაფრისათვის...სანამ ამ ადამიანზე ცუდს იტყოდეთ თქვე მართლა მოგალატეებო, პირში წყალი გამოივლეთ..ჩადით მის სოფელში და ნახავთ რაც გააკეთა და ვინც არის...არა მგონია ჩემზე მეტად გწყდებოდეთ გული მის კარიერაზე "პატრიოტებო",მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა და მისი არჩევანი,ფეხბურთელი ნამდვილად კარგი იყო და ათასჯერ უკეთესი ადამიანია!!!!

• tato84

მისი თამაშის სანახავად დავდიოდი სტაადიონზე მხოლოდ, ძალიან საწყენია რომ ასე მალე დაანება თავი ფეხბურთს და დიდ კლუბში არ უთამაშია, არადა ნებისმიერს დაამშვენებდა, უმაგრესი იყო დანიასთან თამაში თვალებიდან არ ამომდის!

• უჩა

მალხაზი მართლაც მისაბაძი და ღირსეული ქართველი ფეღბურთელია,ვიმედოვნებ რომ კიდევ ვიხილავ კარგ გუნდში კარიერის დასრულების მიუხედავად, ნაკრებს მალხაზის დახმარება ეხლა ნამდვილად ჭირდება.

• R. Federer

მადლობა, მალხაზ!

• m.g

რა სამწუხაროა ზოგიერთი ხალხის აზროვნება.ამ ადამიანს შორიდან ვიცნობ,მის ქველმოქმედებაზე ,კეთილშობილებაზე და თავმდაბლობაზე ლეგენდები დადის ,ფეხბურთზე მნიშვნელოვანი მისთვის სხვა უფრო ბევრად კეთილი საქმეები აღმოჩნდა. სხვის განსჯას როდის დავანებებთ თავს.უფალმა დაულოცოს ის გზა რა გზითაც აპირებს მისი ცხოვრების გაგრძელებას

• eka

რა გააკეთა საქართველოსთვის და ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და ბევრი ოჯახი შიმშილს.ასევე ყოველგვარი პიარის და რეკლამის გარეშე დაფარულად დღემდე ეხმარება უპატრონო ბავშვთა სახლს. ვინც პირადად იცნობს ყველა ერთხმად აღიარებს, რო არი უაღრესად პატიოსანი და კეთილშობილი პიროვნება. გმერთმა გაგაძლიეროს მალხაზ, დიდი მადლობა უფალს იმასათვის რო შორიდან გიცნობ და ვამაყობ შენით, გმერთმა დაგლოცოს...

• ana

გამაგიჟებს ეს ხალხი, ყველას ლანძღვა და გინება უკვე სისხლში გაქვთ ხო გადასული. ძაან მაინტერესებს, ვინც მის ჩაქოლვას აპირებთ ვის რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის, თუნდაც მცირეოდენი სარგებელი. დარწმუნებული ვარ არავის არაფერი. და ლანძღავთ სხვას, მითუმეტეს ესეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომლის თამაშის ყურება ყველას გვახარებდა. პ.ს ისე ზუსთად ფრანგებთან თამაშისას გამახსენდა ასათიანი სადაათქო და ეხლა რომ გავიგე ძალიან დამწყდა გული. ასეთი ნიჭის მქონე ადამიანმა თავისი ნიჭი 1000%ით უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს ისეთი მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენელმა, როგორებიც ჩვენ ვართ. თუმცა ყველას თავის ცხოვრების გზა აქვს და არჩევანს თავად აკეთებს. არავის აქვს ჩარევის უფლება. ღმერთი იყოს შენსკენ მალხაზ და დიდი მადლობა თითოეული იმ წუთისთვის როდესაც ქართველი გულშემატკივარი გაგიხარებია

• მამუკა

მალხაზი როგორც დიდი ფეხბურთელი ასევე დიდი პიროვნება არის..!!!

• pavle

მახო შენს კაცობას გაუმარჯოს!!!!!!!!!!!

• მახო

ნომინაციაში გელა კეტაშვილი მახო ასათიანი გიო ქინქი ვა რა ბიჭები

• jana

ნო გული არ დაგწყდეს ხომ იცი ბოროტ ენას ყველლაფერი შეუძლია თქვას.ღმერთია ,მოწყალე და მისი მადლიტ კიდე მრავალ კეტილ საქმს გააკეთებს.

• Nona

სხვა სხვის ომში ბრძენიაო, უთქვამს გონიერ ადამიანს და ასეცააა, აქ რომ გამოდგებით და ილანძღებით ჯერ კარგად გაიგეთ რატომ დაანება თავი და მერე იქადაგეთ. თავის დროზე თორნიკე ერისთავმაც დაანება მთვარსარდლობას თავი და ლამის მოღალათედ შერაცხეს, მაგრამ კაცმა სხვა უფრო საპასუხიმგებლო საქმე აირჩია, ღთის სამსახური.იცით მალზახის გაკეთებულ საქმეებზე რამე?აქ რომ გამოდგებითო და ილანძღებით დიდი ფული იშვაო და გატუტუცდაო, გაგიგიათ იმ ფულით რამდენი მადლი გააკეთა?თუ ზოგიერთებივით ტელევიზიებში რომ არ ჩანდა და რეკლამას არ უკეთებდა მის საქმეებს, ამიტომ არის ტუტუცი? ბარეორ წარმატებულ 100 ქართევლს არ ექნება იმდენი მადლი და სიკეთე გაკეთებული ერთად აღებული რამდენიც ამ ბიჭმა მარტო, დაფარულად გააკეთა. რამდენ ობოლ, უპატრონო ბავშვს და მიუსაფარ, უმწეო ადამიანს გაულამაზა ცხოვრება იცით? ადამიანი მოკრძალებულად ცხოვრობს. არასოდეს უცხოეთში არ წასულა, არ დაუსვენებია, მის მშბლიურ ქალაქსა და სოფელში ატარებდა დროს თავის ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან და სიკეთეს თესავდა და თესავს მხოლოდ. რომ ილანძღებით ჯერ გაიგეთ კარგად და მერე ისაუბრეთ. ადამიანმა დაგაწყვიტა რომ მისი ცხოვრება აწი უფრო მადლიან საქმეს მიუძღვნა, ვიდერე ფეხბურთია და თქვენ რა გინდათ?

• lasha

ძალიან მადლიანი ადამიანია, დაანებეთ თავი მის კრიტიკას,უკეთილშობილესი და თავმდაბალი. ასეთი ქართველები გვიმრავლოს საქართველომ. თავი მე როგორც ვიცი გარკვეული მიზეზების გამო დაანება ,ის ეკლესიურ ცხოვრებას გაუყვა

• g.b.

ძალიან სამწუხაროა, უდიდესი ნიჭის მქონე მოთამაშე იყო რომელიც ნებისმიერ გუნდში იტყოდა თავის სათქმელს და არ დაიკარგებოდა, რეინჯერსში რომ გადასულიყო თავის დროზე უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ასე მგონია, ისე მაშინდელ ტორპედოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყო ასათიანი, იმედაძე, აბრამიძე, ახალკაცი, ბაბუნაშვილი, ყველას შეეძლო დიდი ფეხბურთის თამაში თან ეს ის ასაკის ფეხბურთელები არიან ეხლა ნაკრების ბირთვი რომ უნდა ყოფილიყო

• მინდია

ტიპური ქართული ისტორია - ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.... დიდი ნიჭი გაფლანგა! დაბრუნებულიყო თუნდაც ნახევარი სეზონი ქუთაისში.... ეჰ, რაც ითამაშა იმაზე ათჯერ დიდი ფეხბურთი შეეძლო ეთამაშა....

• vaxo

2002წელს ბოლო ტურში ტორპედო დინამოს მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მაგის გოლით გახდა ტორპედო ჩემპიონი

• ilia

ჩვენ მაშინ უნდა გვეყვირა როცა ის რუსეთში მიდიო.სიომინი კი არა პეტრეც არ ეკუთვნის იქ საკუთარ თავს.შეადარეთ კობიაშვილი და მისი კარიერა და ასათიანი და მისი კარიერა.

• portunato

დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი; ის ნამდვილად ვარსკვლავი იყო, შეიძლება კაცმა ლიგაც მოიგო და სერია ა -ც ,მაგრამ ვარსკვლავი რომ გერქვას ასათიანივით, ქინქლაძესავით, ჯამარაულივით უნდა ალამაზებდა ფეხბურთს და სიამოვნებას ანიჭებდე მაყურებელს და არა სვარკა უინტელექტო (თუმცა საჭირო ) ფეხბურთს თამაშობდე; რამდენჯერ გაიტანა გადამწყვეტი გოლი ნაკრებში და რამხელა მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა სანაკრებო დონეზე; დიდი მადლობა

• Ermile

გული მწყდება ამ ბიჭზე, ასრულებს კარიერას ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს რომ რაც შეძლო მისი 30% გამოიყენა არ გაუმართლა რაღაც ყველაფერს იღბალი უნდა ჩემი ქალაქელია მახსოვს როგორ იწყებდა კარიერას ტორპედოში ახლაგაზრდა ნიჭიერი ბიჭი ყველას დიდი იმედები ქონდა არაუშავს მალხაზ შენ მაინც ღირსეული ქართველი და კარგი ქუთათური ხარ მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. PS:დაანებეთ თავი ამ კაცის ქილიკს ყველა ნუ ხართ მოსამართლე ამის ღმერთი არ იქნა წადით და თქვენ იშოვეთ ყველაფერი კუჭზე როგორ დაგყავთ მალხაზის კარიერა მარტო რუსეთის ნაკრების დასამარცხებლად ღირდა იმ დაძაბულ ფონზე სირცხვილია ასეთი საუბაი

• avto

ეხ რა ნიჭი გაფლანგა უფრო კარგად უნდა გამოეყენებინა ბოლო წლებში ჟილკა არ ქონდა

• პაატა გვირჯიშვილი

ამ კაცზე ვინაც ცუდს იტყვის ფეხბურთს აზრზე კიარა ცხოვრების აზრზე არყოპილა ,,,ამაზე მაგარი ფეხბურთელი დიდი ხანი აგარ ეყოლება საქართველოს სამწუხაროდ

• ქართველი

არ გრცხვენიათ მაინც ასათიანზე ცუდს რომ ამბობთ?? ჯორდანმაც პიკზე დაანება თავი თამაშს, მაგრამ ამერიკის მოღალატედ კი არა გმირად ყავთ შერაცხული. ვეღარ ნახა თავის დონის გუნდი და დაანება თავი რა არის ამაში გასაკვირი, ვინც თქვენ პატრიოტობა დაგაბრალათ.... მე ამ კაცის ერთი მატჩი მირჩევნია სამივე არველაძის ფაფხურს

• vasiko basiladze

არავინ არ იცის ამ კაცმა თავი რატომ დაანება თამაშს და ძალიან გთხოვთ უხეშათ ნუ მოიხსენიებთ კაცს რომელსაც არ იცნობთ და არ იცით რატომ მოეშვა საერთოდ ფეხბურთს,იქნებ სხვა გზა აირჩია ამ კაცმა ვისი რა საქმეა?მე მინდოდა რომ დარჩენილიყო ფეხბურთში და გაეხარებინა გულშემატკივარი,მაგრამ ყველამ თავის საქმე იცის,არ თქვათ საქართველოს გამო უნდა ეთამაშაო,რამდენი ფეხბურთელი გააფუჭა ამ სახელმწიფომ აბა მოთვალეთ?ასკას ვინც არ იცნობს ის ისაუბრებს ცუდათ მაგ კაცზე ჯერ გაიცანით გაიგეთ რა მოხდა სინამდვილეში და მერე დადევით ესეთი კომენტარები,სიმართლე გაიგეთ ჯერ რა ხდება

• giorgi

ნომინაცია გამოუყენებელი ნიჭი: 1. გიორგი ქინქლაძე 2. მალხაზ ასათიანი დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ :)

• gio

ასე უნდა დავაფასოთ ქართველებმა ეს კაცი ხოოო ვახ ნამუსის დედა....

• თემური

ასეთ კაცს მადლობას კი არ უნდა უხდიდნენ. შეეძლო ბევრი სიხარული მოეტანა ქართველებისთვის და არაფერი გააკეთა. თავის პირად ამბიციას გადააყოლა ქვეყანა. უნახავმა რა ნახაო ისე გამოუვიდა. იშოვა მოსკოვში რაღაც ფული და გატუტუცდა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ხართ ქართულ ფეხბურთში ბატონო მალხაზ

• odala

ამ სტატიას რომ წერდი რამდენჯერ იტირე მერაბ? როგორი დაფასება ერგება საკუთარი ქვეყნისგან, აბა გვითხარი? ჯერ ერთი ბედნიერი უნდა იყო კაცი საკუთარი ქვეყნის მსახურება შეგეძლოს. ამ კაცს შეიძლება ჩემზე მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის, მაგრამ იმასთან შედარებით თუ ვის რამდენის გაკეთება შეეძლო, ჩემი და 1 ჩვეულებრივი ქართველის ღვაწლი უფრო დასაფასებელი იყოს ვიდრე ასათიანისა. იმასთან შედარებით, თუ რისი გაკეთების პოტენციალი აქვს ამ კაცს (ავტორისვე აზრით), მას შეიძლება ითქვას ბევრი არც არაფერი გაუკეთებია თავის ქვეყნისთვის და კაი შესაჯორიც არის იმ უქნარობისთვის რასაც ავლენს. შენ კიდევ ჟურნალისტობა ვინც დაგაბრალა იმას რა ვუთხარი...

• zako

beqa, სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო.სრული ჭეშმარიტებაა. როცა ასაკი და რაც მთავარია ფიზიკური მდგომარეობა ხელს გიწყობს, ასეთი საქციელი მიუღებელია.

• beqa

მართალი ხარ ძმაო გმირი კი არა მოღალატეა და რატომ იცით ზუსტადაც მისნაირმა ნიჭიერს არ უნდა დანებებინა თავი თამაშისთვის მხოლოდ კაპრიზების გამო ! როგორც ბევრ ქართველს ისე დამართა ამასაც საკმარისი ფული იშოვა და ტრუსიკით ხომ არ ირბენს ვაჟკაცი მოედანზე ისევ ! და მერე ვიტყვით ვერაფერს ვაღწევთო ვერც მივაღწევთ სანამ ასეტი უპასუხისმგებლოები ვიქნებით საკუთარი ქვეყნის მიმართ ! როცა ასეთი ნიჭიერი ხარ და ქვეყნის სამსახუში დგახარ ღალატია თამაშისთვის თავის დანებება ! არ უნდა შეადარო იტალია საქართველოს მაგრამ ბუფონი სერია ბ-ში გაყვა გუნდს და არ მიატოვა და დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი გაიქცეოდა გუნდიდან. ყველას გვავიწყდება რომ კაცის ნიჭი ქვეყნის საკუთრებაა და არა პირადი !

• მიშა

არამარტო კარგი ფეხბურთელია.... ადაიმანია რაცმთავრაია...

• ეეჰ,მახო,მახო...

ჩემი ხელით დავახრჩობდი ამ კაცს ასეთი საქციელისთვის...

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია