პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ 2012 წელს გამართული შეჯიბრებების გამორჩეული ორგანიზატორები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა
ამას წინათ საქართველოს დედაქალაქში ვიზიტისას ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2015 წელს თბილისი 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას კი გამოითქვა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, საქართველოს დედაქალაქში 2016 წელს მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები, ხოლო ახლო მომავალში მოჭადრაკეთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც გაიმართოს.

ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

ორიოდე დღის წინ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ (პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი) 2012 წელს გამართული შეჯიბრებების გამორჩეული ორგანიზატორები დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში.

წლის ყველაზე საინტერესო შეჯიბრებად "ვეიკ-ან-ზეეს" (ჰოლანდია) სუპერტურნირი აღიარეს; ღია ტურნირებს შორის, ორგანიზაციის თვალსაზრისით, ჰიბრალტარში გამართულმა ასპარეზობამ აჯობა ყველას.

ოფიციალურ ტურნირებში საუკეთესო ღონისძიებად ვიშვანათან ანანდსა და ბორის გედფანდს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოსკოვში გამართული პაექრობა დასახელდა.

მეორე ადგილი ხვდა თბილისს, რომელმაც 2012 წლის თებერვალში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასს უმასპინძლა; მესამე-მეოთხე ადგილებზე ეილათი (ისრაელი, ევროპის საკლუბო თასი) და სტამბული (თურქეთი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა), გავიდნენ; მეხუთე ადგილი აჭარის დედაქალაქ ბათუმს ერგო, სადაც შარშან ზაფხულს რაპიდსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები გაიმართა.

ჩვენს ქვეყანაში გამართული ორივე შეჯიბრების ორგანიზატორი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია (პრეზიდენტი გია გიორგაძე) იყო. ეს აღიარება იმის დასტურია, რომ ბრძენთა თამაშის მოყვარულნი საქართველოში კვლავაც არაერთი მნიშვნელოვან ასპარეზობას იხილავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა