გერმანია. ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ბუნდესლიგაში პარასკევის მატჩებს ვერ იტანს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია, მაგრამ მოსწონს, თუ არ მოსწონს, ეს ახლა მეორეხარისხოვანია, რადგან მიუნხენური კლუბი ისევ პარასკევს თამაშობს: რეკორდმაისტერი „ფრაიბურგს“ მასპინძლობს. სხვა დროს, „ბაიერნის“ გამარჯვებაში ეჭვი არავის შეეპარებოდა და შესაძლოა, უმეტესობა ახლაც ფიქრობს, რომ „ფრაიბურგი“ მიუნხენიდან კუდამოძუებული გაბრუნდება, მაგრამ ფაქტებით რომ ვილაპარაკოთ, 9 ტურის შემდეგ, „ფრაიბურგი“ სატურნირო ცხრილში „ბაიერნზე“ მაღლაა. რობინ დუტის მოკრძალებულ გუნდს, რომელიც გერმანიის თასიდან „კოტბუსმა“ გააგდო, ცხრა ტურის შემდეგ, რეკორდმაისტერზე 3 ქულით მეტი აქვს დაგროვებული, რაც უკვე ძალიან დიდი მიღწევაა.

კვირასი ორჯერ თამაში ვის უნდა ხიბლავდეს, მაგრამ ვან გაალმა ისიც უნდა აღიაროს, რომ მას მერე, რაც მძიმე კვირები გადაიტანა, მისი გუნდი დაუმარცხებელია. უფრო ზუსტად: ოთხი კვირაა, „ბაიერნს“ თამაში არ წაუგია, სამშაბათს კი, გერმანიის თასიდან

„ვერდერი“ გააგდო. მოკლედ, ბავარიული გრანდი ნელ-ნელა შედის ფორმაში.

რაც შეეხება „ფრაიბურგს“: ბრაისგაუელები ბუნდესლიგაში თამაშებს ან იგებენ, ან აგებენ - ფრე ჯერ არ უთამაშიათ. თანაც, თუ იგებენ, მხოლოდ მცირე სხვაობით და თუ აგებენ, ასევე მხოლოდ მცირე სხვაობით. „ფრაიბურგმა“ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, „ზანკტ პაულისთან“ დააფიქსირა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „ფრაიბურგის“ გოლეადორი პაპის დემბა სისე ჯანმრთელადაა და დღეს აუცილებლად ითამაშებს. ამ უკანასკნელს ბუნდესლიგაში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი - ზუსტად იმდენი, რამდენიც „ბაიერნს“ საერთო ჯამში. ცხადია, სისე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი (ან ვან ბუიტენი), ბადშტუბერი, პრანიჩი - ოტლი, შვაინშტაიგერი - ჰამით ალთინთოფი, კროოსი, თ. მიულერი - გომესი.

ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - ი. შუსტერი - ნიკუ, მაკიადი, კალიგიური, აბდესადკი - სისე.

გოტფრიდ ლენცი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 9 8 0 1 19-8 24

2. ბორუსია (დ) 9 7 1 1 21-7 22

3. ჰანოვერი 9 5 1 3 13-12 16

4. ჰოფენჰაიმი 9 4 3 2 17-13 15

5. ლევერკუზენი 9 4 3 2 18-15 15

6. ჰამბურგი 9 4 3 2 13-11 15

7. ფრაიბურგი 9 5 0 4 14-14 15

8. ვერდერი 9 4 2 3 17-18 14

9. აინტრახტი 9 4 1 4 14-9 13

10. ზტ. პაული 9 4 1 4 11-12 13

11. ბაიერნი 9 3 3 3 8-8 12

12. ნიურნბერგი 9 3 3 3 11-12 12

13. ვოლფსბურგი 9 3 1 5 15-16 10

14. შტუტგარტი 9 2 1 6 16-17 7

15. კაიზერსლაუტერნი 9 2 1 6 10-18 7

16. შალკე 9 1 3 5 10-16 6

17. ბორუსია (მ) 9 1 3 5 14-27 6

18. კიოლნი 9 1 2 6 9-17 5

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა