"გალათასარაის" ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს აქვს შანსები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალი" დაამწუხროს
"გალათასარაის" ნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს აქვს შანსები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალი" დაამწუხროს.

თურქმა ჰავბეკმა კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა, თუმცა გაუმართლა და "სამეფო კლუბის" ღირსებასაც იცავდა. 2011/12 წლების სეზონში ალტინტოპმა "რეალის" მაისურით 5 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთხელ გამოირჩა. მცირე სათამაშო დროის გამო გასულ წელს ალტინტოპი სამშობლოში გაემგზავრა. იგი ამჟამად "გალათასარაიში" თამაშობს.

"რა თქმა უნდა, ვარიანტები გვაქვს. არაერთხელ მითამაშია ისეთ შეხვედრებში, სადაც ჩემი გუნდი ფავორიტი იყო, მაგრამ წაუგია.

მნიშვნელოვანი იქნება პირველი დაპირისპირება, რომელიც მადრიდში გაიმართება. თუ იქ გადავრჩით, მაშინ შინ სერიას ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ.

სტამბულში ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენი გუნდი პასებით თამაშობს და ბურთის ფლობა უყვარს. "გალათასარაი" თურქული "ბარსელონაა". შეგვიძლია სამი-ოთხი სხვადასხვა სისტემა გამოვიყენოთ. "ბერნაბეუზე" კი შევუტევთ", - თქვა ალტინტოპმა.

თურქი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მადრიდულ კლუბზე გაბრაზებული არაა იმის გამო, რომ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა გუნდში.

"რეალზე" ნაწყენი არ ვარ. ამ გუნდზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო. მსოფლიოში არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თქმა, რომ "რეალში" თამაშობდა.

"გალათასარაიში" იმიტომ გადავედი, რომ აქ ჩემი სჯერათ. მე კვლავ ვიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან და ეს ფასდაუდებელია", - აღნიშნა ჰავბეკმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა