საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მეორე, ჯგუფური ეტაპის გათამაშება დაიწყო
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მეორე, ჯგუფური ეტაპის გათამაშება დაიწყო.

უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად აქ ოთხი გუნდი იბრძვის. ესენია: თბილისის "თიბისი", ფოთის "რაინდები", ქუთაისის "ბაგრატი" და პატარძეულის "ვეფხვები".

თბილისის "თიბისიმ", რომელმაც რეგულარული გათამაშება დაუმარცხებლად განვლო, პირველ ტურში შინ მიიღო ფოთის "რაინდები" და მშრალი ანგარიშით, 29:0 დაამარცხა.

მეორე მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ბაგრატს" პატარძეულის "ვეფხვებისთვის" უნდა ემასპინძლა, გადაიდო.

პირველი ლიგა

თიბისი-რაინდები 29:0, ბაგრატი-ვეფხვები (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა

1. თიბისი - 5 ქულა, 2. ბაგრატი - 0, 3. ვეფხვები - 0, რაინდები - 0.

II ტური

რაინდები-ბაგრატი, თიბისი-ვეფხვები

მაშინ, როცა პირველი ლიგის გათამაშება მთავრდება, ჭაბუკთა B ლიგაში ახალი ტურნირი დაიწყო.

უკვე ვწერდით, რომ შეჯიბრება წლეულს შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში გუნდები ოთხ-ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი და ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.

აღმოსავლეთ ზონაში გამართულ შეხვედრებში ორი მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. B ჯგუფში დედოფლისწყაროს "მიმინომ" შინ წააგო თბილისის "ლოკომოტივი 2"-თან - 20:22.

C ჯგუფში კი თბილისის "ტორნადომ" შინ მოუგო პატარძეულის "ვეფხვებს" - 18:13.

აღსანიშნავია კიკეთის "იუნკრების" დებიუტი. ამ ახალმა გუნდმა, რომელიც ასევე C ჯგუფში ასპარეზობს, თბილისის "ლოკომოტივის" პირველ გუნდთან წააგო - 5:38.

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა

A ჯგუფი

ლელო-წიქარა 26:0, ჯვაროსნები-მუტრუკები 31:3

სატურნირო მდგომარეობა

1. ჯვაროსნები - 5 ქულა, 2. ლელო - 5, 3.ხულიგანა - 0, 4. წიქარა - 0, 5. მუტრუკები - 0.

II ტური

მუტრუკები-ლელო, წიქარა-ხულიგანა

B ჯგუფი

ყოჩები-დავითიანი 110:0, მიმინო-ლოკომოტივი 2 20:22

სატურნირო მდგომარეობა

1. ყოჩები - 5 ქულა, 2. ლოკომოტივი 2 - 4, 3. მიმინო - 1, 4. აკადემია - 0, 5. დავითიანი - 0.

II ტური

ლოკომოტივი 2-ყოჩები, დავითიანი-აკადემია

C ჯგუფი

ლოკომოტივი 1-იუნკრები 38:5, ტორნადო-ვეფხვები 18:13

სატურნირო მდგომარეობა

1. ლოკომოტივი 1 - 5 ქულა, 2. ტორნადო - 4, 3. ვეფხვები - 1, 4. ხარები - 0, 5. იუნკრები - 0.

II ტური

ვეფხვები-პატარძეული 1, იუნკრები-ხარები.

D ჯგუფი

არმაზი-არმია 5:13, ივერია-ჩოხოსნები 60:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ივერია - 5 ქულა, 2. არმია - 4, 3. ჯიქები - 0, 4. არმაზი - 0, 5. ჩოხოსნები - 0.

II ტური

ჩოხოსნები-არმაზი, არმია-ჯიქები

დასავლეთ ზონაში პირველი ტურის მატჩები კანონზომიერად დასრულდა. გამოვარჩევთ დებიუტანტის, A ჯგუფში მოასპარეზე ხაშურის "ლეგიონის" თავდადებულ ბრძოლას ქუთაისის პირველ გუნდთან - 7:28 და ამავე ჯგუფში კიდევ ერთი ახალბედას, ბორჯომის "თორის" დიდი ანგარიშით გამარჯვებას შინ ქუთაისის მეხუთე გუნდთან - 51:0.

დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა გამოდგა ფოთის "რაინდებისა" და "ბათუმის" დაპირისპირება, რომელიც ფრედ, 24:24 დასრულდა.

კიდევ ერთმა დებიუტანტმა, ლანჩხუთის "გურიამ", რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად წააგო ქუთაისის მეოთხე გუნდთან - 0:37.

დასავლეთი ზონა

A ჯგუფი

თორი-აია 5 51:0, აია 1-ლეგიონი 28:7

სატურნირო მდგომარეობა

1. თორი - 5 ქულა, 2. აია 1 - 4, 3. ლეგიონი - 0, 4. აია 5 - 0.

II ტური

თორი-ლეგიონი, აია 5-აია 1

B ჯგუფი

რაინდები-ბათუმი 24:24, იმერეთი-ჯრუჭი 24:5

სატურნირო მდგომარეობა

1. ჭიათურა - 5 ქულა, 2. რაინდები - 2, 3. ბათუმი - 2, 4. ჯრუჭი - 0.

II ტური

იმერეთი-ბათუმი, ჯრუჭი-რაინდები

C ჯგუფი

აია 2-ტაო 76:3, არწივები-ლომები 43:11

სატურნირო მდგომარეობა

1. აია 2 - 5 ქულა, 2. არწივები - 5, 3. ლომები - 0, 4. ტაო - 0.

II ტური

არწივები-ტაო, ლომები-აია 2

D ჯგუფი

აია 3-ჯიხა 100:0, აია 4-გურია 37:0

სატურნირო მდგომარეობა

1. აია 3 - 5 ქულა, 2. აია 4 - 5, 3. გურია - 0, 4. ჯიხა - 0.

II ტური

აია 4-ჯიხა, გურია-აია 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა