რაზე ისაუბრეს არნემის "ვიტესის" ქართველმა მფლობელმა და რომან აბრამოვიჩმა?
ჰოლანდიური მედია ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსის" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტს, მერაბ ჟორდანიას შეხვდა.

შეხვედრის მიზეზიც განმარტებულია: "ჩელსი" არნემელთა მთავარი მეგოლით, ვილფრედ ბონის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

კლუბების პრეზიდენტების შეხვედრას წინ უძღოდა ფეხბურთელის აგენტის ვიზიტი "სტემფორდ ბრიჯზე".

ინგლისური მედია ბონის სატრანსფერო ღირებულებას 12 მილიონ გირვანქად აფასებს. ჰოლანდიური საიტები კი იუწყებიან, რომ კოტდივუარელი ბონი მაძღარ რუსულ კლუბებსაც სურთ და შესაბამისად, 12 მილიონ გირვანქაზე მეტსაც იხდიან.

თუ ტრანსფერი განხორციელდა, ეს ჟორდანიას წარმატებაც იქნება, ვინაიდან, სანამ ჟორდანია არ გახდებოდა "ვიტესის" მფლობელი და ამ გუნდს ფეხზე არ დააყენებდა, ვილფრედ ბონი ძვირად ღირებული თავდამსხმელი არ გახლდათ, ახლა კი 26 გოლით ლიდერობს ერედივიზიონის მეგოლეების სიას.

ჟორდანია აბრამოვიჩის მეგობარია, აბრამოვიჩს კი მჭიდრო კავშირები აქვს მდიდარ რუსულ კლუბებთან - ფასის გარდა, ბონის ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებელი, ალბათ, ეს იყო.

ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "ჩელსის" დამდეგი სეზონიდან ჟოზე მოურინიო დაუბრუნდება, ხოლო ბონი "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი დროგბა გახდება.

ჟორდანიას "ვიტესი" კი პირველი ხმაურიანი, ძვირიანი გასხვისებისთვის ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?

ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!

ზურაბ პეტრიაშვილი: საუკეთესო პრეზიდენტი, ალბათ, მერაბ ჟორდანია იყო...

მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები

ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

რამაზ
სულ აგენტები როგორ გელანდებათ...სიჭინავა ჯობია არა?
მ.დ.
მერაბი ალბათ პირველი მერცხალი იყო პროფესიულ ფეხბურტში საქართველოდან.კარგი მენეჯერია.
hunter
feola აგენტი სხვა რამეა:)) ორი ფულის მკეთებელი, შანსი რომ მიეცეთ დაუფიქრებლად რუსეთსაც და საქართველოსაც გაყიდიან და შვეიცარიულ ანგარიშზე ჩაირიცხავენ
feola
შეხვდენ ერთმანეთს რუსეთის ორი აგენტი ვინც ამას ვერ ხედავ ბრმაა შორს მათგან ქართველებო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა