გაგაცნობთ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის დასკვნითი ტურისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ავსტრიაში ასპარეზობა სერბეთთან მარცხით (0:2) დაიწყო, მეორე ტურში კი ირლანდია 3:0 გაანადგურა, რითაც ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

საამისოდ საჭიროა, ქართველმა 17-წლამდელებმა ბოლო ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, მასპინძელი ავსტრია დაამარცხონ, სერბეთმა კი ირლანდიის ძლევა ვერ შეძლოს.

გაგაცნობთ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას.

- ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა ხორვატიამ, რომელმაც ელიტრაუნდის ჯგუფში ისეთ სახელიან მეტოქეებს აჯობა, როგორებიც ესპანეთი და საფრანგეთი არიან;

- ფინალურ რაუნდში მოხვდნენ ასევე შვეიცარია და იტალია. ამ უკანასკნელმა ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია ჩატოვა;

- შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია გერმანელი ტიმო ვერნერი, რომლის ანგარიშზეც 9 გოლია. საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მეგოლე, 4 ბურთით, ლუკა ზარანდიაა;

- საუკეთესო ასისტენტების რეიტინგს 4-4 შედეგიანი გადაცემით რამდენიმე ფეხბურთელი ლიდერობს, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი მხოლოდ თითო საგოლე პასია;

- განვლილ ხუთ შესარჩევ მატჩში მეტოქის კარს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ, ზარანდია დაემუქრა. ამ მაჩვენებლით ავსტრიელი ადრიან გრბიჩი ლიდერობს - 17 დარტყმა მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში;

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ, აკაკი შულაია დაჯარიმდა;

- იმავე შულაიამ კი ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი, 17 ჯარიმა მოუპოვა, რაც შესარჩევი ციკლის მასშტაბით მეორე შედეგია;

- თენგიზ გოროზიამ, ზურაბ გელაშვილმა, გიორგი თევზაძემ და ილია კერძევაძემ 2-2 გაფრთხილება მიიღეს, რის გამოც თითომატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ;

- ჩვენი გუნდის წევრთაგან არავინ გაუძევებიათ;

- განვლილ 5 შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 გოლი გერმანიის ნაკრებმა გაიტანა. ქართველთა ანგარიშზე 10 გატანილი ბურთია;

- საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი მიიღო. ამ მაჩვენებლით სერბეთი ლიდერობს, რომლის კარშიც მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა;

- კარის ჩარჩოში დარტყმის მხრივ, ჩვენი 17-წლამდელები მე-7 პოზიციაზე არიან - მათ 37-ჯერ დაარტყეს, ლიდერმა საფრანგეთმა კი - 52-ჯერ;

- ყველაზე მეტი, 50 კუთხური ფრანგებმა მოაწოდეს, ქართველებმა - 29;

- ყველაზე უხეში გუნდი შვეიცარიაა 97 ჯარიმით. საქართველოს ნაკრები, რომლის ფეხბურთელებიც 74-ჯერ დაჯარიმდნენ, ამ ნომინაციაში მეექვსე პოზიციაზეა;

- მოპოვებული ჯარიმების რაოდენობით (75) ჩვენი გუნდი მეხუთეა, ლიდერი კი ბელგიაა 90 ჯარიმით;

- ყველაზე მეტი, 18 გაფრთხილება ირლანდიამ მიიღო. ქართველებს ყვითელი ბარათი 12-ჯერ უჩვენეს;

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U17. საქართველო-ირლანდია 3:0 - საქართველო ჯერჯერობით ლიდერია [VIDEO]

U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა

aveme
კარგია რომ შანსი მაინც გვაქვს, არადა ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე ვართ!!!
Beka
beso65 ჩვენი გუნდი სერბებზე ბევრად ტექნიკურია მარა გამძლეობაში და საერთოდ ფიზიკურ კონდიციებით სერბეთამდე ახლოსაც ვერ მივალთ.არამარტო 17 წლამდელებში,ეროვნულიც ასეა (ისე ეროვნული ვის არ ჩამოუვარდება ფიზიკურად:D) ხოდა დაიმედებული რო ვიყავით სერბეთთან აგმოჩნდარო მოედანი გაუწმენდავი იყო და ზაან დიდი თოვლი იყო მოედანზე.ბურთის გორება შეუძლებელი იყო და ჩვენზე 2ჯერ დიდმა და ძლიერმა სერბებმა სტანდარტულებიდან გაგვიტანეს...ისე ირლანდიელებიც ძლიერები არიან ფიზიკურად და იქნებ ფრე მაინც გააგორონ სერბებთან.მარა ჯერ ჩვენ უნდა მოვიგოთ მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ არა სერბები.
odala
კარგი რა, რაის კორექტორი, გაგებაში არ არიან რას წერენ. ჩვენებს მოგება ყოფნით, ვინაიდან ავსტრია მასპინძელი გუნდია. მასე გავიდა რუსეთი. თვალი მაინც გადაავლეთ და დაინტერესდით, სად, რა და როგორ ხდება.
beso65
სერბები ისედაც ძლიერები არიან, ახლა ირლანდია სულმთლად დასუსტებულია ისედაც და რა უნდა ეთამაშოს .ჩვენ რომ ვიცით რომ უნდა მოვიგოთ და სერბებს ველოდოთ, სერბებმა უკეთ არ იციან მოიგებენ და გავლიან... ისე იმედი მაინც ბოლოს კვდება! რატო უჭირთ ასე ჩვენ ბიჭებს აკრეფა, სერბებს ეხლა რომ შეხვდნენ რატომღაც დარჭმუნებული ვარ ფრეზე მაინც გაეყრებოდნენ....
beqa
ტიმო ვერნერს 9 კიარა 13 აქ გატანილი
ცოფიანი სპილო
რა 30 ოქტომბერს, კორექტორი არა გჰყავთ?
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს