"დინამოში" ჩემზე, აჩიკოზე, რეზისა და გიო ქინქლაძეზე იცინოდნენ, "კოოპერატივი" გახსნეს, მხოლოდ ერთმანეთს აძლევენ პასებსო"
27 მარტს თბილისში ჩატარებულ უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის კენჭისყრას ტყუპი ძმები, შოთა და არჩილ არველაძეები უძღვებოდნენ. საქართველოს ჩემპიონი "იბერია" უეფას თასის წინა გათამაშების ფინალისტს, მოსკოვის "დინამოს" დაუწყვილდა, ალმატის "ყაირატი" - "ბარსელონას".

თურქეთის სუპერლიგის "ქასიმფაშას" მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს ფუტსალის კენჭისყრაზე და ცხადია, "კლასიკურ" ფეხბურთზეც გავესაუბრეთ.

თუმცა წილისყრის შედეგებით შოთა ოდნავ გულდაწყვეტილი იყო:

- "ბარსელონას" რომ შევხვედროდით, სასწაული თამაში იქნებოდა. კატალონიელების წარმომადგენელმა ტყუილად არ თქვა, "ბარსელონა" ყველგან ერთ ფილოსოფიას მისდევსო. ფუტსალშიც მაგარი გუნდი ჰყავთ და ქართველი გულშემატკივარი ულამაზეს თამაშს იხილავდა.

მაგრამ მოსკოვის "დინამოც" სერიოზული გუნდია. მიმაჩნია, რომ ოთხთა ფინალზე ქართველი მაყურებელი არ მოიწყენს და სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება.

საერთოდ, ფუტსალი მინი-ფეხბურთის "ბიძაშვილია" და ბავშვობიდან მაგრად მიყვარდა. გახსოვთ, წლების წინ სპორტის სასახლეში რა მაგარი ტურნირები ტარდებოდა? "მრეტები", "საბურთალო", "ვერა", "ვაკე", "დიდუბე", "რუსთავი" - ძალიან კარგი გუნდები იყო.

გუშინდელივით მახსოვს აკა ქავთარაძის, ნიკუშა დოლიძის, ბუბა ტყავაძის, ზაზა გომართელის, ზაზა ბოკერიას, დათო სოლოღაშვილის თამაშები, შეხვედრასაც არ ვაცდენდი. "მრეტები" საბჭოთა კავშირში პირველი პროფესიონალური კლუბი იყო, სადაც ვაჟა ჩხაიძე ხელფასებს იხდიდა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ სახეობას საქართველოში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ფუტსალი ჩვენს გენშია, საქართველოში სწორედაც რომ ფუტსალის ნიჭის მქონე ბავშვები იზრდებიან.

- როგორც ვიცი, შენ და აჩიკოც ხშირად თამაშობდით...

- თანაც, ყოველდღე! მაშინ ხალხი დაცინვით "მინიფეხბურთელებს" გვეძახდა. "დინამოში" ჩემზე, აჩიკოზე, რეზისა და გიო ქინქლაძეზე იცინოდნენ, "კოოპერატივი" გახსნეს, მხოლოდ ერთმანეთს აძლევენ პასებსო. მე კი დარწმუნებული ვარ, ვინც "მინის" თამაშობს, ის დიდ ფეხბურთშიც მაგარი იქნება.

- მართალია, რომ ბევრი ნაძლევიც მოგიგიათ?

- ვერ ვიტყვი, ოჯახს ვინახავდით-მეთქი, მაგრამ გიო, აჩი და მე "მაზიანებზე" ხშირად ვთამაშობდით და თითქმის ყველას ვამარცხებდით. ერთხელ 60 კილო მარწყვი მოვიგეთ და ხილიანზე მეზობელი კორპუსებიდან ბავშვები "ტაშტებით" ჩამოდიოდნენ. მე და აჩიკო ვეხუმრებოდით, ნაყინი მაინც მოაყოლეთო.

- ახლა თქვენს გუნდზეც ვილაპარაკოთ. "ქასიმფაშა" "კაისერზე" უფრო ამბიციური გუნდი ჩანს...

- "კაისერიც" ამბიციური იყო, მაგრამ დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა და სპონსორზე იყო დამოკიდებული. თურქეთში აბსოლუტურად ყველა სხვა კლუბი სააქციო საზოგადოებაა და მათ დირექტორთა საბჭო განაგებს.

"ქასიმფაშა" კი, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, მილიარდერმა თურგაი ცინერმა შეიძინა და კლუბი პირადად მისი საკუთრებაა. ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, 70 კომპანიას ფლობს და თავის სფეროში ლიდერია; არის ტელევიზიის დამფუძნებელი, ინტერესები აქვს ენერგეტიკაშიც. ამბიციური პიროვნებაა და მაქსიმალურ შედეგებს გვთხოვს.

- ალბათ, მიზნად ჩემპიონთა ლიგაში გასვლა დაგისახა...

- სურს და საამისოდ უკან ფულზეც არ დაიხევს. ამის შესახებ ვილაპარაკეთ. სხვათა შორის, ძალიან გონიერი და ადეკვატური ადამიანია და მისი მოსაზრებები მომეწონა. ის კი არ უნდა, რომ დღეს გუნდში მოვიდა, 200 მილიონი დახარჯოს და ხვალ ჩემპიონთა თასი მოიგოს. ასეთი "ქაჯური" აზროვნება არ ახასიათებს. მისი სურვილია, თითოეული ნაბიჯი საფუძველით განამტკიცოს და გუნდმა განვითარების ეტაპები ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს. მისთვის ფეხბურთიც ბიზნესია და კარგად ხვდება, რომ უცებ პირველობა და წინსვლა შეუძლებელია. გარკვეული დრო და გზის გავლა ყველა საქმეში საჭიროა.

ცინერის ამბიცია ჩემთვისაც აბსოლუტურად მისაღებია და მისი მიდგომაც ძალიან მომწონს, ამბიციებისა და რეალობის შეუსაბამობა კი გუნდში ყოველთვის არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. ახლა კი ჩვენ გვაქვს საშუალება, მშვიდ გარემოში ვიმუშაოთ, დღევანდელი ამოცანებიც გადავწყვიტოთ და ხვალინდელ მიზნებზეც ვიფიქროთ.

- "ქასიმფაშაში" რომელიმე ქართველის წაყვანას ხომ არ აპირებ?

- თუ რომელიმე პოზიციაზე მოთამაშე დამჭირდება და ასეთ ქართველს შევარჩევ, რატომაც არა. ჯერ კი ასეთი საჭიროების წინაშე არ დავმდგარვარ.

- საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრაზეც უნდა გკითხო - ფრანგებთან მატჩში როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?

- მატჩამდე რომ მკითხეს, გუნდისგან რას მოვითხოვდი, მეტ სითამამეს-მეთქი. ფეხბურთელები სულ ბურთს უნდა ითხოვდნენ და სულ ბურთის ფლობის სურვილი უნდა ჰქონდეთ. ეს ლაკმუსის ქაღალდივითაა, თორემ პარიზში ფრანგებთან უეჭველ მოგებას საქართველოს ნაკრებს ვინ მოსთხოვდა?

ჩემს დროს საქართველოს ნაკრებში უკან ჩასვლაზე იყო სულ ჩხუბი, ყველას შეტევაში წასვლა და გატანა სურდა; სამარცხვინოდ ითვლებოდა, ბურთს ვინმე თუ "დაემალებოდა". ფრანგებთან ეს მეტი სითამამე დავინახე.

მართალია, ისეთი "სითავხედე" ვერ გამოავლინეს ყენიამ და ანანიძემ, როგორსაც მე და ჩვენი გულშემატკივარი ვისურვებდით. მათ მეტი შეუძლიათ, მაგრამ იაქტიურეს კობახიძემ, ვაწაძემ, თარგამაძეც ბევრს ცდილობდა.

სამწუხაროა, ოქრიაშვილი რომ დაგვაკლდა, მას საფეხბურთო "სითავხედე" მომადლებული აქვს.

- საერთოდ, ინიციატივიანობა და სითამამე ამ თაობის მოთამაშეებს მაინც აკლიათ. ბევრი ფიქრობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მისგან გამომდინარე წაგებულის ფსიქოლოგია ჩვენი მოთამაშეების ცნობიერებაზეც აისახება...

- ალბათ, ასეც არის. როდესაც ქვეყანას უჭირს და ომებში სულ მარცხდება, ვიღაცას უჭირს, ვიღაცას მშვიდად არ სძინავს, ვიღაც კიდევ მოედანზეც ოჯახურ თუ ფინანსურ პრობლემებზე ფიქრობს და შეუძლებელია, ეს მის ხალხზე და ეროვნული გუნდის თამაშებზე არ აისახოს. თუმცა, ვიმეორებ, პარიზში შეშინებული გუნდი ნაღდად არ გვყოლია, შეტევების მცდელობები იყო და ახლა თუ არაფერი გამოგვივიდა, ამ სულისკვეთებით მომავალში მეტის იმედი უნდა გვქონდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისევ საქართველო VS რუსეთი! - ამ შეხვედრის მოგებისთვის სიცოცხლეს მივცემთ!

შოთა არველაძე ჟოზე მოურინიოს შეხვდა: 15 წუთი ვისაუბრეთ..

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

me me
უპირველეს ყოვლისა უნდა ვებრძოლოთ ბავშვთა ფეხბურთში ჩამოყალიბებულ თამაშების მიცემას( ისე ეს დიდებშიდაც გასათვალისწინებელია) ზუსტად აქედან ყალიბდება წაგებულის ფსიქოლოგია, რასაც ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ სანამდე, ეს ჩვენ დონემდე არ დავა. (არ მაქვს იმის ილუზია რომ მწვრთნელები ჩვენს გარეშე გამოსწორდებიან)
tato
გავგიჟდი! როგორ მოახერხე?!
Nik
ერთი ქართველი წაიყვანე შენ გუნდში, შე კაცო, რა მოგივიდა
vaxvax
კარგია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა