უეფას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა აქვს
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ აღნიშნა, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა აქვს, რადგან ფიქრობს, რომ ფეხბურთის კეთილდღეობისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

26 მარტს ევროპის ეროვნულმა ასოციაციებმა (ევროპული კლუბების ასოციაცია, ევროპის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგები, FIFPro-ს ევროპული განყოფილების პროფკავშირი) ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ეთიკური ნორმების დაცვისა და გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სოფიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე რეტიფიცირებულ იქნა.

"თუ რამე მნიშვნელოვანს გავიგებთ და გარიგებული მატჩების მტკიცებულება გვექნება, უმკაცრეს სანქციებს გამოვიყენებთ. იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის სამყარო და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, დაგვეხმარებიან, ეს ბოროტება ფეხბურთიდან განვდევნოთ. დღესდღეობით გარიგებული მატჩები ყველაზე სერიოზული პრობლემაა ფეხბურთში.

თუ ხვალ წახვალ მატჩზე, რომლის ანგარიში იცი, წასვლის მიზეზიც აღარ გექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი სპორტის სახეობა, უბრალოდ, მოკვდება.

მთელი ჩვენი ძალებით უნდა დავიცვათ ფეხბურთი და დამრღვევებს უმკაცრესად მოვექცეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ისინი - ფეხბურთელები, არბიტრები თუ ოფიციალური პირები. ეს არის ფეხბურთის დაცვის საკითხი. ჩვენ ყველას გვიყვარს ის და ცუდ ზეგავლენას უნდა მოვარიდოთ. ჩვენ არ დავნებდებით", - თქვა პლატინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა