საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ნახევარმცველმა თემურ ქეცბაია დაახასიათა
საქართველოს ნაკრებისა და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელზეც უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, "სპორტ-ექსპრესის" უკრაინულმა გამოცემამ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

თორნიკე გაზეთის კორესპონდენტს საქართველოსა და უკრაინაზე, ეროვნულ გუნდსა და თემურ ქეცბაიას თვისებებზე, ასევე, უკრაინულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობაზე ესაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა კორესპონდენტ გალენა ერემენკოს ისიც უამბო, თუ რატომ ელაპარაკება ასე ხშირად არბიტრებს.

- თავს როგორ გრძნობთ? (ვკითხე თორნიკეს, რომელმაც "არსენალთან" თამაშში მყესი გაიჭიმა)

- ახლა უკვე კარგად. მესამე დღეა, მთლიან ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობ. არაფერი მაწუხებს და გუნდთან ერთად ვემზადები უჟგოროდში გასამგზავრებლად.

- საქართველოს ნაკრებში ტრავმის გამო არ წახვედით?

- სწორედაც. ეროვნულ გუნდში თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე, ახალგაზრდულში კი მიკროტრავმის გამო ვეღარ წავედი.

- მიადევნეთ თვალი ნაკრებების თამაშებს?

- რა თქმა უნდა. ეროვნულმა გუნდმა ფრანგებთან 1:3 წააგო, ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ალბანეთსა და მალაიზიას სძლია, აზერბაიჯანთან ფრედ ითამაშა.

- თავს სად უფრო კომფორტულად გრძნობთ - მთავარ ნაკრებში თუ ახალგაზრდულში?

- თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალგაზრდულში 17 წლიდან ვთამაშობ, პასუხი ნათელია, თუმცა ვაღიარებ, მთავარ ნაკრებსაც კარგად შევეწყვე და ალბათ გასაგებია, რომ გულიც იქ უფრო მიმიწევს.

- რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე?

- ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი გვერგო. მეტოქეებად ესპანეთი და საფრანგეთი - ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა.

- თემურ ქეცბაიას გაბრაზება ძნელია?

- ის საკმაოდ გაწონასწორებული სპეციალისტია. მისი მთავარი მოთხოვნა არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის თამაშია. მისთვის ლიდერები და ამოჩემებული მოთამაშეები არ არსებობენ და უმთავრესი - გუნდის შედეგია.

- ყენია, კანკავა, კობახიძე, თარგამაძე... საქართველოს ნაკრების ეს ფეხბურთელები შეესაბამებიან უკრაინაში თავთავიანთი კლუბების დონეს?

- ვფიქრობ, ყველა მათგანი უფრო მაღალი დონის კლუბში იმსახურებს თამაშს. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს (ეღიმება).

- უკრაინაში გადმობარგების შემდეგ ყველაზე ძალიან რასთან შეგუება გაგიჭირდათ?

- არ გამჭირვებია. ბუნებრივია, რომ თავიდან დედ-მამა და მეგობრები მენატრებოდნენ... მაგრამ გუნდში ყველამ კარგად მიმიღო. ამასთან, უკვე ვიცოდი რუსული ენა, რაც მნიშვნელოვანია ახალ კოლექტივში. ერთი სიტყვით, თავს აქ უცხოდ არ ვგრძნობდი.

- უკრაინელები რით განსხვავდებიან ქართველებისგან?

- ორივე მართლმადიდებელი ქრისტიანი ერი ვართ, ამიტომ ჩვენ შორის კარდინალურ განსხვავებას ვერ ვხედავ. თუმცა, მენტალურად, რა თქმა უნდა, განსხვავება არსებობს. ამას თავადაც კარგად ხედავთ (ეღიმება).

- უკრაინელს უფრო გაუჭირდება საქართველოში, ვიდრე ქართველს უკრაინაში?

- ასი პროცენტით! ისევ და ისევ ენობრივი ბარიერის გამო. თანაც, უკრაინელთა უმრავლესობას ხომ წარმოდგენაც არ აქვს ქართულ ტრადიციებსა და მენტალურ თავისებურებებზე. თქვენს ქვეყანაში ამ მხრივ გაცილებით იოლია.

- ბოლო მატჩში "არსენალის" წინააღმდეგ პენალტის დარტყმა თქვენ მოგანდეს. ეს უკრაინაში თქვენი სადებიუტო 11-მეტრიანი იყო?

- მარიუპოლის კლუბში - კი, ჩვენთან საშტატო პენალტისტი ხომ იაროშენკოა. მაგრამ იმ მატჩში ის სათადარიგო სკამზე იჯდა. ამ მხრივ ნიკოლაი პავლოვი შეუვალი არაა - ვინც გრძნობს, რომ სტანდარტის შესრულება შეუძლია, ბურთთანაც ის მიდის. საერთოდ, ამაზე მოედანზე მოვითათბირებთ ხოლმე. აი, "შახტარის" დუბლებში ყოფნისას კი "ნიშნულიდან" მუდამ მე ვურტყამდი.

- ბოგდან ბუტკო კაპიტნად გუნდის საბჭოზე აირჩიეთ?

- არა, ის მთავარმა მწვრთნელმა დანიშნა. ვფიქრობ, ბოგდანი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იმსახურებს გუნდის ლიდერის წოდებას. მას ხომ უკრაინის ნაკრებში იწვევენ.

- თქვენ გაქვთ ლიდერის თვისებები?

- უჰ, მე ძალიან ემოციური ვარ (ეღიმება).

- აბა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ნაკლებად ემოციურია?

- ვერ ვიტყოდი, თუმცა ჯაბა, ქართული საზომებით, უკვე საკმაოდ გამოცდილი და დაბრძენებულია.

- "დნიპროს" ნახევარმცველი (ჯაბა) მისცემს თავს უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში გასახდელში მკაცრი იყოს?

- რა თქმა უნდა. ამის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ის გუნდში ავტორიტეტია.

- კაპიტანი კოლეგიალურად აირჩიეთ?

- არა, რა თქმა უნდა. ალბათ, ასეთი რამ შესაძლოა მხოლოდ საბავშვო გუნდებში ხდებოდეს. აბა, როგორ შეძლებენ ბიჭები კაპიტნის არჩევას? ის ხომ მწვრთნელის ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი. ამიტომაც მწვრთნელი წყვეტს, ვინაა შესაფერისი.

- თორნიკე, რატომაა, რომ მსაჯებს სულ ესაუბრებით?

- არ ვიცი. პრობლემა ჩემს ემოციურობაშია. თამაშის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამის გამო ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანაა ხოლმე.

ხომ ვიცი, რომ სასტვენის შემდეგ მსაჯი გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლის, მაგრამ მე მაინც ვეკამათები და რაღაცის დამტკიცებას ვცდილობ ხოლმე.

- რა უნდა მოხდეს, რომ "შახტარში" დაბრუნდეთ? ხომ არ სჯობს, ამ გუნდის ყველა ბრაზილიელი რიო-დე-ჟანეიროში კარნავალზე გავუშვათ?

- (ეცინება). შესაძლოა, თუმცა თავად, პირველ რიგში, თამაშს უნდა მოვუმატო. რა თქმა უნდა, ძალიანაც მინდა, თავი დონეცკურ გუნდში წარმოვაჩინო.

- "ჰოვერლასთან" მომავალ თამაშზე რას ფიქრობთ?

- ვალდებული ვართ, მოვიგოთ.

- რას "იკისრებდით" გოლის გატანის შემთხვევაში?

- პირობას გაძლევთ, "ლეზგინკას" ვიცეკვებ.

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ქეცბაიასთან კონფლიქტი მაქვს

"ილიჩევეცის" ყოფილი მწვრთნელი: დროა, თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდური თამაში ისწავლოს

თორნიკე ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, "ილიჩევეცში" ვრჩები

თამარა
ძალიან კარგი ხარ წარმატებებიიი
ლილე
ერთ ერთი საუკეთესო ხარ თოკაა წარმატებებს გუსირვეებთ გვიყვარხაააა ყველაზე კარგი ხარ :*
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
"დავბრუნდი, რათა..." - მესი მოულოდნელად განახლებულ "კამპ ნოუს" ეწვია
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
[VIDEO] მბაპემ უკრაინასთან ეს გააკეთა - კილიანი ცუდ საქციელშია ეჭვმიტანილი
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს