გთავაზობთ რუბრიკის მეორე გამოშვებას
ტომ კრუზი "მარაკანაზე"

ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ტომ კრუზი მეგობრული ვიზიტით ბრაზილიაში ჩავიდა. ამერიკელმა ლეგენდარული "მარაკანა" მოინახულა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კრუზის მეგზური და მასპინძელი იყო ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა ზიკო.

ტომ კრუზმა აღიარა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბრაზილიელებს დაპირდა - 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვალო.

პირველი შეტევა შაკირასია

იმ დროს, როცა "რეალის" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" თამაშების ჩანაწერებს უგზავნის "პარი სენ-ჟერმენს" და ასეთი ხერხით ეხმარება ფრანგულ კლუბს კატალონიელებთან ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ, "ბარსას" მცველის ჟერარდ პიკეს შეყვარებული შაკირა პარიზში იმყოფება კონცერტის ჩასატარებლად. მომღერალმა პრესკონფერენციაზე ამაყად ამოიღო თავისი შეყვარებულის მაისურა და ამ ხერხით ფსიქოლოგიური იერიში მიიტანა პარიზელ ფანებზე...

ახალი ბუცები კრიშტიანოსთვის

კომპანია "ნაიკმა" ახალი ბუცები შეუკერა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს. სპორტულ ფეხსაცმელს ახალი შეფერილობა აქვს, რომელიც უფრო იმ პერიოდისთვის იქნებოდა შესაფერისი, როცა პორტუგალიელი "მანესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა. ბრიტანელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ამ ბუცებით რონალდომ თავისი სიყვარული გამოხატა ყოფილი კლუბის მიმართ და ერთგვარად ბოდიში მოუხადა მას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოგდების გამო.

ტატუ ჩინურ ენაზე

დევიდ ბექჰემმა ორი დღის წინ დაასრულა თავისი პირველი ვიზიტი ჩინეთში. ინგლისელმა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა იზრუნოს ჩინური ფეხბურთის განვითარებისთვის და ამის სანაცვლოდ, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამ თანამშრომლობის პირველი შედეგი ის გახდა, რომ ინგლისელის უამრავ სვირინგს კიდევ ერთი დაემატა - ტატუ ჩინურ ენაზე. ბექჰემს ტანზე დაახლოებით ასეთი რამ აწერია: "ცხოვრება და სიკვდილი იღბალზეა დამოკიდებული, სიმდიდრე და პოპულარობა ზეციდან მოდის".

კორტებს პლაჟი ჯობია

ინდიან უელსის მასტერსის მოგების შემდეგ, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა პაუზის აღება გადაწყვიტა და მაიამის მასტერსზე გამოსვლას, პლაჟზე ნებივრობა და დასვენება არჩია. რაფას თან ახლავს მრავალწლიანი შეყვარებული მარია ფრანსისკა პერელიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფოტო-NEWS: ბალოტელის წარმატების საიდუმლო, მუნდიალის დაკარგული ვარსკვლავები და სხვა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა