ეროვნულ საკალათბურთო ასოციცაიაში მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან ორი დიდ ინტერესს იწვევდა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციცაიაში მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან ორი დიდ ინტერესს იწვევდა. დასავლეთში პლეი ოფის მერვე საგზურისთვის მებრძოლმა "ლეიკერსმა" და "დალასმა" მორიგი მატჩები ჩაატარეს.

"ლეიკერსი" მილუოკიში იყო ჩასული სათამაშოდ და იქაური "ბაქსის" წინააღმდეგ კარგად დაიწყო შეხვედრა - პირველ ტაიმში გარკვეულ ჰანდიკაპს მიაღწია, მაგრამ დაუდევარმა თამაშმა და სულელურმა შეცდომებმა გამოიწვია მეორე ტაიმში ჩავარდნა. "მილუოკიმ" პრაქტიკულად ყველა ფრონტზე აჯობა მეტოქეს და მეორე ნახევარში "ლეიკერსს" შანსი არ დაუტოვა.

უნდა ითქვას, რომ კალიფორნიელთა რიგებში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. სტივ ნეშმა მეორე ტაიმში მხოლოდ შვიდი წუთი ითამაშა, რადგან ზურგმა და მუხლმა ერთდროულად შეაწუხა. ნორმალურად ითამაშა კობი ბრაიანტმა, რომელსაც უილტ ჩემბერლენის შედეგამდე 4 ქულა სჭირდება, მაგრამ მატჩის შემდეგ, ის ყავარჯნებით გაჰყავდათ მოედნიდან. მოგვიანებით, კობიმ გულშემატკივრები დაამშვიდა - დაზიანება სერიოზული არ არის.

"ლეიკერსის" წაფორხილებით "ვერ ისარგებლა " დალასმა" და დიდი ანგარიშით წააგო შინ "ინდიანასთან", ასე რომ, კალიფორნიელებმა შეინარჩუნეს მერვე ადგილი, თუმცა კონკურენტები ძალიან ახლოს არიან.

დამაჯერებელი მოგების მიუხედავად, "პეისერსის" ბანაკში ბოლომდე საზეიმო განწყობა არ ყოფილა, რადგან სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაში დენი გრიენჯერი - მას ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია სჭირდება.

მილუოკი-ლეიკერსი 113:103

18:25, 35:31, 29:21, 31:26

მ: სანდერსი (21+13 მოხსნა), ჯენინგსი (20+7 პასი), ილიასოვა (20+4 ჩაჭრა), ელისი (18+7 მოხსნა+9 პასი), დენიელსი (16+3 ჩაჭრა).

ლ: ბრაიანტი (30), ნეში (16+6 პასი), ჰოვარდი (15+15 მოხსნა+3 დაფარება), ჯეიმისონი (13+7 მოხსნა), გასოლი (12+9 მოხსნა), მიქსი (11).

დალასი-ინდიანა 78:103

18:23, 23:18, 17:34, 20:28

დ: ნოვიცკი (21+7 მოხსნა), კოლისონი (10+8 პასი).

ი: ჯორჯი (24+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (16+11 მოხსნა), ჰენსბრო (13+9 მოხსნა), ო. ჯონსონი (12), ჰილი (10+5 მოხსნა).

ფინიქსი-საკრამენტო 103:117

32:38, 18:26, 28:24, 25:29

ფ: სკოლა (25+7 მოხსნა), ტაკერი (18+3 ჩაჭრა), ბიზლი (14+8 მოხსნა), ჯონსონი (14), მარშალი (9+10 პასი).

ს: კაზინსი (34+14 მოხსნა), ტომასი (23+8 პასი), ტ. ევანსი (12+6 პასი), პატერსონი (10+10 მოხსნა).

გრინს ბეჭდები მოპარეს

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილ მოთამაშეს ეისი გრინს NBA-ის სამი საჩემპიონო ბეჭედი მოპარეს - წერს სააგენტო AP. ბეჭდები სამხრეთ კალიფორნიაში მცველის კუთვნილი სახლიდან გაიტაცეს.

თავად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, მისი ბეჭდები მუშებმა მოიპარეს.

საჩემპიონო ბეჭედი პლატინისა და ოქროს შენადნობი გახლავთ და მასში ბრილიანტებია ინკუსტრირებული. ბეჭდის ღირებულება 25 ათასს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" ზღაპარი დასრულდა

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა