ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?

კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?

ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოქმედებითი მწვრთნელი?
როცა საქართველოს ნაკრები მარცხდება, ძირითადად იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს და ასეთ დროს მწვრთნელმა რა უნდა იღონოს.

ან იმ აზრს ეძელვა უპირატესობა, რომ მწვრთნელმა საშუალო გაქანების ფეხბურთელებითაც უნდა შეძლოს ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და გრანდებისთვის კერკეტი კაკალი უნდა გახდეს.

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელის როლი ყოველთვის აქტუალურია, რადგან მწვრთნელმა თავიდანვე იცის, თუ რა გუნდში მიდის, რა ფეხბურთელებთან ექნება საქმე და რა სირთულეებს წააწყდება.

რატომ უხდიან კარგ მწვრთნელებს მილიონებს? თუნდაც იმიტომ, რომ ასეთები განსაკურებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან სხვებისგან.

და რა არის მწვრთნელის შემოქმედება? ის, რასაც გაიოზ დარსაძის კურსებზე ვერ ისწავლი, შემოქმედებითობა ნიჭია და სხვა არაფერი.

მომდევნო კითხვაც: ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოქმედებითი მწვრთნელი?

საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი უპირველესი გუნდის დამრიგებელი თემურ ქეცბაია პოლემიკაში შევიდა ჟურნალისტთან და სხვათა გარდა ისიც უთხრა, "თქვენისთანა ჟურნალისტები რომ გვყავს, იმიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია... რა გინდა მერე რომ გითხრა?... ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთში?... ან კიდო ბევრ გუნდს მოუგია საფრანგეთში?... იმასაც ვერ აკონტროლებ..."

Video

თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან

შემოქმედი მწვრთნელები ასეთი ტონით არ საუბრობენ პრესკონფერენციაზე. მწვთნელიც ადამიანია და აქვს უფლება მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ პრესკონფერენცია ისეთი ღონისძიებაა, რომ მწვრთნელმა იქ მოქცევა აუცილებლად უნდა იცოდეს.

მედიასთან ურთიერთობის უნარი მწვრთნელისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი ფეხბურთელების ყოლა.

ხდება ხოლმე, რომ ჟურნალისტი არასწორად სვამს კითხვას, ზედმეტად კრიტიკულია ან შეცდომას უშვებს, მწვრთნელის პროფესია კი ისეთია, რომ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ასეთი სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა მოახერხოს - ეს მხოლოდ შემოქმედი კი არა, ჩვეულებრივი მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.

შემოქმედი მწვრთნელი მაინც სულ სხვა არის, მან წინასწარვე იცის, როგორი მატჩი გამოვა მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების განვითარებასთან ერთად ყველაფერი იცვლება- რეჟისურა კი ყველა ვარიანტში თავის ადგილზე რჩება.

ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის თავსატეხ ამოცანას წარმოადგენს. ალბათ აქედან მოდის ქარიზმაც. ფეხბურთელებს უყვართ ასეთ მწვრთნელებთან მუშაობა. ასეთ მწვრთნელებს უხდიან მილიონებს.

შემოქმედი მწვრთნელი არ არის ჯადოქარი, ისიც იქიდან ქმნის შედეგს, რაც სინამდვილეში არსებობს, ოღონდაც რაღაც ახალს ქმნის, არსებულზე უფრო უკეთესს და თუ ამ საქმეს თავი გაართვა, წარმატებაც ხელთ აქვს.

ყველაფერი ეს ინჩი-ბინჩია და არა ფილოსოფია, ამიტომაც ძალიან ადვილია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს შემოქმედებითი მწვრთნელი.

საფრანგეთთან ყველაფერი ხელის გულზე დადებულივით გამოჩნდა. ზოგი ჩვენი ფეხბურთელი, ჟურნალისტების თუ აგენტების ვარაუდით, ხვალ ლონდონის "არსენალში" მიდის, ზოგიც "ჩელსიში" და ზოგიც კიდევ ვინ იცის, სად.

საფრანგეთმა ყველა თავის ადგილზე დატოვა. ზოგი ქართველი უსუსურად ჩაიკარგა მოედანზე, მიმქრალ ვარსკვლავებს დაემსაგვნენ ის ბიჭები, ჩვენი ფეხბურთის მომავალი რომ გვეგონა.

Video

22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1

ერთი და ორი მატჩი კლასიანმა ფეხბურთელმაც შეიძლება ჩააგდოს, მაგრამ ასეთმა მოთამაშემ, რაგინდ ცუდად ითამაშოს, ის კლასი მაინც ეტყობა, რაც საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრს არ აქვს.

გრანდებთან მანამდეც გვითამაშია და წაგვიგია, ოღონდაც ასეთ მოწინააღმდეგესთან ყოველთვის ჩანდა, ვინ არის მართლა ნიჭიერი - საფრანგეთთან ასეთი ძალიან ცოტა იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე

ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

• იბერია

ავტორს მივმართავ: რას ითხოვ? :) რას ელით ამ ნაკრებისგან ასეთს ? მსოფლიომ დააფასა ქეცბაია ერთი თქვენ ვერ აფასებთ,ანორთოსისით რაებს მიაღწია..ელემენტარული პასის კულტურა დაამყარა ნაკრებში,მანამდე ყველა თავის თავზე რომ იღებდა თამაშს.ძალიან უმადურად აფასებთ ჟურნალისტები.მეტი რაუნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან არ მესმის.სანამ ბარსელონა ამხელა წარმატებებს მიაღწევდა 15 წლიანი პროგრამა შეიმუშავეს, ჰაერზე არ მოსულა ყველაფერი..თქვენ კი გინდათ 2 წელში ყველაფრის მიღწევა.ნაკრების გულშემატკივარი და მწყინს ასეთი მიდგომა თქვენგან..საფრანგეთთან იბრძოლა გუნდმა რაც შეეძლო.იმდროისთვის მაქსიმუმი იყო რაც გააკეთეს,ცოტა საფეხბურთო იღბალიც და უკეთ იქნებოდა ყველაფერი.ფეხბურთი რომ გქონდეთ ნათამაშები პროფესიონალურ დონეზე მიხვდებოდით რასაც ვწერ ეხლა..უეფას თასზე სანატრელი გვაქვს გასვლა რა უფლებით ვითხოვთ რამეს.ასეთი "პრონციპულები " სხვა თემების მიმართ იყავით ჟურნალისტები !!! ჟურნალისტმა თავისი აზრი კიარა რეალური სურათი უნდა ასახოს.ფრანგ ჟურნალისტებს რომ გადაუთარგმნეს ის კითხვები რაც დასვა იმ ქართველმა ჟურნალისტმა სიცილით მოკვდნენ:) :) :)

• Giorgipirweli

TENVARI, არ ვიცი, შენ რომელ თამაშს უყურე, მაგრამ მე რომელსაც ვუყურე, იქ საფრანგეთმა პირწმინდად დაგვჩაგრა ყველაფერში - ტექნიკაშიც, ძალაშიც და თუ გნებავს ტაქტიკაშიც. ცოტა რომ მოემატებინათ ტემპისთვის, სამი მაგდენ გოლს გაგვიტანდნენ.

• ილია

დანიშნეთ ქეცბაია ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად და ეგეც მოუგებს საფრანგეთს პარიზში.

• TENVARI

ასე ტოლ სწორად გრანდთან არასდროს უთამაშნია საქართველოს უბრალოდ იმ დღეს საფრანგეთს საფრანგეთს უფრო უმართლებდა გაიხსენეთ ამისულაშვილის თაური და კობახიძის შესანიშნავი დარტყმები აქედან ერთი მაინც რომ გასულიყო სულ სხვაგვარად წავიდოდა საქმე ,მადლობა ბიჭებს მადლობა ქეცბას რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან ასე თუ ისე ღისეულად რომ დადგნენ.

• daviti

ხალხო გამაგებინეთ რომ,წერთ ქეცბაიამ ნაკრები რაღაცას დაამსგავსაო რას დაამსგავსა?შედეგი არ გვაქვს ეს არაა საკამათო მგონი.თამაშის ხარისხი უვარგისია ესეც უტყუარია.საფრანგეთთან მოგებას მე არ ვითხოვ.მალტასთან მოგებას,ბელორუსთან ფინეთთან ისრაელთან ალბანეთთან და ასეთ გუნდებთან უკეთეს თამაშს და შედეგს ვითხოვ.ასეთ გუნდებთან ცუდ თამაშს ფეხბურთელების დაბალ კვალიფიკაციას არ უნდა აბრალებდეს მწვრთნელი და თუ მართლა არ შეიძლება ამ გუნდით მეტის მიღწევა მაშინ,რატომ ყავს ასეთ ნაკრებს მწვრთნელი რომლის ხელფასი მილიონი დოლარისს ფარგლებშია?დაუნიშნონ მაშინ გაცილებით დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი და დაზოგილი თანხა ბავშვთა ფეხბურთში დახარჯინ.იმ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯონ ვინც მომავალ ამისულაშვილს უნდა ასწავლოს მაგალითად რომ,ხიზანიშვილის დატოვება ერთი-ერთზე რიბერისთან დაზღვევის გარეშე როცა ამის საშუვალება გაქვს არ შეიძლება,არ შეიძლება სტანდარტულის დროს როცა,კაცს პერსონალურად იყვან კონცეტრაციის დაკარგვა და გვერდზე გახედვა.

• გიორგი

შეეშვით ქეცბაიას ყველა მწვრთნელი ნუ გამოვა ხოლმე მადლობა უნდა ვუთხრათ რომ ხელი მოკიდა გაუბედურებულ ნაკრებს და რაღაცას დაამსგავსა

• დავით

ერთია და ფაკტია... ქეცბაია იმას იძახის რაც ნებისმიერი მის ადგილზე იტყოდა ვისაც ფეხბურთი უთამაშია და ჟურნალისტი რომელიც კითხა უსვმას აშკარად აზზზე არაა საერთოდ ფეხბურთის და ვისაც მართლა ჭეშმარიტ ჟურნალისტობაზე აქვს პრეტენზია კეთილი ინებოს და თითოეული მომენტი დეტალურად განიხილის და არა სიტყვაზე გამოეკიდოს საქ. ნაკრების მწვრთნელს რაა... კარგად გადახედეტ ტავიდ რას იზახი ქეცბაია და რა კითხვას უსვამს ჟურნალისტი რომელიც საერთოდ არის თუარა ჟურნალისტი და ან სერთოდ რა იცის ფეხბურთის შესახებ და ის ვიდეოც გამოაქვეყნოს ან კომენტარი ოფიციალური სადაც დეშამს საერთოდ კითხა რამე....

• 159

ილია-ამათ,რომ კითხო რატომ არ ევასებათ?რას გეტყვიან იცი,მელოტია და ტეხავსო...აი ამათი სიმართლე და სისწორე. თვითონ ხო იცი ენას ძვალი არ აქვს რასაც უნდა იტყვიან,ესაა თავისუფალი მასმედია,კარიკატურაც ეტყობა დიდხანს ეძებეს და მოკლედ დახატეს სტატია რააა!

• ილია

ლელოს მაგრად არ ევასება ქეცბაია! რომ ამბობთ მწვრთნელმა წინასწარ იცის როგორ გუნდშიც მიდისო, მაგით რისი თქმა გინდათ? არ უნდა მოსულიყო ქეცბაია? სანამ მოვიდოდა გავიხსენოთ ის პერიოდი, ყველა მაგას გაიძახდა რატომ არ მოდის საქართველოს ნაკრებში სამუშაოდო და ხვეწნა მუდარით რომ მოვიყვანეთ ეს კაცი აღარ გახსოვთ? რახან წინასწარ იცის მწვრთნელმა რომ საქართველოს ნაკრებში არ არიან მაღალი დონის ვარსკვლავები, ამიტომ არავინ არ უნდა გაწვრთნას ? თქვენი სტატიებით ერთი რამეს ვხვდები რომ უბრალოდ ქეცბაია არ გევასებათ და ჩასაფრებულები ხართ ყოველ წაგებულ თამაშზე. ერთი მითხარით, რა უნდა ქნას უკრაინის და რუსეთის მეორე ხარისხოვან გუნდებში მოთამაშეებმა, ისეთ ფეხბურთელებთან რომლებიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ 1/8 ფინალებში თამაშობენ.მე არ ვამბობ რომ გავამართლოთ მეთქი მარა არც ამდენი დაწვრილმანება ვარგა,ამდენი კრიტიკა კარგად არ მოქმედებს,პირიქით უფრო ზიანს ვაყენებთ ნაკრებს,რაც მახსოვს სულ კრიტიკაშია საქართველოს ნაკრები და რას მივაღწიეთ ამდენი კრიტიკით,მარტო იმას რომ,ბევრ კარგ ფეხბურთელს ან მწვრთნელ დავატოვებინეთ ნაკრები.ყიფიანი იყო ვაკრიტიკეთ ჩივაძე იყო ვაკრიტიკეთ,ამათზე მეტი შემოქმედი არც ყოლია ნაკრებს.ესპანეთმა ფინეთს ვერ მოუგო და არავის ხმა არ ამოუღია,დელბოსკემ რაც შეგვეძლო გავაკეთეთო.

• daviti

159-ს.ბევრი რამე შეიძლება მოთხოვო ჟურნალისტს.კი ბატონო ცოდავენ კითხვების არ დასმით,უთქმელობით ან,ნახევარ სიმართლის თქმით.მათი არაპროფესიონალიზმიც თვალში საცემია ხშირად მაგრამ,სპორტის აყვავება მოთხოვო მათ ნამეტანია.სტატისტიკურად კიდე რაში აქვს უკეთესობა წინამორბედებთან შედარებით ნაკრებს ეგ სულმცირე საკამათოა.პირველი შესარჩევი ამ მწვრთნელის ხელში,ჩვეულ ბოლოსწინა ადგილზე დავამთავრეთ.ჩვენდა სამწუხაროდ არც ამ ციკლში გველოდება უკეთესობა.ვინმე არგუმენტირებულად მომავალში რატომ უნდა ველოდოთ უკეთესობას ამიხსნის სიამოვნებით მოვუსმენ.ჩემი აზრით კი ამ ჩვენს გაახალგაზრდავებულ ნაკრების ფეხბურთელების ასაკი ისეთია რომ,დიდ პროგრესს მათ სათამაშო კლასში არ უნდა ველოდოთ და არც ვინმე ჩანს ისეთი ახლო მომავალში ნაკრების თამასში რამე წონადი გარდატეხა შეიტანოს დადებითი კუთხით.ერთადერთი ისაა დიდი ანგარიშით არ წაგვიგია ამ კაცის ხელში(სამაგიეროდ ისეთებს ვერ მოვუგეთ მაგალითად,მალტას ვისაც მანამდე ვუგებდით)ოღონდ ეს არაა ქეცბაიას დამსახურება.ესპანეთთან ან ხორვატიასთან სტუმრად რომ,წინა მწვრთნელების დროინდელი ნაკრების მეკარე მდგარიყო ისეთივე სავალალო შედეგი იქნებოდა.ნახე სტატისტიკა,დაახლოებით იმდენივე სახიფათო მომენტი იქმნება ჩვენს კარში და იმდენჯერვე ურტყამენ რამდენიც იმ ავად სახსენებელ,დიდი ანგარიშით წაგებულ მატჩებში და თუ,დღეს საშუალოზე მაღალი კლასის მეკარე გვყავს და 10 დარტყმულიდან 7-8 მოგერიებას ახერხებს ეს ნაკრების თავკაცის დამსახურება ნამდვილად არ მგონია.აი ქეცბაიას ხელფასი რომ სახელმწიფო საიდუმლოებაა ეს ძალიან ცუდია.ამის გასაჯაროება უნდა მოითხოვოს ჟურნალისტთა კორპუსმა დაჟინებით,პრინციპულად! და ამის შემდეგ დაისვას უნდა კითხვა იქნებ ამ საკმაოდ დიდი თანხის ფეხბურთის განვითარებაში უფრო ქმედითად გამოყენება შეიძებოდეს ვიდრე იმ ნაკრების მწვრთნელის ხელფასში რომლის,უკეთესი შედეგის იმედი მისი არაერთი ნათქვამიდან გამომდინარე არც უნდა გვქონდეს.

• 159

ბრიყვი სხვის ომში ბრძენიაო! თქვენზეა ნათქვამი ბიჭებო ჟურნალისტებო...შეეშვით მაგ საქმეს,თქვენ ხო უკვე ააყვავეთ სპორტი,დაისვენეთ საქმისგან,გადაღლილები ხართ უკვე.დაე ქეცბაიასნაირებმა იწვალონ ეხლა))) ისე ყველაზე ზუსტი მეცნიერება არის მათემატიკა,დაიდეთ ქეცბაიამდე ნაკრების სტატისტიკა და მის მერე,გადახედეთ და ბევრ რამეს აღმოაჩენთ საინტერესოს,ისეთს როგორსაც თქვენი საოცარი ნიჭით ვერასოდეს მიხვდებით,მაშშშ!

• HUNTER

შეცდომები იყო, როგორც მწვრთნელის ასევე ფეხბურთელების მხრიდან მაგრამ თუ ყველაზე სუსტ, უსუსურ წერტილს მოვიძიებთ ეს უდავოდ ჟურნალისტიკაა ესეც საფეხბურთო მანქანის შემადგენელი დეტალია, ყველაზე მეტად მანდ გვიჭირს, კორუფცია, ანგარება, უცოდინრობა.. სუსტია გულშემატკივარიც, ყლაპავს და თვალს ხუჭავს რაზეც საფეხბურთო ქვეყნებში რევოლუცია მოჰყვებოდა... შეხედეთ დინამო რა დღეშია სრული უიმედობა, სად არიან ჟურნალისტები რატომ ხუჭავთ თვალს?

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა