საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა.

უკვე ცნობილია პლეი ოფში მონაწილე ხუთი გუნდის ვინაობა. დასადგენი მეექვსე დარჩა. მისი ვინაობა შესაძლოა ახლავე, ბოლოსწინა, მე-17 ტურში გაირკვეს.

ბოლო ადგილს ვერ ასცდება თბილისის "ყოჩები". ამ გუნდს გადათამაშებაში მოუწევს პირველლიგელებთან ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

ვინ შეუწყვილდება უმაღლესი ლიგის ხელმოცარულს, ბოლო ორ ტურში გაირკვევა. კანდიდატი ორია, თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები".

აკადემიელები, რომლებსაც 19 ქულა დაუგროვდათ და ბოლოსწინა ადგილზე არიან, შინ მიიღებენ მესამეადგილოსან ქუთაისის "აიას".

ქუთათურებს პლეი ოფში თამაში გარანტირებული კი აქვთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც წინა ტურში თბილისის "ლელომ" თანაქალაქელ "ჯიქებთან" წააგო და ლიდერობა დაკარგა, თეორიული შანსი გაუჩნდათ, მეორე ადგილი დაიკავონ და პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშონ.

საამისოდ "აიამ" დარჩენილი ორივე თამაში უნდა მოიგოს, "ლელომ" კი - წააგოს.

ერთი სიტყვით, "აკადემიას" წინაშე რთული ამოცანა დგას. არადა, სატურნირო მდგომარეობის გარდა, აკადემიელებს რევანშის აღების სურვილმაც უნდა აიძულოს მეტოქეს თავგანწირვით შეებას და სასურველ შედეგს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში თბილისურმა გუნდმა ქუთაისში დიდი ანგარიშით 8:76 წააგო.

აკადემიელებს ორი ქულით უსწრებს და მე-8 ადგილზეა რუსთავის "ხარები", რომელიც ბოლოსწინა ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს თბილისის "ლოკომოტივს" მასპინძლობს.

ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. რუსთაველები, გამარჯვების შემთხვევაში, თუ "აკადემიამ" "აიასთან" წააგო, უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ. ამიტომ, სავარაუდოდ, "ხარები" მაქსიმალურად გაირჯება რკინიგზელების დასამარცხებლად.

"ლოკომოტივს" პლეი ოფში გასაღწევად ბოლო ორ შეხვედრაში ერთი გამარჯვება ყოფნის. ძნელი სავარაუდოა, როგორ დასრულდება რკინიგზელთა ჯახი "ხარებთან", თუმცა იმის თქმა, რომ ბრძოლა უშეღავათო და სასტიკი იქნება, თამამად შეიძლება.

მარცხის შემთხვევაში, "ლოკომოტივს" ბოლო ტურში, სწორედ "ხარების" კონკურენტ "აკადემიასთან" უწევს თამაში.

რკინიგზელთა კონკურენტი კი "ბათუმია", რომელიც მათ ხუთი ქულით ჩამორჩება.

შავიზღვისპირელთა გუნდში მთავარ მწვრთნელად ლევან მგელაძის დაბრუნების შემდეგ, ბათუმელი მორაგბეები უფრო დალაგებულად ათამაშდნენ და რომ არა პირველ წრეში განიავებული შესაძლებლობები, ვინ იცის, უკვე პლეი ოფის საგზურის მფლობელებიც ყოფილიყვნენ.

"ბათუმი" ბოლოსწინა ტურში სტუმრად ეთამაშება გათამაშების დებიუტანტ "ჯიქებს", რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებს. ეს ახალგაზრდული გუნდი ბოლომდე უშეღავათოდ იბრძვის და, როგორც გამოჩნდა, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

"ჯიქებმა", საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის "არმიას" გარდა, ყველა ფავორიტის დამარცხება შეძლეს და, სავარაუდოდ, არც ბათუმელებს დაუთმობენ რამეს.

"ჯიქებს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა თბილისის "არმაზი", რომელიც ასევე პლეი ოფის მონაწილეა, თუმცა გასარკვევი ის აქვს, საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში ვის დაუპირისპირდება.

არმაზელთა მეტოქე თბილისის "ლელოა", რომელმაც, სავარაუდოდ, ზედიზედ ორჯერ არ უნდა წააგოს. მით უფრო, რომ ჰონკონგიდან დაბრუნდა გუნდის მგეზავი ლაშა ხმალაძე. თუმცა ლელოელებს დანაკლისიც დიდი აქვთ.

"ჯიქებთან" მატჩში მუხლი დაიშავა ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ, რომელიც გუნდს, სავარაუდოდ, სამი კვირა ვერ დაეხმარება.

"არმაზს" დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გარემარბი ირაკლი მაჩხანელი, რომელიც გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს.

ერთი სიტყვით, სატურნირო ცხრილში თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ იმავდროულად ბევრი რამ ჯერაც გასარკვევია.

XVII ტური

ყოჩები-არმია, ხარები-ლოკომოტივი, ჯიქები-ბათუმი, აკადემია-აია, ლელო-არმაზი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არმია 16 14 0 2 +183 65

2. ლელო 16 13 0 3 +220 62

3. აია 16 11 2 3 +188 54

4. ჯიქები 16 9 0 7 +67 44

5. არმაზი 16 10 0 6 +28 43

6. ლოკომოტივი 16 6 2 8 +2 34

7. ბათუმი 16 6 0 10 -34 29

8. ხარები 16 4 0 12 -138 21

9. აკადემია 16 4 0 12 -274 18

10. ყოჩები 16 1 0 15 -242 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"