სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა "შსს-აკადემიამ" მორიგი პრინციპული მეტოქე დაამარცხა
სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა "შსს-აკადემიამ" მორიგი პრინციპული მეტოქე დაამარცხა. გიორგის კეცელიდისის გაწვრთნილმა აკადემიელებმა "ქუთაისს" 72:64 მოუგეს.

ამ მატჩში იმერული კლუბის ერთადერთი ეფექტური იარაღი სამქულიანი სროლები იყო, რომლებსაც ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ხეირიანად ისროდნენ და საქმეც კარგად მისდიოდათ.

დავით უსტიაშვილის გუნდი ცნობილია თავისი შორი სროლებით და თუ წაუვიდა, მისი გაჩერება ძნელია. ზაურ ფაშაევმა, გიორგი და დავით ბარბაქაძეებმა 3-3 სამიანი ჩააგდეს, მთლიანობაში კი ქუთაისელებმა 12 შორი ტყორცნა მიითვალეს და არცაა გასაკვირი, რომ მეტოქეს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ.

პირველი პერიოდი 18:18 დასრულდა, მეორეს შემდეგ კი აკადემიელები 2 ქულით ლიდერობდნენ. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ "შსს-აკადემია" 5 ქულით იგებდა, თუმცა დიდიას, ფაშაევის და ზმები ბარბაქაძეების სამქულიანების წყალობით თამასის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაწინაურება მოახერხეს - 57:56.

ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი, რასაც ქუთაისელებმა მიაღწიეს. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იმერლებმა სამიანები ვერ ჩააგდეს.

რიჩარდ მათიაშვილმა კი სცადა სამწამიანიდან ქულების მოპოვება, მაგრამ კირკ არჩიბეკმა და ბენჯამინ რეიმონდმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "შსს-აკადემიის" უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია, რაც მეტწილად რეიმონდის, არჩიბექის და რეზო როგავას დამსახურება იყო. ამ დროს 5 პერსონალურის გამო მოედნიდან მათიაშვილი გავარდა და ქუთაისელთა დამარცხებამ გარდაუვალი ხასიათი მიიღო.

აკადემიელთა შორის 18 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ბენჯამინ რეიმონდი, 17-17 ქულა დააგროვეს როგავამ და არჩიბექმა. ქუთაისელთაგან 16 ქულა ჰქონდა დავით ბარბაქაძეს, მისმა ძმა გიორგიმ 14 მოაგროვა, ხოლო ზაურ ფაშაევმა შერვედრა 11 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეორგის კესელიდისი (შსს აკადემია): "დღევანდელი გამარჯვება ჩემთვის განსაკუთებული არ ყოფილა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ახლა ჩემმა კალათბურთელებმა გაიაზრეს, რომ ტრავმირებული ლიდერების არყოფნის შემთხვევაშიც შეგვიძლია მოგება.

სწორი დაცვას შეუძლია გამარვება მოაპოვებინოს გუნდს. პირველი 2 პერიოდი ცუდად ჩავატარეთ, ხარვეზები გქვონდა, თუმცა მეორე პერიოდში ბიჭებმა ზუსტად ის დაცვა ითამაშეს, რაც ვთხოვე და ეს შედეგზეც აისახა.

ასეთი დაცვა, რომ გვეთამაშა პირველივე ტაიმში, შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო.

მადლობა მოწინააღმდეგეს, დავით უსტიაშვილს დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, წარმატებებს ვუსურვებ პლეიოფში.

მინდა აღვნიშნო რეზო როგავას კარგი თამაში, მისი დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად იმსახურებს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრას".

დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): "მინდა მივულოცო მოწინააღდეგეს დამსახურებული გამარჯვება, საკმაოდ კარგი ლეგიოენერები ჰყავს, რეიმონდის სახით დიდი ძალა შეიძინეს, ის კარგად შეეწყო გუნდს და მაღალ დონეზე ჩაატარა ბოლო თამაშები.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ტრავმირებულმა ბუბა კვიმსაძემ დღეს მაქსიმუმი გააკეთა და გვქონდა შანსი მოგვეგო. საბოლოო ჯამში, დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა".

რეზო როგავა (შსს აკადემია): "დაძაბული შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდის პლიუსი დაცვაში კარგი თამაშია. პირველ ტაიმში სუსტად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ შორი სროლებიც წაგვივიდა, გაქცევა მოვახერხეთ და მოვიგეთ".

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი): "პირველ რიგში ვულოცავ "შსს აკადემიას", რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და გამოირჩევა ორგანიზებული თამაშით თავდასხმასა და დაცვაში.

კარგი თამაში გამოვიდა. ვირძოლეთ, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ".

შსს აკადემია - ქუთაისი 72:64

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა