სტუდენტურ დერბიში ერთმანეთს სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები ხვდებოდნენ
ტურის ბოლო შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სტუდენტურ დერბიში ერთმანეთს სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები ხვდებოდნენ.

ამ გუნდებს პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ და გასარკვევი ის აქვთ, თუ რომელი დააღწევს თავს ბოლო ადგილს.

ტექნიკოსებს ამ მატჩამდე მოგება არ ჰქონდათ. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი მედიკოსებმა მოიგეს.

ამასთან ერთად თსსუ-ს თსუ-ც ჰყავს დამარცხებული და ამ შეხვედრაშიც რომ ემარჯვა, თსუ-ს ბოლო ადგილისთვის გაწირავდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა მოინდომა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში მოპოვებული 19-ქულიანი ლიდერობა ბოლო წუთებზე დათმო, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუ 15 ქულით იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედიდან რომ დაიწყო, მედიკოსმა ზურაბ მაისურაძემ სამქულიანების ჩაყრა დაიწყო.

საბოლოოდ მაისურაზემ 8 სამიანი მიითვალა და ჯამში 31 ქულა დააგროვა. მისი ერთ-ერთი ტყორცნის შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე თსსუ 78:77 დაწინაურდა.

ამ დროს თამაში საკუთარ თავზე გიორგი პირველაშვილმა აიღო, რომელსაც მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და საბოლოოდ სტუ გამარჯვებამდე მივიდა - 90:86.

ტექნიკოსებს 21 ქულით და 12 მოხსნით პირველაშვილმა ულიდერა, გიგა კვეტენაძემ 16 ქულა მიითვალა, ვაჟა ჯანაშიას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

ტურის ბომბარდირი გახდა თსსუ-ელი ზურა მაისურაძე, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, 18 დაუგროვდა ლევან რევაზაშვილს, ხოლო გიორგი გაფრინდაშვილმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 7 პასი ჩაიწერა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გია ტეტელაშვილი (სტუ): "ეს იყო სტუდენტური დერბი, სადაც ერთმანეთ თითქმის თანაბარი გუნდები დავუპირისპირდით. მართალია, ეს მოგება ბევრს არაფერს გვიწყვეტს ცხრილში, მაგრამ ამ ბიჭების გამარჯვება (მთლიანი შემადგენლობა გვყავდა) დასამახსოვრებელია და მივულოცავ პირველ გამარჯვებას".

თენგიზ ფიცხელაური (თსსუ): "ვფიქრობ თსუ-სთან გამარჯვების მოპოვების შემდეგ დღეს ბიჭები ზედმეტად თავდაჯერებულნი გამოვიდნენ მოედანზე და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენი წაგება ფარზე ცუდად ასპარეზობამაც განაპირობა".

ირაკლი ძიძიგური (სტუ): "ენთუზიაზმის და მონდომების ხარჯზე გავიმარჯვეთ. დაგვეხმარა ასევე გამოცდილებს ფაქტორი. იმედია, რომ პირობები გაუმჯობესდება უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებისთვის. სამედიცინომ კარგად ითამაშა და გამიხარდა, რომ ასეთი ბრძოლა შედგა. კარგია, რომ 1 თამაში მაინც მოვიგეთ, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის".

ილია შიოლაშვილი (თსსუ): "მივულოცავ სტუ-ს გუნდს გამარჯვებას, რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და წავაგეთ ფარი. შედეგად ჩვენმა გუნდმა მარცხი განიცადა".

სტუ-თსსუ 90:86

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა