ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. "პიტსბურგ პინგვინზი"
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. "პიტსბურგმა" "მშრალი" ანგარიშით მოუგო "აილენდერსს", ზედიზედ მე-15 გამარჯვება გაიფორმა და გაუსწრო ქულათა რაოდენობით დასავლეთის პირველ გუნდს - "ჩიკაგოს".

"პიტსბურგისა" და "აილენდერსის" მატჩი საყოველთაო ინტერესს იწვევდა, რადგან "პინგვინების" რიგებში დებიუტი ჰქონდა ვეტერან ფორვარდ ჯერომ იგინლას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, "კალგარიდან" "პიტსბურგში" გადავიდა.

სახელოვანმა ფორვარდმა ევგენი მალკინთან და ჯეიმს ნილთან შეადგინა შემტევი სამეული. მატჩის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ეს ტრიო "პინგვინების" მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა, რადგან შეხვედრის მესამე წუთიდან, "პიტსბურგს" გამოაკლდა თავისი ლიდერი, რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სიდნი კროსბი. მას ბრუქს ორპიკის დარტყმული შაიბა სახეში მოხვდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ კროსბიმ რამდენიმე კბილი დაკარგა და მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

ამ ტრავმამ გარკვეული დაღი დაასვა მასპინძლების თამაშს. ორმა პერიოდმა ისე გაიარა, რომ ინიციატივას "კუნძულელები" ფლობდნენ და ბევრჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. მეორე პერიოდში იყო მომენტი, როცა "პინგვინები" ხუთი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ ამ დროს, შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა მეკარემ ტომაშ ვოკოუნმა, რომელიც ბოლო მატჩებში ტრავმირებულ მარკ-ანდე ფლერის ცვლიდა. ჩეხმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ამოცანას - "მონრეალთან" და "ვინიპეგთან" მან ორი "მშრალი" მატჩი ჩაატარა, კვირას კი ზედიზედ მესამე "შათაუტი" შეასრულა.

თავიანთი მეკარის დამაჯერებელი თამაში მის პარტნიორებსაც გადაედოთ და მესამე პერიოდში "პიტსბურგმა" გატეხა "აილენდერსის" წინააღმდეგობა. ჯერ მეტ კუკმა ითამაშა კარგად დამატებაზე, ხუთი წუთის შემდეგ კი მალკინის პასით შეხვედრას წერტილი ნილმა დაუსვა - 2:0.

გასულ უქმეებზე ჩატარებულ მატჩებში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. "დალასის" ჩეხმა ვეტერანმა იარომირ იაგრმა საგოლე გადაცემა მიითვალა "მინესოტასთან" მატჩში. ეს ლეგენდარული ჰოკეისტის რიგით მე-1000 შედეგიანი პასი იყო კარიერაში.

იაგრი მე-12 ჰოკეისტია ლიგის ისტორიაში, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. დღეისთვის, იარომირს 1378 მატჩში 1679 ქულა (679+1000) აქვს დაგროვებული.

30 მარტი

ტამპა ბეი-ნიუ ჯერსი 5:4 (ბ)

ჩიკაგო-ანაჰაიმი 1:2

დალასი-მინესოტა 5:3

კალგარი-კოლამბუსი 4:6

31 მარტი

ფილადელფია-ბოსტონი 3:1

პიტსბურგი-აილენდერსი 2:0

ვინიპეგი-კაროლინა 1:3

კოლორადო-ნეშვილი 1:0 (ო)

ბაფალო-ვაშინგტონი 3:4 (ბ)

მონრეალი-რეინჯერსი 3:0

ოტავა-ტორონტო 0:4

ფლორიდა-ნიუ ჯერსი 3:2 (ო)

მინესოტა-ლოს ანჯელესი 4:3 (ბ)

ედმონტონი-ვანკუვერი 4:0

სან ხოსე-ფინიქსი 3:2 (ბ)

აღმოსავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. პიტსბურგი* 36 28 8 0 56

2. მონრეალი* 34 22 7 5 49

3. ვინიპეგი* 36 18 16 2 38

4. ბოსტონი 33 21 8 4 46

5. ოტავა 35 19 10 6 44

6. ტორონტო 36 20 12 4 44

7. ნიუ ჯერსი 35 15 11 9 39

8. რეინჯერსი 34 16 15 3 35

9. აილენდერსი 35 16 16 3 35

10. კაროლინა 33 16 15 2 34

11. ვაშინგტონი 34 16 17 1 33

12. ბაფალო 35 13 16 6 32

13. ტამპა ბეი 34 15 18 1 31

14. ფილადელფია 34 14 17 3 31

15. ფლორიდა 36 11 19 6 28

დასავლეთი

თ მ წ ო-წ ქ

1. ჩიკაგო* 33 25 5 3 53

2. ანაჰაიმი* 34 23 7 4 50

3. მინესოტა 34 21 11 2 44

4. ვანკუვერი* 35 19 10 6 44

5. ლოს ანჯელესი 34 19 12 3 41

6. სან ხოსე 34 17 11 6 40

7. დეტროიტი 34 17 12 5 39

8. სტ. ლუისი 33 17 14 2 36

9. დალასი 33 16 14 3 35

10. ედმონტონი 34 14 13 7 35

11. ნეშვილი 35 14 14 7 35

12. კოლამბუსი 35 14 14 7 35

13. ფინიქსი 35 14 15 6 34

14. კალგარი 33 13 16 4 30

15. კოლორადო 34 12 18 4 28

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რიკ ნეში ყველაზე ვარსკვლავურია

PARFIUMER
ინგილა უნდოდათ მაგათ კიდე:) მაგარი გუნდია...
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა