უქმეებზე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ლას ვეგასში, სადაც WBO-ს ტიტული თამაშდებოდა
გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ლას ვეგასში, სადაც 63.5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს დროებითი ტიტული თამაშდებოდა 26 წლის მაიკ ალვარადოსა (34-1, 23KO) და 32 წლის ბრენდონ რიოსს (31-1-1, 23 KO) შორის.

ეს მოკრივეები მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და არ გაუცრუეს იმედები მაყურებლებს - მათ თავიდანვე გაცვალეს იერიშები, თუმცა ალვარადო უფრო მეტად ფრთხილობდა, ვიდრე პირველ ბრძოლაში, რომელიც მან მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. მაიკი ბევრს მუშაობდა ფეხებით და დისტანციიდან შეტევას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ბრძოლის დიდი ნაწილი მოკრივეები დარტყმებს საშუალო დისტანციიდან ცვლიდნენ და ორივეს ჰქონდა წარმატებული მომენტები თუ ჩავარდნები.

ბრძოლის მეორე ნახევარში მოკრივეთა მოქმედებას დაღლილობამ დაატყო კვალი, თუმცა ამით დარტყმების რაოდენობა და მონდომება არ გამქრალა. 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ალვარადოს მიანიჭეს - 115:113, 115:113, 114:113.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ამ მოკრივეთა პირველი შეხვედრა "წლის ბრძოლის" სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას.

რიოსმა ამ ბრძოლისთვის 1 250 000 დოლარი მიიღო, ალვარადომ კი, მოგების მიუხედავად, ორჯერ ნაკლები - 625 ათასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა