"ატლანტას" ქართველ ცენტრს ოპერაცია სჭირდება, რომლის სარეაბილიტაციო კურსი 6 თვეს გასტანს
"ექიმებთან, მეგობრებთან, ყოფილ სპორტსმენებთან (რომლებსაც აქილევსის მყესის ტრავმა ჰქონიათ) კონსულტაციების შემდეგ ვეცადე, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. საბოლოოდ ოპერაცია გადაწყდა.

ვფიქრობ, ასე სჯობს ჩემი მომავალი კარიერისთვის. ასეთია ცხოვრება... ვიმედოვნებ, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რაც შეიძლება, მალე დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას - კალათბურთს" - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა ოპერაციის თარიღი დაუნიშნეს: 3 აპრილი, შარლოტი, "მერსის საავადმყოფო".

გარდა ამისა, ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე ყველას თანადგომისთვისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ტრავმები სპორტსმენის კარიერის ნაწილია. სამწუხაროდ, ჩემს ტრავმას ოპერაცია და 6-თვიანი რეაბილიტაცია სჭირდება.

დრო მალე გავა, მეც უფრო მეტი შემართებით და ენერგიით დავუბრუნდები მოედანს.

ძალიან ვწუხვარ, რომ პლეიოფების და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევს.

დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის და თანადგომისთვის".

საპასუხისმგებლო პროცედურას საკუთარ თავზე იღებს ექიმი რობერტ ანდერსონი. ფაჩულიას შარლოტში გაჰყვება "ატლანტა ჰოქსის" ექიმი მაიკლ ბერნოტი.

დამეთანხმებით, ასეთი ინფორმაცია იოლი წასაკითხი არ არის; არც დასაწერადაა ადვილი, მაგრამ რამდენიმე დეტალზე კიდევ უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ექიმების ვარაუდით, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია 6 თვეს გასტანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაზა NBA-ს მიმდინარე სეზონის დასკვნით ეტაპს ვეღარ ითამაშებს.

არადა, მისი გუნდი აღმოსავლეთის კონფერენციის რვაეულშია და რას ნიშნავს პლეი ოფი ფაჩულიასთვის, არაერთხელ ხმამაღლა დაუფიქსირებია.

საქართველოს ნაკრების ზოგმა გულშემატკივარმა პუბლიკაციის შესავლის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა, უკვე გადათვალა ექვსი თვე.

მართლაც, ევროპის ჩემპიონატის გამართვის დრო დღეიდან სწორედ მეექვსე თვეს, სექტემბერს ემთხვევა.

გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებს სლოვენიაში ჩასვლა ფაჩულიას გარეშე მოუწევს? ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემა არ ვიჩქაროთ, აკი თქვა ფაჩულიამ - იმედია, მოედანს, რაც შეიძლება, მალე დავუბრუნდებიო.

თუმცა, სანაკრებო თემაზე ლაპარაკი, შესაძლოა, უადგილოც იყოს, რადგან ახლა მთავარია, ოთხშაბათს დაგეგმილმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brazi
ძაან დაგვაკლდები ევროპის ჩემპიონატზე ეს მარტო შენიკიარა მთელი ქართველი გულშემატკივრის ტრამვაა მალე გამოჯანმრთელდი გმერტი შენსკენ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა