ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

ეროვნული ნაკრების თავკაცთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგებთან შეხვედრასა და ბევრ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ
პარიზული "სტად დე ფრანსის" საკონფერენციო დარბაზში გაკეთებული მოკლე კომენტარის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს საფრანგეთთან მატჩზე პრესაში აღარ ულაპარაკია.

პარიზიდან თემურ ქეცბაია ავსტრიაში გაემგზავრა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებსაც დაესწრო.

ეროვნული ნაკრების თავკაცთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგებთან შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ და მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს მომხდარზეც (ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე - გადადგება თუ არა, ქეცბაიამ უპასუხა - თქვენნაირი ჟურნალისტების ბრალია, ასეთ დღეში რომ ვართო. - ავტ.).

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან სტუმრად დამარცხების შემდეგ ასეთი კითხვა მართლაც ალოგიკურად ჟღერდა, თუმცა, ადეკვატურს ვერც ქეცბაიას შეფასებას დავარქმევთ... დანარჩენს ინტერვიუში წაიკითხავთ:

- წაგებული მატჩით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ბიჭების მონდომება დასაფასებელია - სტუმრად ღირსეულად ითამაშეს ისეთ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია. იყო შეცდომებიც, ზოგიერთი მოთამაშის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა ჩვენს თამაშში კარგის დანახვაც შეიძლება...

- გოლი ამჯერადაც ტაიმის მიწურულს გავუშვით...

- ფეხბურთელებს სულ ვეჩიჩინები, რომ ტაიმის ბოლოს ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. ასეთ დროს გუნდი რომელიმე მოთამაშემ უნდა აიყოლიოს. თუმცა პირველი გოლისას შეცდომა მეტოქის მეურვეობისას დავუშვით. ფეხბურთელებს ვავალებ, ხაზზე დგომის ნაცვლად, მეტოქე პერსონალურად "აიყვანონ". სამწუხაროდ, იმ ეპიზოდში ჟირუს არავინ მეურვეობდა და მანაც თავისუფლად დაარტყა. ჩვენს მცველებს დავალება რომ შეესრულებინათ, ალბათ, პირველ ტაიმში გოლს არ გავუშვებდით... ერთი რამეც უნდა ითქვას: შესაძლოა, ტექნიკური და სწრაფი იყო, მაგრამ როცა მეტოქეს გაცილებით მეტი ტანმაღალი მოთამაშე ჰყავს, ჯარიმის და კუთხურის გათამაშებისას ყოველთვის გემუქრება საფრთხე. არადა, ის შეცდომა რომ არა, იქნებ არც გაგვეშვა ბურთი, რომელმაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა ბიჭებზე...

- თუმცა, როცა თამაშის დალაგებაზე, შეტევის წამოწყებაზე, ზუსტ პასზე მიდგება საქმე, ვერც აქ ვბრწყინავთ.

- თავის გამოსაჩენად ანანიძესაც და ყენიასაც საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა სასურველ დონეზე ვერც ერთმა ვერ ითამაშა... ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება. ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო. რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, პროგრესის ნაცვლად, უკან-უკან მიდის. თუ კლუბი არ შეიცვალა, სულ ასე იქნება. მოსკოვიც და "სპარტაკიც" მაშინ არის კარგი, როცა თამაშის შესაძლებლობა გაქვს, ჯანო კი როდემდე უნდა იჯდეს სათადარიგოთა სკამზე? ხომ უნდა მიხვდეს, რომ გუნდის შეცვლის დროა? მითხრა - სეზონის დასრულებას ველი და ალბათ, სხვაგან გადავალო. იმედია, ასეც მოხდება. ყენიასაც დიდი დრო გაუცდა...

- ხიზანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ალოგიკური არ არის, რომ 31 წლის ფეხბურთელს იწვევთ და თან ამბობთ, ნაკრების გაახალგაზრდავებაა საჭიროო?

- გაახალგაზრდავებაში იგულისხმება ის, რომ ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა უკვე მომდევნო წელს დაასრულონ. ხიზანიშვილი კი ამას ჯერ არ აპირებს, კლუბშიც სტაბილურად თამაშობს, იქნებ ერთი კი არა, ხუთი სეზონიც ჩაატაროს... ისეთი ფეხბურთელები გვინდა, ამ შესარჩევ ციკლსაც რომ ჩაატარებენ და მომავალსაც.

- მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვამ გაგაღიზიანათ...

- რა უნდა პრესკონფერენციაზე ისეთ ხალხს, ფეხბურთთან არანაირი კავშირი რომ არ აქვთ?! მინდა, ვკითხო - საკუთარ მოედანზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ გადადგა დეშამი? თუნდაც ფრეს შემთხვევაში, საფრანგეთი, ფაქტობრივად, ინაღდებდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს და ასეთი მატჩი წააგო... ალალად გეუბნებით - დეშამის ადგილას მე გადავდგებოდი! მაგრამ იმ ჟურნალისტის კითხვა ალოგიკური იყო. ალბათ, შემთხვევით მოხვდა იქ და უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ჩვენზე პატრიოტია. თურმე, როგორ გავბედეთ და წავაგეთ საფრანგეთში... არადა, რაც შეეძლოთ, გააკეთეს ბიჭებმა, თავს ზევით კი ძალა არ არის...

- ხომ არ ნანობთ, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას რომ დათანხმდით?

- გგონიათ, არ ვიცოდი, სად მოვდიოდი?! როცა ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ. ხალხს ჩემი სჯერა, ეიმედება და ახლა უკვე, როგორც მწვრთნელი, ქვეყანას ისე გამოვადგები-მეთქი. არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი... ბევრი რომ მეფიქრა, შესაძლოა, არც დავთანხმებულიყავი... არადა, ჩავიბარე გუნდი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში 27 მატჩიდან, 10 მოვიგეთ, 8 ფრედ დავამთავრეთ და 9 წავაგეთ. მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში, 41 მატჩიდან ნაკრებმა მხოლოდ 8 მოიგო, ამდენივე ფრე ითამაშა და 25 წააგო... განსხვავებას ვერ ხედავთ?!

ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია

www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:

კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?

ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე

ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

• zako

მოაშორეს ეს ტიპი ფეხბურთიდან , - თემური არ არის ფეხბურთის გაგებაში ხომ! მაშ MტKUANს .....................

• sese

დიდი ბოდიში მაგრამ ეს კაცი .....? მილიონები იხარჯება და ჯერ ნორმალური თამაშია არ გვინახია და თურმე კითხის დასმა როგორ გაუბედეს.daviti-ს ვეთანხმები აფსოლიტურად .

• daviti

MARADONA-ს.ტვინი წაიღეთ ამ თქვენი "რკინის" არგუმენტით.თუ ჩურჩხელები არიან,რათ უნდათ მაშინ მილიონ დოლარიანი მწვრთნელი?ჩურჩხელას უნდა თხილის ჯოხი რომ,მზეზე გადაფინო და გაშრეს.ხოდა დანისნონ ვინმე ისეთი მაინც ტუ არაფერი გამოდის ვისაც 200 000ლარი ეყოპა წლიურად ხელფასი დანარჩენი კი დახარჯონ ბავშვთა ფეხბურთში.4 წელიწადში რაც ქეცბაიზე ფულის დაზოგვა შეიძლება(თუ უკეთესად მაინც ვერ ვითამაშებთ)ის დაახლოებით 3 მილიონი დოლარია და ამ თანხით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება სპორტის ამ სახეობისთვის და მომავალში მაინც გვეყოლება ფეხბურთელები ჩურჩხელების ნაცვლად.გაგიგიათ კაცს უზარმაზარი ხელფასი ქონდეს.თან გასაიდუმლოებული და სუ იმას წუწუნებდეს რა შედეგს მთხოვთ ვერ ხედავთ ფეხბურთელები არ მყავსო.

• MARADONA

10 მაურინიო ვერ უშველის ჩვენ ნაკრებს.რა არის აქ გაუგებარი? სახლს მასალა არ უნდა? მარტო არქიტექტორი საქმეს გააკეთებს?ეეეეეეეეეეეე,კიბეებზე ვერ ავიდა ჩვენი ვილისი!!! ადიოს ფუტბოლ...

• a

ქეცბაია, აშკარად არაადეკვატურად მოექცა ჟურნალისტს პარიზში, ცხადია ემოციები ვერ მოთოკა, მაგრამ ახლა ამ შეკითხვაზე ისევ არაადეკვატურად პასუხი, მას დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, ჟურნალისტების ჭკუის სწავლებისაგან თავის შეკავება ყოველთვის უმჯობესია.

• levani kaxeti

ეეჰ, ჩემო ძმაო, ქეცბაია ფინეთთან ფრის შემთხვევაში კი არა, სან მარინოსთან თბილისში 0-12-ით წაგების შემთხვევაშიც არ წავა, იმ ბრძნული ქართული ანდაზისა არ იყოს: "გიჟი ქორწილში წავიდა, ჩემს სახლს ჯობია აქაო". უფრო მეტსაც გეტყვით:- ეს ადამიანი საერთოდ არ აპირებს არსად წასვლას, ასე ჰგონია, ეგ რომ არა, დაიღუპება ქართული ფეხბურთი, (და არა მარტო;) ამ ადამიანს ზუსტად ისეთივე დაავადება სჭირს, რაც მიხეილ სააკაშვილს, თუ არ გააპანღურე, არ წავა. და კიდევ, აბსოლიტურად ვეთანხმები M.M.M.-ს უცხოეთში საჯდომით სათადარიგო სკამის ხეხვას, თუ თავმოყვარეობა კიდევ შერჩენიათ, საკუთარ ქვეყანაში აქტიური ფეხბურთელობა უნდა ერჩივნოთ. მაგალითისთვის გორის "დილას" ფეხბურთელები ავიღოთ.

• მოაშორეს ეს ტიპი ფეხბურთიდან

გაგებაში არა არის არც მწვრთნელობის და არც ფეხბურთის.

• m.m.m

ანანიძე და არა მარტო ანანიძე, საქართველოში უნდა დაბრუნდნენ დინამოში, დილაში, ტორპედოში. ამ გუნდებში უნდა გამოიჩინონ თავი ევრო ტურნირებზე და შანსიც ექნებად კარგმა ევროპულმა გუდებმა წაიყვანონ. სხავა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ევროპულ კარგ გუნდებში მოხვდებიან და ვერც კლას აიმაღლებენ.

• dato

ფინეთთან ფრის შემთხვევაში გადადგები თემუუუუუუუუუუუუუუუურ??????????

• ფეხბურთის მოყვარული

პატივცემულ საზოგადოებას (ქეცბაიას აგრესიულად დამცველს) და ფეხბურთის ფედერაციას წინადადებას შევთავაზებ ყოველგვარი ირონიის და ცინიზმის გარეშე: დამნიშნეთ მე, ან სხვა ნებისმიერი ადამიანი ნაკრების მწვრთნელად, არ დამისახოთ მიზანი გავიდე რომელიმე ტურნირის ფინალში, არ მომთხოვოთ შედეგი, ერთადერთი ჩემი მოვალეობა იყოს პრესკონფერენციაზე ვთქვა, რომ არ მყავს შესაფერისი ფეხბურთელები და ამ ხალხით რას უნდა მივაღწიო. ამ საქმეში მოვითხოვ ქეცბაიას ხელფასის მხოლოდ მეხუთედს და იმასაც საფეხბურთო სკოლებს შევწირავ. ყველაფერში ასეთი სასწაული ხალხი როგორ ვართ ქართველები.

• z.k17

აბა ღირს რო 30.000000 მილიონი?! გასაგებია რო შედეგი გვინდა მაგრამ რეალურად შევხედოთ სიტუაციას, ტოპ მიოლერი რამდენს უხდიდნენ ხელფასსზე რო ლაპარაკობენ, ქეცბაიაზე უკეთესი ამ ეტაპზე არ გვყავს არავინ და ვაცადოთ ამ კაცს, საფრანგეთთან გამოჩნდა ცოტა რაგაცის თამაში რო შეგვიძლია, ჯერ მაგას დავაკვირდეთ რა ჩემპიონატი გვაქ, ხალხი არ დადისოო ლაპარაკობენ სად უნდა მივიდეს ხალხიი და რას უნდა უყურონ ძაან მაინტერესებს, ძლივს დადიან 3პასს გადაბმულად ვერ იძლევიან. ცოტა რეალურები ვიყოთ ყველაფერი მწვრთნელს ხო ვერ დავაბრალებთ!!! კაია რო ვაწაძე გამოჩნდა წინ რომელიც ყველა ბურთზე იბრძვის, ვაცალოთ დაა დააყენებს გუნდს!!!

• MARADONA

ქეცბაია ყველაზე მაგარი მწვრთნელია ვინც ოდესმე გვყოლია.ამას რომ ქინქლაძის,ჯამარაულის,ანჩაბაძის,არველაძეების დონის ფეხბურთელები ყავდეს კარგ შედეგებს მივაღწევდით. ჩურჩხელისგან სალამური გამოვა? არ გამოვა.არც მაღალი და არც ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. ანანიძე კი ჩარჩა რა...

• გიგი

ქეცბაია ძალიან მაგარი მწვრთნელია და აღიარეთ, ტყლაპოდან ამოათრია ნაკლები რასაც ქვია და გუნდი გახადა, მებრძოლი გუნდი, სანახაობა თუ გინდათ ტელევიზორში უყურეთ, ეროვნული ჩემპიონატის ყველა მოთამაშე ერთად ოცდაათი მილიონი ღირს და რას ითხოვთ ამ კაცისგან არ მესმის !

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა