საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური. 7-12 ადგილები

უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის ბინადართაგან "მეტალურგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც უძლიერესთა შორის ადგილი დაბევებული აქვს, თუმცა რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.

ვეტერინარებს კი საქმე სახუმაროდ არ აქვთ - "ვიტ ჯორჯიას", რომელიც ახლო წარსულში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, პირველ ლიგაში დაქვეითება ემუქრება და მისთვის თითოეული ქულა ძალიან ძვირად ფასობს.

"მცხეთა პარკზე" უკომპრომისო ბრძოლა გაიმართა, სადაც მეტოქეებმა წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს.

Video

30.03.13. ვიტ ჯორჯია - მეტალურგი 2:3

პირველ ტაიმში ბურთს მასპინძლები უფრო ფლობდნენ, მაგრამ მიზანს ქვემოქართლელთა კონტრშეტევამ მიაღწია - ვიტელთა ყოფილმა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ რომან ახალკაცის გადაცემა მიიღო და "ვიტ ჯორჯიას" კარი მეორე მცდელობით დალაშქრა.

ვეტერინარებში ყველაზე შესამჩნევი გიორგი ჯანელიძე იყო და ლოგიკურიც არის, რომ ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა. ჯანელიძემ პირველი ნახევრის ბოლოს წონასწორობა საჯარიმო დარტყმით აღადგინა.

მასპინძლები ჯანელიძის საგოლე გადაცემით დაწინაურდნენ. მე-60 წუთზე "ვიტ ჯორჯია" თავური დარტყმით ელგუჯა ლობჯანიძემ წინ გაიყვანა, სამ წუთში კი უკვე მეტალურგელმა ლობჯანიძემ შეიტანა წვლილი რუსთაველთა გოლში.

ზვიადის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ვიტელთა კარი ახალკაცმა დალაშქრა.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მიზანს კი სტუმრებმა მიაღწიეს. ამჯერად ლობჯანიძემ და ახალკაცმა როლები გაცვალეს და პირველმა თავურით გაიტანა მეორის პასით.

ახალკაცის სტატისტიკური მონაგარი მართლაც შთამბეჭდავია - გოლი და ორი საგოლე პასი ნებისმიერი რანგის მატჩში გამოსარჩევი მიღწევაა.

დარჩენილ დროში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის გადარჩენის რეალური შანსი აღარ მისცემია და იმის მიუხედავად, რომ ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშიათ, ვეტერინარებმა მაინც მარცხი იწვნიეს.

მასპინძელთა მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა არბიტრ ხვიჩა გაგნიძის მიმართ ემოციურად გამოხატეს უკმაყოფილება.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა მერაბ კოჭლაშვილის გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენას, "მეტალურგის" მთავარი საზრუნავი კი საქართველოს თასზე წარმატებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა