ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი საჭირო არ არის

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი საჭირო არ არის

სასწაული მოახდინა "მაიამი ჰიტმა" სან ანტონიოში - ჩემპიონმა ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის გარეშე დაამარცხა "სპურსი"
პატარა სასწაული მოახდინა "მაიამი ჰიტმა" სან ანტონიოში - ჩემპიონმა ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და მარიო ჩელმერსის გარეშე დაამარცხა "სპურსი", რომელმაც წელს მეხუთედ წააგო საკუთარ მოედანზე.

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ ერიკ სპოელსტრას ჰკითხეს – ცენტრალურ მატჩში სარეზერვო შემადგენლობის გამოყვანა ხომ არ იყო საპასუხო სვლა გრეგ პოპოვიჩის მოქმედებაზე, როცა მან ნოემბერში, "ჰიტის" წინააღმდეგ გასვლით მატჩში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დაასვენა. სპოელსტრამ უარყოფითი პასუხი გასცა. ასეა თუ ისე, სასტარტოს სამი ძირითადი კალათბურთელის გარეშე, "მაიამიმ" მოუგო დასავლეთის საუკეთესო გუნდს.

ფლორიდელთა დაცვამ შესანიშნავად ითამაშა ტონი პარკერის წინააღმდეგ, რომელმაც ბოლომდე ვერ იპოვა თავისი თამაში და 12-დან მხოლოდ 4 ტყორცნა მოათავსა კალათში. ბუნებრივია, პოპოვიჩს ასეთი შემთხვევისთვის თამაშის წარმართვის სხვა ვარიანტიც გააჩნია. ამჯერადაც "სპურსმა", რომელმაც მესამე მეოთხედში "მაიამის" რვა ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა, ეს ჩამორჩენა გააბათილა და ბოლოსკენ წინ გასვლაც მოახერხა.

თავიდან ძალიან წარმატებით შევიდა მოედანზე სტივენ ჯექსონი. შემდეგ კავაი ლეონარდმა და დენი გრინმა დაუბრუნეს შეხვედრას ინტრიგა, ბოლოს კი ტიმ დანკანმაც იყოჩაღა და სირენამდე წუთითა და 20 წამით ადრე სამი ქულით დააწინაურა თავისი გუნდი. ბოლოსკენ იყო მსაჯების შეცდომაც, რომლებმაც ჯარიმა მისცეს ლეონარდს, არადა, მან სუფთად ითამაშა დაცვაში კოულის წინააღმდეგ.

ამ უკანასკნელმა ორივე ჯარიმა გამოიყენა, საპასუხო შეტევაში კი ჰასლემმა ახალგაზრდობა გაიხსენა და შესანიშნავად დაიცვა თავი დანკანის წინააღმდეგ. მინუს ერთზე "ჰიტს" ბოლო შეტევისთვის 9 წამი ჰქონდა, მაგრამ ტაიმ-აუტები ამოეწურა.

ბუნებრივია, "სპურსის" კალათბურთელებმა დაცვაში ბატიესა და ალენის მეურვეობას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ დაივიწყეს კრის ბოში, რომელმაც "ღია" სამქულიანი ესროლა. ეს იყო მისი მესამე ზუსტი შორეული ტყორცნა მატჩში (ხუთი ცდიდან) და მე-19 სეზონში. რაც მთავარია, ამ სროლამ გამარჯვება მოუტანა "მაიამის".

საერთო ჯამში, ბოშმა ძალიან ძლიერი მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის ლიდერი გახდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა "ჰიტის" სნაიპერთა კარგი თამაში – ბატიემ, ალენმა და მილერმა 15-დან რვა სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორეული არტილერიის წყალობით მოიპოვა მესამე მეოთხედში უპირატესობა ფლორიდულმა კლუბმა.

"მაიამიმ" შეწყვიტა "სპურსის" შვიდმატჩიანი საშინაო მოგებათა სერია და დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ აღარ დათმობს პირველ ადგილს რეგულარულ ჩემპიონატში.

გასული სათამაშო დღის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა ნიუ იორკში – "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსი" "ბოსტონს" მასპინძლობდა.

მასპინძლებმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგეს და სეზონში მასამედ დაამარცხეს "კელტები". აღსანიშნავია, რომ "ნიქსმა" 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო სასეზონო სერია "სელტიქსს", რომლის ამჟამინდელი განაცხადი ავადმყოფთა სიას უფრო ჰგავს. სტუმრების მხრიდან წინააღმდეგობის მცდელობა ჰქონდათ ჯეფ გრინსა და პოლ პირსს, მაგრამ მასპინძლების დამრიგებელმა ვუდსონმა კარგად გაათამაშა თავისი მთავარი კოზირი – სამქულიანი სროლები.

"ნიუ იორკმა" 27-დან 14 შორეული ტყორცნის რეალიზება მოახერხა. ამასთან, შვიდმა ნიუიორკელმა ჩააგდო მინიმუმ ერთი შორეული სროლა.

ძალიან ძლიერად ითამაშეს მასპინძლების სათადარიგო მოთამაშეებმა. კრის კოუპლენდმა, სტივ ნოვაკმა და ჯეი არ სმიტმა ერთად 47 ქულა დააგროვეს. ამას დაემატა კარმელო ენტონის ჩვეული მაღალი დონის თამაში. "ნიუ იორკმა" შეძლო ამ მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადასვლა, "ბოსტონს" კი ჯერ არ აქვს გარანტირებული პლეი ოფში გასვლა, თუმცა ეს დროის საკითხია.

სან ანტონიო-მაიამი 86:88

24:22, 21:18, 19:31, 22:17

ს-ა: დანკანი (17+12 მოხსნა), ლეონარდი (17+11 მოხსნა), პარკერი (12+5 მოხსნა+8 პასი), გრინი (12), ჯეექსონი (11), სპლიტერი (7+10 მოხსნა).

მ: ბოში (23+9 მოხსნა), ალენი (14+5 პასი), კოული (13), მილერი (12+5 პასი).

ჩიკაგო-დეტროიტი 95:94

20:24, 33:33, 18:17, 24:20

ჩ: დენგი (28+9 მოხსნა), ბატლერი (16+5 ჩაჭრა), რობინსონი (16), ბუზერი (11+7 მოხსნა), გიბსონი (11+3 დაფარება), კუკი (10+6 მოხსნა).

დ: სტაკი (25), მონრო (18+10 მოხსნა), ვილანუევა (14+5 მოხსნა), კალდერონი (11+5 პასი), დრამონდი (8+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-კლივლენდი 112:92

23:21, 25:28, 36:24, 28:19

ნ-ო: ვასკესი (25+9 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (23+6 მოხსნა), დევისი (17+13 მოხსნა), რობერტსი (15), გორდონი (14+6 პასი).

კ: ირვინგი (31+6 პასი), ტომპსონი (12+10 მოხსნა), ელინგტონი (12), სპეიტსი (12), ლივინგსტონი (11).

ვაშინგტონი-ტორონტო 109:92

27:25, 33:25, 30:26, 19:16

ვ: ბილი (24), ოკაფორი (19+10 მოხსნა), უოლი (18+6 მოხსნა+10 პასი), სერაფინი (13), არიზა (10+8 მოხსნა).

ტ: ვალანჩუნასი (18+10 მოხსნა), ლოური (15+7 პასი), დეროზანი (15+6 მოხსნა), გეი (11), ტელფეირი (10), ჯონსონი (8+12 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბოსტონი 108:89

28:23, 37:25, 21:21, 22:20

ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა), კოუპლენდი (22+5 მოხსნა), ფელტონი (18), სმიტი (15+12 მოხსნა), შამპერტი (10), ნოვაკი (10).

ბ: გრინი (27), პირსი (24+15 მოხსნა+5 პასი), ჯორ. კროუფორდი (10), ლი (10).

კობი მალე გადაწყვეტს

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.

ბრაიანტი, რომელიც ორი დღის წინ NBA-ს ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა, რჩევას ჰკითხავს ოჯახს და ამის შემდეგ მიიღებს კარიერის დასრულების ან "ლეიკერსთან" კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვეტილებას.

ბრაიანტის მოქმედი კონტრაქტი 2013-14 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ჯინობილი ხანგრძლივად დაისვენებს

"სან ანტონიო სპურსის" მცველმა მანუ ჯინობილიმ, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გამოტოვოს მარცხენა ფეხის დაზიანების გამო. არგენტინელმა ტრავმა გასულ პარასკევს მიიღო "კლიპერსთან" მატჩში.

"სამწუხაროდ, ჯინობილის დაბრუნების თარიღი არა დღეებით, არამედ კვირებით იზომება. ეს დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა ტექსასელთა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა ჩემბერლენის მიღწევა გააუმჯობესა

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა