პაულო დი კანიოს დანიშვნიდან რამდენიმე საათში, პროტესტის ნიშნად, ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მილიბენდი გადადგა: ფაშისტთან ვერ ვიმუშავებო
"მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგების შემდეგ მარტინ ონილი "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს. მისი მემკვიდრის საპოვნელად კლუბის ხელმძღვანელობას 24 საათზე მეტი არ დასჭირდა. კვირას, გვიან ღამით, გუნდი 44 წლის იტალიელ პაოლო დი კანიოს ჩააბარეს.

სკანდალისტი იტალიელი "შავ კატებს" 2015 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს. მან გუნდს პირველად უკვე უხელმძღვანელა ვარჯიშზე. "პაოლო აღფრთოვანებული შეხვდა იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ წინაშე დგას. მას სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოჰკიდოს საქმეს ხელი. დარჩენილ თამაშებში რაც შეიძლება მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, გუნდში პაოლოს მოსვლის შემდეგ ამის შანსი ბევრად უფრო მეტია," - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ელის შორტმა.

შეგახსენებთ, რომ დი კანიო რამდენიმე დღის წინ "რედინგში" ბრაიან მაკდერმოტის შემცვლელად განიხილებოდა. მასზე უარი "არისტოკრატთა" ბოსმა ანტონ ზინგარევიჩმა თქვა.

აქტიური საფეხბურთო კარიერა პაოლო დი კანიომ რამდენიმე სახელოვან კლუბში გაატარა, მათ შორის - "ლაციოში", "ნაპოლიში", "იუვენტუსსა" და "მილანში". 1996 წელს მან ბრიტანეთს მიაშურა, სადაც საერთო ჯამში 8 სეზონი ითამაშა და ისევ სამშობლოს დაუბრუნდა. 2011 წელს მან სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 1,5 წელიწადი ლიგა ერთის "სუინდონს" წვრთნიდა, საიდანაც ამა წლის თებერვალში დაითხოვეს.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კლუბმა დი კანიოსა და მის ასისტენტებს ბაზაზე უკანონოდ შეღწევაში დასდო ბრალი. საბოლოოდ აპენინელები სისხლის სამართლებრივ დევნას გადაურჩნენ. ეს სკანდალი არც პირველი იყო დი კანიოს ცხოვრებაში და გარწმუნებთ, არც უკანასკნელი იქნება. მას სხვანაირად, უბრალოდ, არ შეუძლია.

... და პირველი სკანდალიც სანდერლენდში

სწორედ მისი იმიჯის დამსახურებაა, რომ BBC-ის ცნობით, "სანდერლენდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა. როგორც ჩანს, პოლიტიკოსს არ სურს, მისი სახელი ასოცირდებოდეს ადამიანთან, რომელსაც ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის ტატუ აქვს. აქვე მოკლედ აგიღწერთ მისი კარიერის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს:

"იუვენტუსში" ასპარეზობისას ფიზიკურად გაუსწორდა ჯოვანი ტრაპატონის. "მაესტროს" ხელი ისე ჰკრა, რომ ის რამდენიმე მეტრში სპორტულ ჩანთებზე დაეცა. "სკუადრა აძურაში" დანიშვნის შემდეგ კი ტრაპმა თქვა, რომ პაოლოს იმ შემთხვევაშიც არ მიიწვევდა, თუკი უცნობი ვირუსი სერია A-ში მოთამაშე ყველა იტალიელ თავდამსხმელს იმსხვერპლებდა.

დი კანიოს ძველი ცოდვები

"შეფილდ უენსდიში" დი კანიომ იუკადრისა როი ატკინსონის ბრალდება არაპროფესიონალიზმსა და დაუმსახურებლად მაღალ ხელფასზე. ამის გამო მან მთელი გუნდის თვალწინ მწვრთნელს გასახდელში საქმე გაურჩია და შეახსენა, რომ ის ყოველდღიურად იმასაც კი არ კადრულობდა, რომ გუნდის ვარჯიშისთვის ეხელმძღვანელა და ამ საქმეს ასისტენტებს ავალებდა. მოგვიანებით პაოლო იხსენებდა, რომ მან ამით გუნდს დიდი სამსახური გაუწია და კიდევ ერთხელ შელახულ საკუთარ იმიჯს სწორედ ამის გამო არ დაეძებდა.

იმავე "შეფილდში" ასპარეზობისას, "არსენალთან" მატჩისას, მას პატრიკ ვიეირასა და მარტინ კიოუნთან შელაპარაკება მოუვიდა. უკანასკნელი მას ოდნავ შეეხო, რის გამოც პაოლომ ჩხუბი ატეხა. არბიტრმა პოლ ელკოკმა მას წითელი ბარათი უჩვენა. ამან ჩვენი გმირი წყობილებიდან გამოიყვანა და მსაჯს ხელი ჰკრა. საფეხბურთო ასოციაციამ მას 11-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

"ვესტ ჰემი"-"ასტონ ვილას" შეხვედრაზე დევიდ ჯეიმსმა მას სიმულაციაში დასდო ბრალი. დი კანიო კი ადგა და ამის გამო მას მატჩის შემდგომ კომენტარში "დებილი" და "კრეტინი" უწოდა. ყველასდა გასაოცრად, ისინი მალე შერიგდნენ.

დაბოლოს, ყველას ახსოვს 2005 წელს სააგენტო ანსა-სთვის გაკეთებული ცნობილი კომენტარი: "მე ფაშისტი ვარ, მაგრამ არ ვარ რასისტი".

მაგრამ იყო ესეც...

სკანდალები და გაუგებრობები ერთია, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს დი კანიოს ის საქციელიც ახსოვს, რის გამოც მას "ფეარ პლეის" სპეციალური პრიზი გადასცეს. 2000 წელს, "ევერტონი"- "ვესტ ჰემის" შეხვედრის ბოლო წამებზე, მან საკუთარი გუნდის შეტევა გააჩერა, როცა დაინახა, რომ მეტოქის მეკარე მინდორზე გონებადაკარგული იწვა. მისი თქმით, ამით უძვირფასესი წამები დაიზოგა, რამაც ექიმებს ფეხბურთელისთვის დროული დახმარების აღმოჩენის საშუალება მისცა. "გუდისონ პარკი" მას ამ საქციელის გამო ფეხზე წამოუდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"სანდერლენდის" ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, რადგან "ფაშისტ" პაულო დი კანიოსთან ვერ იმუშავებს

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები