ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

რა მოხდება ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" თავს

რა მოხდება ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" თავს

ბევრი გარკვეულია, უფრო მეტი გასარკვევი...
"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამართა და ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდის გულშემატკივართა ყურადღება სწორედ "ბაიერნთან" დუელზეა გადატანილი. თუმცა გვსურს, "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული საინტერესო მასალა შემოგთავაზოთ, სადაც "იუვეს" საზაფხულო გეგმებზეა ლაპარაკი. ჯერ წამსვლელებსა და შესაძლო წამსვლელებზე ვთქვათ, შემდეგ კი მისასვლელებზე...

ვინ დატოვებს იუვეს?

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში ტურინულ გრანდს ნიკლას ბენდტნერი (25 წლის) დატოვებს. დანიელი ფორვარდი "იუვენტუსმა" ლონდონის "არსენალისგან" ინათხოვრა და მის გამოსასყიდად რომ არაფერს გაიღებს, ცხადზე უცხადესია. ბენდტნერის ტურინულ კარიერას მსუყე წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარია მოახდინა. მოკლედ, ნიკლასი ლონდონში დაბრუნდება.

იანვარში ნიკოლას ანელკას (34 წლის) სახით ტურინს კიდევ ერთი ტურისტი შეემატა, რომელიც პიემონტის დედაქალაქს ზაფხულში დატოვებს. ანტონიო კონტე ანელკას ჯერჯერობით ვერაფერში იყენებს და დიდი ალბათობით, ვერც მომავალში გამოიყენებს. მოკლედ, ანელკაც დატოვებს "იუვეს" და ალბათ ჩინეთში დაბრუნდება.

წყალი არ გაუვა, რომ ტურინული გრანდი ვინჩენცო იაკვინტასაც (33 წლის) შეელევა. ვეტერანი ფორვარდის გაშვება კონტეს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა ტურინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდებოდათ.

მთელი სეზონია, ვინჩენცო განაცხადშიც კი ვერ ხვდება, თუმცა ოფიციალურად დღემდე "იუვეს" ფეხბურთელია. ზაფხულში ვინჩენცო თავისუფალი აგენტი ხდება და ტურინელები რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ შესთავაზებენ, ცხადია.

მოკლედ, სამი ფეხბურთელი ისე გავუშვით, რომ მასში "იუვენტუსს" ცენტიც არ მიუღია. ვინ შეიძლება გაყიდონ ტურინელებმა? – მაგალითად, პაოლო დე ჩელიე (26 წლის), რომელიც კვადვო ასამოას ჩრდილშია მოქცეული და მის გადაბირებას "ვოლფსბურგის" მესვეურები ლამობენ. ბოლო ინფორმაციით, პაოლო გერმანიაში წასვლის წინააღმდეგი არაა და დიდია შანსი, გარიგება შედგეს. სატრანსფერო თანხად კი 6 მილიონი ევრო სახელდება.

ზაფხულში "იუვენტუსი", შესაძლოა, ლუკა მარონემაც (23 წლის) დატოვოს – ახალგაზრდა მცველს სათამაშო პრაქტიკა აკლია და უკვე ითქვა, რომ მისი გადაბირება "ფიორენტინასა" და "ჯენოას" სურთ.

ყველაზე დიდ ინტერესს არტურო ვიდალის (25 წლის) ბედი იწვევს, რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული. სამხრეთამერიკელის გადაბირება მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენის" და მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურებს სურთ. ლაპარაკია 30-35 მილიონ ევროზე, რომელზე უარის თქმაც ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ.

ლორენტე + სავარაუდო შენაძენები

ჯერ კიდევ იანვარში გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას ფერნანდო ლორენტე (28 წლის) დაიცავს. ბევრის აზრით, ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი ზუსტად ის სუპერფორვარდია, რომელიც ტურინულ გრანდს აგერ, უკვე რა ხანია, აკლია, მაგრამ ბევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მოკლედ, ლორენტესთან დაკავშირებით, მოლოდინები სხვადასხვაგვარია და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მომდევნო სეზონის ბატალიებს.

ითქვა იმაზეც, რომ ლორენტეს ტრანსფერის მიუხედავად, ტურინელები აგრძელებენ სუპერფორვარდის ძებნას და ლუის სუარესზე (26 წლის) უჭირავთ თვალი. იტალიური სპორტული პრესის მტკიცებით, ტურინელები ლუისს სეზონურად 9 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ანუ ჯანლუიჯი ბუფონის ჯამაგირზე 3 მილიონით მეტს. მოკლედ, სუარესიც ტურინელთა სამიზნეშია და თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ "ლივერპულიდან" აბარგებაზე ფიქრობს.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის (31 წლის) ტურინში შესაძლო გადასვლის შესახებ... როგორც ამბობენ, შვედს დიდად არ მოსწონს პარიზი და იტალიაში დაბრუნება უნდა, მიზეზად კი ოჯახურ პრობლემებს ასახელებს. ზლატანს ტურინში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია.

არის შანსი, ზაფხულში "იუვემ" ჩირო იმობილე (23 წლის) და მანოლო გაბიადინი (21 წლის) დაიმატოს – ორივეს სატრანსფერო უფლებების ნახევარს "ვეკია სენიორა" ფლობს და სურვილის შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტას მათი გადაბირება არ გაუჭირდება.

ლაპარაკია გაბრიელ პალეტას (27 წლის) ტრანსფერზეც, რომელიც "პარმაში" დაცვის ცენტრში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში "იუვეს" დაცვაში არაერთხელ შეექმნა პრობლემა, რაც უკანახაზელთა ტრავმებით გახლდათ განპირობებული... ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის შემცვლელი ტურინელებს, ფაქტობრივად, არ ჰყავთ და კონტე თურმე ამაზეც ზრუნავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბიანკონერი" შესაძლოა არტურო ვიდალმა დატოვოს და რა გასაკვირია, რომ პიემონტელები მის შესაძლო შემცვლელზეც ფიქრობდნენ. კანდიდატი ორია: მარკო ვერატი (20 წლის) პსჟ-დან და ანდრეა პოლი (23 წლის) "სამპდორიადან".

ვერატი ფრანგებს არ ეთმობათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი... პოლი "ინტერში" დაბრუნებას არ აპირებს და კარიერის გაგრძელება სხვა გრანდში სურს, რაც "იუვეს" შანსია. ერთი სიტყვით, ზაფხულში "ვეკია სენიორას" მესვეურებს ბევრი საქმე ექნებათ, დანარჩენი კი მათ მარიფათზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXX ტური: ტურინული ვენდეტა მილანში [VIDEO]

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

წყალტუბოს "სამგურალს" ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა