ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის წინ
ფათიჰ თერიმს რომ ჰკითხოთ, "გალათასარაის" ნებისმიერი გრანდის გამწარება შეუძლია - მათ შორის, თვით მადრიდის "რეალისაც".

თურქულ კლუბს ჟოზე მოურინიოც სერიოზულად უყურებს და შეგირდებს აფრთხილებს, ემანდ, "გალათასარაი" თვალში არ გეპატარავოთო.

ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ "რეალი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ... საქმეც სწორედ ამ "მაგრამშია" - "გალათასარაი" არის გუნდი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს თვით "რეალის" განაწყენებაც ხელეწიფება. მარტო იმიტომ კი არა, რომ თურქებმა ვესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა გადაიბირეს, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ბრძოლა, თავდადება და "თავს ზემოთ ძალის" გამოვლენა "გალას" სისხლში აქვს გამჯდარი.

"რეალის" ამოცანა ამ მატჩის მინიმუმ მშრალად მოგება, მაქსიმუმ კი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისეთი ანგარიშის დაფიქსირებაა, რომელიც მადრიდელებს საპასუხო მატჩისთვის მშვიდად ლოდინის უფლებას მისცემს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს ან არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მთელი საფეხბურთო ევროპა თანხმდება იმაზე, რომ "რეალს" წილისყრაზე გაუმართლა.

ლოგიკურად, მიუხედავად ყველაფრისა, "გალათასარაიმ" "სამეფო გუნდს" პრობლემები ვერ უნდა შეუქმნას, მაგრამ ფეხბურთი ლოგიკას ყოველთვის არ ექვემდებარება და თანაც, "გალათასარაიც" არ არის ერთი ჩვეულებრივი გუნდი. ფათიჰ თერიმის სამწყსოს საშუალო რანგის ევროპულ გუნდზე უკეთეს სტატუსს ვერ მივანიჭებთ. "გალა" თავისი ისტორიით, სულისკვეთებით და ფანებით ისეთი საშუალო რანგის კლუბია, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერის გამწარება შეუძლია.

პირველი მატჩი მადრიდშია და თუ ამ ფორმაციის "გალათასარაის" მართლაც ხელეწიფება სერიოზული წარმატების მიღწევა, ეს 3 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გამოჩნდეს.

ვარაუდები იქით იყოს და ფაქტია, რომ თურქები მადრიდში ერთობ თავდაჯერებულები და საბრძოლო განწყობით ჩავიდნენ. თერიმი და მისი შეგირდები თავს უიმედო აუტსაიდერად არ მიიჩნევენ, თუმცა "გალათასარაის" არც "რეალის" მესვეურები უყურებენ აგდებით.

მოურინიოც ამბობს, რომ "გალა" ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა, მაგრამ ჟოზეს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და თანაც, "რეალი" საკუთარ მოედანზე უძლეველი ჩანს. მადრიდელებს იკერ კასილიასიც გამოუჯანმრთელდათ, მაგრამ ჟოზე უპირატესობას ამ ეტაპზე ისევ დიეგო ლოპესს ანიჭებს.

"რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა გასულ უქმეებზე, "სარაგოსასთან" მატჩში (რომელიც "სამეფო გუნდმა", სხვათა შორის, ვერ მოიგო - 1:1) ჩაბი ალონსო, სამი ხედირა, მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია დაასვენა.

აღსანიშნავია, რომ ხედირა, დი მარია და იოზილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ...

თერიმს მარტო ერთი ფეხბურთელი აკლია

პრინციპში, თერიმსაც უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ტომაშ უიფალუშის ტრავმას, რომლის არყოფნა "გალათასარაის" დაცვის ხაზისთვის სერიოზული დანაკლისია. თუმცა თერიმს უიფალუში მერვედფინალში, "შალკესთან" შეხვედრებშიც აკლდა, მაგრამ "გალამ" გელზენკირხენული კლუბის ბარიერი მის გარეშეც დაძლია.

თურქები აუტსაიდერის როლს არ ეგუებიან, თუმცაღა აღიარებენ, რომ "რეალი" "გალათასარაიზე" გაცილებით ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადრიდელთა წინააღმდეგ უშანსოდ ვართო.

თერიმის გუნდის იმედი ბრძოლისუნარიანობა და ის თავდადებაა, რაც "გალათასარაის" ოდითგანვე მოსდგამს. ჩვენი მეზობლების აზრით, თუ "გალამ" შეძლო და "რეალის" ბარიერი დაძლია, ფინალამდეც მივა.

"რეალთან" წარმატების მიღწევა შეუძლებელი არ არის. შეუძლებელი, საერთოდ, არაფერია! "რეალი" დიდი გუნდია, მაგრამ არც "გალათასარაია" პატარა გუნდი. ბრძოლით, შრომით და თავდადებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეიძლება," - ეს ჰამით ალთინთოფის სიტყვებია.

მოკლედ, "გალათასარაი", ტრადიციულად, ძალიან მოტივირებულია...

რეალი ბერნაბეუზე უძლეველია

"რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 37-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქედან 30 თამაში მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდელებს 18 გოლი აქვთ გატანილი, რაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ "გალათასარაის" უკანახაზელებს დიდი ჯაფა მოელით. ამ 18 გოლიდან 8 კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა და სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ამდენივე გოლი აქვს "გალას" გოლეადორ ბურაქ ილმაზსაც, რომელზეც თერიმი დღესაც უდიდეს იმედებს ამყარებს.

საინტერესოა "რეალისა" და "გალათასარაის" ურთიერთშეხვედრების ისტორიაც. 2001 წელს ეს გუნდები ერთმანეთს ასევე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შეხვდნენ - სტამბულში "რეალი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "გალამ" უმით დავალას, ჰასან შაშისა და მარიო ჟარდელის გოლებით თამაშის შეტრიალება შეძლო, მადრიდში კი "რეალმა" მარადიულად ამბიციური თურქული გრანდი 3:0 გაანადგურა.

კრიშტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ "რეალს" "გალათასარაისთან" იოლი მატჩები არ ელის და თურქული კლუბიდან ყველაზე მეტად ბურაქ ილმაზს აფასებს:

"გალათასარაიდან" ყველაზე სახიფათო ბურაქ ილმაზია, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. მას არაფრისგან შეუძლია გოლის შექმნა, თუმცა ჩვენი მცველები მხოლოდ ბურაქზე არ უნდა იყვნენ კონცენტრირებულები", - უთხრა რონიმ ჩვენს ესპანელ კოლეგებს.

სნეიდერი: ჟოზე ჩემი მეორე მამაა!

3 აპრილის მატჩში ყურადღების ცენტრში "გალას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი მოექცევა - მას "რეალშიც" უთამაშია და ჟოზე მოურინიოსაც კარგად იცნობს.

"რეალში" გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. პირველ სეზონში კარგად ვთამაშობდი - ჩემპიონები გავხდით და ყველაფრით ბედნიერი ვიყავი. მეორე სეზონში კი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მადრიდი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. იქ დღემდე არაერთი მეგობარი მყავს, - აცხადებს 28 წლის სნეიდერი "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მოურინიოს ჩემს მეორე მამას ვეძახი. ჟოზე ის კაცია, ვინც "ინტერში" ბოლომდე მენდო და მართლა შვილივით მექცეოდა. სწორედ მისი დამსახურებაა, ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგე. მოურინიო არა მარტო გენიალური მწვრთნელი, არამედ დიდი ადამიანიცაა".

სნეიდერი იმედოვნებს, რომ "გალათასარაი" მადრიდში ერთ გოლს მაინც გაიტანს და იმდენს არ გაუშვებს, რომ საპასუხო მატჩს აზრი დაეკარგოს:

"ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 15-წუთიანი მოშვებაც კი კატასტროფის ტოლფასია. როგორმე საიმედო შედეგს უნდა მივაღწიოთ, საპასუხო მატჩში კი ჩვენი განუმეორებელი ფანების იმედიც გვექნება".

"რეალს" საიდუმლოებები არ გააჩნია. ექვსი წლის ბავშვიც კი გეტყვით, როგორ თამაშობს "რეალი", - აღნიშნა 2 აპრილს პრესკონფერენციაზე "გალას" 59 წლის მწვრთნელმა თერიმმა, - ჩვენ არა მარტო მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელსაც ვხვდებით და ეს მძიმე ბრძოლა იქნება".

აქვე გეტყვით, რომ "გალათასარაის" ხელმძღვანელები "რეალის" გამოგდების შემთხვევაში თითოეულ ფეხბურთელს 25 000 ევროს ოდენობის პრემიას დაპირდნენ...

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი

რეალი-გალათასარაი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, სემიჰი, ნუნკეუ, რიერა - სელჩუკ ინანი, ფელიპე მელო, ჰამით ალთინთოფი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ურთიერთშეხვედრები

18.04.2001

რეალი-გალათასარაი 3:0

გოლები: 1:0 რაული (15), 2:0 ივან ელგერა (28), 3:0 რაული (37)

03.04.2001

გალათასარაი-რეალი 3:2

გოლები: 0:1 ივან ელგერა (33), 0:2 მაკელელე (42), 1:2 უმით დავალა (47-პენ), 2:2 ჰასან შაში (65), 3:2 ჟარდელი (75)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბურაქ ილმაზი: სადაც "რეალს" ვაჯობებთ, იქ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს