NextGen Series. 1/2-ფინალი და ფინალი
დასრულდა ისტორიაში მეორე "მომავალი თაობის სერია", რომლის გამარჯვებულიც ბირმინგემის "ასტონ ვილა" გახდა. "ოთხთა ფინალი" იტალიის ქალაქ კომოში გაიმართა, სადაც 3 ინგლისური და ერთი პორტუგალიური გუნდი ჩავიდა.

1/2-ფინალები ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. "ჩელსი" "არსენალს" 3:1-ს უგებდა, მაგრამ ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაუშვა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვების მომტანი გოლი ლუის ბეიკერმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალში "ასტონ ვილამ" ლისაბონის "სპორტინგს" ასევე დამატებით დროში მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემელებს არ ჰყავდათ მაიკლ დრენანი, რომელმაც ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან მომენტში გამოაკლდა. საბოლოოდ, გუნდის ლიდერობა კიდევ ერთმა ირლანდიელმა, გრემ ბურკმა იტვირთა, ვინც ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და "ჩელსის" შოტლანდიელ ტალანტ ისლამ ფერუზთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი NextGen Series-ის გამარჯვებული მილანის "ინტერი" გახდა, რომელსაც ანდრეა სტრამაჩონი ხელმძღვანელობდა, გუნდის ლიდერები კი სამუელ ლონგო, ალფრედ დუნკანი, ლორენცო კრისეტიგი, მარკო ბენასი და მარკო ლივაია იყვნენ.

1/2-ფინალი

ჩელსი-არსენალი 4:3 დ.დ.

გოლები: 0:1 აკპომი (16), 1:1 ფერუზი (52), 2:1 ბეიკერი(62), 3:1 ბოგა (65), 3:2 აკპომი (89), 3:3 გნაბრი (90), 4:3 ბეიკერი (116).

ასტონ ვილა-სპორტინგი 3:1 დ.დ.

გოლები: 1:0 ბურკი (55), 1:1 სტოიანოვიჩი (68), 2:1 გრეალიში (91), 3:1 კარუთერსი (105).

მატჩი მესამე ადგილისთვის

არსენალი-სპორტინგი 1:3

გოლები: 1:0 აისფელდი (27), 1:1 იანკო (34), 1:2 სემედო (55-პენ), 1:3 ესგაიო (72).

ფინალი

ჩელსი-ასტონ ვილა 0:2

გოლები: 0:1 ბურკი (49-პენ), 0:2 ბურკი (90-პენ).

ჩელსი: ბინი, კრისტიენსენი, დეივი (75. კოლკეტი), პაპოე, რაიტი, აკე, კივომია, ლოფტუს-ჩიკი (70. ჰანტი), ფერუზი, ბეიკერი, ბოგა.

ასტონ ვილა: უოტკინსი, უები, კინსელა, კოლდერი, დონასიენი, ლუისი, ბარტონი, კარუთერსი, რობინსონი, ბურკი, გრეალიში.

გაძევება: კივომია (89. ჩელსი).

ბომბარდირები: 7 – გრემ ბურკი (ასტონ ვილა), ისლამ ფერუზი (ჩელსი); 6 – მაიკლ დრენანი (ასტონ ვილა); 5 – კონორ კოადი (ლივერპული), შაკილ კულთირსტი (ტოტენჰემი), კარლოს მანე (სპორტინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NextGen Series. 1/4-ფინალი: "სპორტინგი" ინგლისელთა ალყაში

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს