"ნიუელსმა" მაქსი როდრიგესის გოლით მოიგო
ტორნეო ფინალის მე-7 ტურში ოთხი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. აქედან ორი სანახაობრივი და კარგი საყურებელი გამოდგა, ორი კი მოსაწყენი. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ ტურში პირველი გამარჯვებები მოიპოვეს "კოლონმა" და "არხენტინოს ხუნიორსმა", გუნდებმა, რომლებმაც ამ სეზონში უკვე მოასწრეს მწვრთნელის შეცვლა...

დერბიმ იმედები გაამართლა

"ინდეპენდიენტეს" და "ბოკა ხუნიორსის" 195-ე დაპირისპირება ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მოგეხსენებათ, "ინდეპენდიენტეს" გავარდნა ემუქრება და ქულები ჰაერივით ესაჭიროება, "ბოკას" კი ჩემპიონატში მოტივაცია აღარ შერჩა, რადგან ცუდი სტარტის შემდეგ გასაგები გახდა, რომ გუნდი ტორნეო ფინალში გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლებდა. ამ შეხვედრას კარლოს ბიანკის გუნდი 5-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა, "ინდეპენდიენტეს" კი ბოლო სამი მატჩი არ ჰქონდა მოგებული.

შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ამერიკო გალიეგოს გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ მასპინძლებს ხან არ უმართლებდათ, ხან კი შესანიშნავად თამაშობდა აგუსტინ ორიონი, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლუსიანო ლეგისამონმა - 30 წლის ფორვარდმა, რომელმაც თავის დროზე სარანდის "არსენალის" გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მე-12 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც დანიელ მონტენეგრომ ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, ლეგისამონის აქტიურობას კრისტიან სელაის გაძევება მოჰყვა - "ბოკას" მცველმა მასპინძელთა შემტევი ხელით დაიჭირა, არბიტრმა კი წესების დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, ბიანკის გუნდს შეტევაზე უარი არ უთქვამს და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს - ხუან სანჩეს მინიოს რეიდის და პასის შემდეგ სანტიაგო სილვამ თავით გაიტანა.

შეხვედრის მეორე ტაიმში იგივე სცენარი ვიხილეთ: "ინდეპენდიენტე" უტევდა, უამრავ მომენტს ქმნიდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. საბოლოოდ, მასპინძლებს ისევ ლეგისამონმა უშველა, რომელმაც საოცარი დაფარული პასით, მეკარესთან პირისპირ ერნესტო ფარიასი დატოვა. "ბოკას" მუდმივმა გამამწარებელმა ამჯერად გატანა ვერ მოახერხა, რადგან კვლავ ბრწყინვალე იყო ორიონი, თუმცა ბურთი იქვე მყოფ კლაუდიო მორელს მიუვიდა და პარაგვაელმა ზუსტად დაარტყა, 1:1.

საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა და "ინდეპენდიენტეს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ორი გუნდია ისეთი, ვისაც უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია: "ბოკა ხუნიორსი" და "ინდეპენდიენტე". ამ ორ გუნდს ჯამში ლიბერტადორესის თასი 13-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ დიდი შანსია, სეზონის ბოლოს, ერთადერთ დაუქვეითებელ გუნდად "ბოკა" დარჩეს.

კარგი და ცუდი მნიშვნელოვანი მატჩები

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამ ტურში ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა "ლანუსსა" და "კილმესს" შორის შედგა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თავიდან სტუმრები ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ვინაიდან 31-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდნენ, დაღლა დაეტყოთ, რითაც ლიდერმა ისარგებლა და 3-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა.

მორიგი ბურთი შეაგდო სილვიო რომერომ, რომელიც ბომბარდირთა დავაში ემანუელ ჟიგლიოტის და იგნასიო სკოკოს წამოეწია.

მოსაწყენი მატჩები გაიმართა "მონუმენტალზე" და "პედრო ბიდეგაინზე". "რივერი" და "ველესი" გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, "სან ლორენსომ" კი ხუან ანტონიო პიცის ხელში მხოლოდ მესამე მარცხი განიცადა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მაქსი როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც იგნასიო სკოკოს შესანიშნავი გადაცემა შეირგო, მეკარესთან პირისპირ დარჩა და პაოლო მილიორეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

"ნიუელს ოლდ ბოისმა" ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და ხერარდო მარტინოს გუნდი "ლანუსს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზეა მარტინ პალერმოს გაწვრთნილი "გოდოი კრუსი" - მენდოსელებმა მაურო ობოლოს დუბლის ხელშეწყობით სან ხუანიდან სამი ქულა წაიღეს.

ტორნეო ფინალი. VII ტური

კოლონი-ტიგრე 3:2

გოლები: 1:0 კურუჩეტი (11), 2:0 პრედიგერი (18), 2:1 მახიოლო (23), 2:2 მახიოლო (28), 3:2 ჟიგლიოტი (87).

გაძევება: მ. რომერო (65. კოლონი), გ. დიასი (84. ტიგრე).

ბელგრანო-არსენალი 1:1

გოლები: 1:0 ლოლო (36), 1:1 ბრაგიერი (64).

არ. ხუნიორსი-ოლ ბოისი 1:0

გოლი: 1:0 ანანგონო (50).

ესტუდიანტესი-რასინგი 0:1

გოლი: 0:1 კამპორა (88).

ინდეპენდიენტე-ბოკა 1:1

გოლები: 0:1 ს. სილვა (39), 1:1 მორელი (63).

გაძევება: სელაი (16. ბოკა ხუნიორსი).

სან მარტინი-გოდოი კრუსი 2:3

გოლები: 0:1 ობოლო (10), 1:1 ნ. სანჩესი (20-საკ. კარში), 2:1 დ. ლედესმა (32), 2:2 დ. რამირესი (63), 2:3 ობოლო (82).

ატლ. რაფაელა-უნიონი 1:0

გოლი: 1:0 დ. ვერა (31).

სან ლორენსო-ნიუელსი 0:1

გოლი: 0:1 მაქსი როდრიგესი (37).

ლანუსი-კილმესი 2:2

გოლები: 0:1 ობერმანი (6), 0:2 ელისარი (52), 1:2 სილვიო რომერო (59), 2:2 გ. პისარო (62).

გაძევება: მანსილია (31. კილმესი).

რივერი-ველესი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 5 – ჟიგლიოტი (კოლონი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), სილვიო რომერო (ლანუსი); 4 – პერეს გარსია (ტიგრე), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.

14. არ. ხუნიორსი 102 127 1.245

15. სან ლორენსო 102 126 1.235

16. ატლ. რაფაელა 64 79 1.234

17. კილმესი 25 30 1.200

18. ინდეპენდიენტე 102 115 1.127

19. სან მარტინი 64 68 1.063

20. უნიონი 64 65 1.016

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორნეო ფინალი. VI ტური: "ბოკამ" და "ველესმა" ისევ ვერ მოიგეს

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა