როცა ლეო მესის ჯადოსნური წრე შეიკრა
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ დიეგო ლოპესის "ამოგდება" შემადგენლობიდან "რეალის" კაპიტანსა და ლეგენდას, იკერ კასილიასს ძალიან გაუჭირდება და მართალიცაა - ბოლო ტურის მაგალითზეც შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ "სევილიადან" მშობლიურ კლუბში დაბრუნებული ლოპესი ბრწყინვალე ფორმაშია.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "სელტასთან" 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. მან კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე პასი. მის წინააღმდეგ 2-ჯერ იუხეშეს. მესი თამაშგარე მდგომარეობაში ერთხელ მოხვდა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სარაგოსასთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში. მან 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი. რონალდოს წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს წესები, ის 3-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

მესის უპირატესობა საგოლე პასი და ამ ტურში დამყარებული საოცარი რეკორდია - ზედიზედ 19 ტურში პრიმერას ყველა მეტოქის წინააღმდეგ გაიტანა. ასე რომ, არგენტინელი კიდევ უფრო დაწინაურდა ჩვენს "ტურნირში" - 14:9.

იცით თუ არა, რომ...

* 2013 წელს ლიონელ მესის ანგარიშზე ყველა ოფიციალურ მატჩში 22 გოლია.

* 2013 წელს კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე ყველა ოფიციალურ მატჩში 21 გოლია.

* 2013 წელს რადამელ ფალკაოს ანგარიშზე ყველა ოფიციალურ მატჩში 9 გოლია.

ტურის ფრაზები

აბელ რესინო: "ყველაზე მეტად ჩემი გუნდის თამაშში ის მომეწონა, რომ მათ იოტისოდენა შიშიც კი ვერ შევატყვე "ბარსელონასი", - "სელტას" თავკაცი "ბარსელონასთან" 2:2-ის თამაშის შემდეგ.

მანოლო ხიმენესი: "იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და მის კარში აშკარა პენალტი არ დაგვიდეს, ფრე პოზიტიურ შედეგად მიმაჩნია", - "სარაგოსას" თავკაცი "რეალთან" 1:1-ის შემდეგ.

ერნესტო ვალვერდე: "ვალენსიას" მხოლოდ კარში დარტყმები დააკლდა", - მეტად "უმნიშვნელო" დეტალი დაჰკლებია "ღამურებს".

დიეგო სიმეონე: "თუ ვერ იგებ, შემდეგი ნაბიჯი ფრეა", - "ატლეტიკოს" თავკაცი "ბრძენი კინა-ლოკოს" ლოგიკით.

ლიონელ მესი: "რეკორდი კარგია, მაგრამ რაც ნამდვილად მწყუროდა, ეს მოგებაა", - "სელტასთან" ისტორიული გოლის გატანის შემდეგ.

მარსელო ბიელსა: "მე ბოდიში მოვუხადე მუნიაინს", - "ბილბაოს" არგენტინელმა თავკაცმა მეორე ტაიმში სათამაშოდ შეიყვანა იკერ მუნიაინი, შემდეგ კი შეცვალა.

ტურის საუკეთესო გოლი

პედრო მორალესი (მალაგა) "რაიო ვალეკანოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ლიონელ მესი (ბარსელონა) საგოლე პასი კრისტიან ტელიოს.

ტურის სტატისტიკა

27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 2 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 5 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 51 ყვითელი, 1 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: კიკე სოლა (ოსასუნა).

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტი (ბილბაო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 38 000 - "ვისენტე კალდერონი"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 300 - "ტერესა რივერო"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 25 - სევილია

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - დეპორტივო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - ატლეტიკო

ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ვალიადოლიდი

ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - რეალი

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 71% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები

ლელოს ვერსიით. 3-4-3

მე-12 ფეხბურთელი: არიც ადურისი (ბილბაო)

ლეო მესიმ ერთი რეკორდი ჩვენთანაც გააუმჯობესა - "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში 29 შესაძლებლიდან 21-ჯერ მოხვდა. სიმბოლურში 4 დებიუტანტია: "რეალის" მეკარე დიეგო ლოპესი, მის კარში ერთადერთი გოლის ავტორი როდრი, "შალკედან" "ხეტაფეში" განათხოვრებული მარცხენა მცველი სერხიო ესკუდერო და ტურის სენსაცია პედრო მორალესი.

ტურის გმირი

პედრო მორალესი (მალაგა)

ადამიანი არსაიდან! 27 წლის ჩილელი, რომელიც იანვარში ზაგრების "დინამოდან" ინათხოვრა "მალაგამ", პირველად თამაშობდა ანდალუსიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ამის მიუხედავად, მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. მორალესის წინააღმდეგ ერთხელ აშკარა პენალტი არ დანიშნეს, ის ასრულებდა "მალაგას" ყველა სტანდარტულს. მოკლედ, ტურს ყველაზე მოულოდნელი გმირი ჰყავს.

ბომბარდირები

43 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

11 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

9 - მესუთ იოზილი (რეალი)

9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი

54 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

33 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

5 აპრილი

გრანადა-ბეტისი.

6 აპრილი

რეალ სოსიედადი-მალაგა, რეალი-ლევანტე, დეპორტივო-სარაგოსა, ბარსელონა-მალიორკა.

7 აპრილი

სელტა-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ესპანიოლი, ხეტაფე-ატლეტიკო, ვალენსია-ვალიადოლიდი.

8 აპრილი

სევილია-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXIX ტური: ლეო მესის ჯადოსნური წრე [VIDEO]

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის