საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება
საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება.

გასამართი ბოლო ტურის მატჩებიღა დარჩა. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება შეხვედრები, საპლეიოფო ექვსეულში აღარაფერი შეიცვლება.

მაშ ასე, პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ: "არმია", "ლელო", "აია", "ჯიქები", "არმაზი" და "ლოკომოტივი".

გასარკვევი ისღაა, საბოლოოდ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს და როგორ დაწყვილდებიან ეს გუნდები.

ერთი რამის გადაჭრით თქმა ნამდვილად შეიძლება: პირდაპირ ნახევარფინალში "არმია" და "ლელო" ითამაშებენ, დანარჩენი ოთხი გუნდი კი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას.

მესამეადგილოსანი "აია" შინ ითამაშებს მე-6 ადგილზე გასულთან, რომლის ვინაობაც საბოლოოდ გარკვეული არ არის. ნახევარფინალის შესარჩევ მეორე მატჩში კი მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასულები იასპარეზებენ.

ამის შემდეგ ჩაირთვება გათამაშების სამხრეთული სისტემა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ანუ "ლელო" და "არმია" შესარჩევ ფინალში იბრძოლებენ. გასავარდნ ფინალში კი ნახევარფინალის შესარჩევში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შესარჩევ ფინალში გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში ითამაშებს. დამარცხებულს კი კიდევ ერთხელ მიეცემა შანსი, რათა გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს წინასწარ ფინალში სძლიოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს. ერთი სიტყვით, გაუცნობიერებულებისთვის საკმაოდ ჩახლართული, თუმცა სამართლიანი ამბავია.

ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარებაა: მეექვსეადგილოსანი "ლოკომოტივი" კონკურენტებს იმდენად ჩამორჩება, რომ უკეთესი ადგილის დაკავების შანსი არ აქვს.

თუმცა, თუ საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "ჯიქებს" "ლელოსთან" მოგებულ მატჩში წაგება ჩაუთვალა, ადვილი შესაძლებელია, რკინიგზელები ქუთაისში მგზავრობას გადაურჩნენ.

"ჯიქებს" ახლა 48 ქულა აქვს და "ლოკომოტივს" ათი ქულით უსწრებს, მაგრამ თუ წაგება ჩაუთვალეს, ოთხ ქულას დააკლებენ, პლუს ერთი საჯარიმო ქულა.

შედეგად, სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდება. ბოლო ტურში, თუ "ლოკომოტივი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" ისე მოუგებს, რომ პრემიალურ ქულასაც აიღებს, ხოლო "ჯიქები" "არმაზთან" პრემიალურის გარეშე წააგებს, ქულები გათანაბრდება. ურთიერთშეხვედრებში კი უკეთესი მაჩვენებელი "ლოკომოტივს" აქვს.

ხოლო თუ ყველაფერი უცვლელად დარჩა, ნახევარფინალის შესარჩევ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდებიან: აია-ლოკომოტივი და ჯიქები-არმაზი.

მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. "აკადემიას" შანსი აქვს, "ლოკომოტივთან" გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიოს, ოღონდ სამაგიეროდ, რუსთავის "ხარებმა" შინ "ლელოსთან" პრემიალურის გარეშე უნდა წააგოს.

ცხადია, ეს მხოლოდ თეორიული გათვლებია, პრაქტიკულად კი, ნაკლებად სავარაუდოა.

ბოლო, მე-18 ტურში ორი ისეთი მატჩია, რომლის ანგარიშსაც სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს.

ქუთაისის "აია", რომელიც მესამე ადგილს ვერაფრით ასცდება, შინ ეთამაშება თბილისის "ყოჩებს". ეს უდიდესი ტრადიციების გუნდი წლეულს უაღრესად წარუმატებლად ასპარეზობს. 17 მატჩში "ყოჩებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს და 7 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

კიდევ ერთ შეხვედრაში "ბათუმი", რომელსაც აღარც გავარდნა ემუქრება და ვერც პლეი ოფში მოხვდება, შინ მიიღებს საქართველოს ჩემპიონ "არმიას".

ამ უკანასკნელისთვის პრესტიჟის საქმეა, რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულოს. საამისოდ არმიელები ეცდებიან, პრემიალური ქულაც მოიპოვონ.

XVIII ტური

აია-ყოჩები, ლოკომოტივი-აკადემია, არმაზი-ჯიქები, ხარები-ლელო, ბათუმი-არმია.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არმია 17 15 0 2 +277 70

2. ლელო 17 14 0 3 +221 66

3. აია 17 12 2 3 +252 59

4. ჯიქები 17 10 0 7 +73 48

5. არმაზი 17 10 0 7 +27 44

6. ლოკომოტივი 17 7 2 8 +8 38

7. ბათუმი 17 6 0 11 -40 30

8. ხარები 17 4 0 13 -144 22

9. აკადემია 17 4 0 13 -338 18

10. ყოჩები 17 1 0 16 -336 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...