კულუარებში იუწყებიან, რომ სფფ-ის ამ ხელმძღვანელობას მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მეგობრების სახით, მხოლოდ ერთი ოპონენტი გუნდი არ ჰყავს
ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი წლობით თამაშობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი ხალხია.

და განა მხოლოდ ნაკრები? აბა, გავიხსენოთ, რამდენი კარგი მატჩი ჩაუტარებიათ მათ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, რამდენი გოლი გაუტანიათ ბუნდესლიგაში, რამდენჯერ გაუხარებიათ ქართველი და გერმანელი გულშემატკივარი...

იაშვილი ბადენ-ვიურტემბერგში ყველასთვის დასაფასებელი კაცია, ნაკრებშიც ყოველთვის გულით თამაშობდა და საერთოდ, ის ყველგან და ყოველთვის დადებითი მუხტის შემომტანი იყო.

კობიაშვილის დამსახურებაზეც ბევრი ლაპარაკი, ალბათ, უხერხულია, მარტო ასი კეპი რად ღირს.

არა მგონია, ვინმეს არ გაუხარდეს, თუ კობიაშვილსა და იაშვილს ისე გააცილებენ ნაკრებიდან, როგორც ამას ისინი იმსახურებენ, მაგრამ აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე - როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და როდის.

თემურ ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ ამ შესარჩევი ციკლისთვის კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში აღარ მიეწვია. ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერეოდა, თვითონ კობიაშვილი და იაშვილი კი არ ამბობდნენ, ნაკრებიდან წავედითო.

ასეთ დროს რა უნდა ექნა ფედერაციას? უნდა ეთქვა ამ ღვაწლმოსილი ნაკრებელებისთვის, რომ გაცილებას მოგიწყობთო?

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში კობიაშვილსა და იაშვილს ექნებოდათ იმის თქმის შესაძლებლობა, დახეთ, ფედერაციაც იმ აზრზეა, რომ ნაკრებისთვის საჭირო აღარ ვართო.

ფედერაციამ ინიციატივა არ გამოიჩინა, არ შესთავაზა კობიაშვილსა და იაშვილს გამოსამშვიდობებელი მატჩი ან სხვა ამდაგვარი ღონისძიება და აქეთ მიიღო საყვედური ამ ფეხბურთელებისგან.

როგორც კი ქეცბაიამ გადაწყვიტა, არ გამოეძახებინა კობიაშვილი და იაშვილი, რატომ მაშინვე არ გააკეთეს განცხადება ამ ფეხბურთელებმა?

ქეცბაია არ არის ის მწვრთნელი, რომ ავანტიურაზე წავიდეს და ამის გამო დიდი ანგარიშით წააგოს. დარწმუნებული ვარ, ეს ელემენტარული რამ კობიაშვილსა და იაშვილსაც კარგად ესმით, ანუ ქეცბაია ციკლის ჩამთავრებამდე ხელშეუხებელი იქნება - ყველაფერი ისეთნაირად არის მოწყობილი და როგორც კულუარებში ამბობენ, ქეცბაიას კონტრაქტში არ არის ისეთი პუნქტი, რითაც ხელშეკრულების პირობები შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ანუ ქეცბაია ციკლის ბოლომდე დარჩება თანამდებობაზე და შესაბამისად, კობიაშვილი და იაშვილი ამ შესარჩევში ვერ ითამაშებენ - ვფიქრობ, ამაში საკამათო არაფერი იყო.

მწვრთნელმა ვერ მოახერხა ფეხბურთელების ისეთნაირად გაშვება ნაკრებიდან, რომ ისინი მომდურებული არ დარჩენილიყვნენ, ოღონდაც ეს უკვე ძველი, არააქტუალური თემაა. ახლა სულ სხვა რამეა მთავარი - ფედერაცია, მისი ხელმძღვანელობა და მოქმედების ფორმები.

კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კახა კალაძე. იაშვილმა თავის განცხადებაში ახსენა კალაძე, რომელიც ახლა ენერგეტიკის მინისტრია.

ქართული საფეხბურთო სამყარო კი ძალიან პატარაა და კულუარული ინფორმაციებიც უმალ გაჩნდება ხოლმე, როცა რაღაც რეზონანსული ამბავი ხდება.

ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამ თანამდებობაზე მაშინ აირჩიეს, როცა ქვეყანას წინა ხელისუფლება მართავდა.

პოლიტიკური ვითარება საპარლამენტო არჩევნებმა შეცვალეს, სიჭინავას "სინდისში ჩახედვა" ურჩიეს, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემა გააჟღერეს, მაგრამ ამ ყველაფრიდან არაფერი არ შეცვლილა, სიჭინავა თავისი გუნდით ფედერაციის სათავეში დარჩა.

ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ბრძოლის მეთოდებიც შეცვლილია, ძალმომრეობა დღეს აღარ გამოდგება. ფედერაციის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციის სუბიექტები ირჩევენ, მაგრამ ამ არჩევნებს ფონიც სჭირდება, ანუ საზოგადოების განწყობა, რადგან ქართულ ფეხბურთს სახელმწიფოს დახმარება დღესაც სჭირდება და ხვალაც დასჭირდება.

ფედერაციის სათავეშიც ის უნდა მოვიდეს, ვისაც ფედერაციის სუბიექტების გარდა, საზოგადოებისა და ხელისუფლების სიმპათიაც ექნება.

კულუარებში იუწყებიან, რომ ფედერაციის ამ ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი ოპონენტი გუნდი არ ჰყავს. მიხეილ ყაველაშვილი და მისი მეგობრები ერთ ფლანგს წარმოადგენენ, მეორე ფლანგი კი ახლა ყალიბდება - კალაძე და მისი მეგობრები, რომელთა ფავორიტი, სავარაუდოდ, კობიაშვილი იქნება.

ქართული საფეხბურთო მილეთის კულუარები ძალიან იშვიათად იტყუებიან. რამდენად ახლოს არის ეს ხმები სიმართლესთან, მალე გამოჩნდება, რადგან სიჭინავას პრეზიდენტობას ვადა 2015 წელს გასდის და არჩევნებამდე გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

ღირსეულად გაცილებას რაც შეეხება, ალბათ, არც ერთ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელზე ნაკლები არ ყოფილა შოთა არველაძე, რომელმაც თავისი ხარჯებით მოაწყო გამოსამშვიდობებელი მატჩი და საამისო ინიციატივას ფედერაციისგან არ დალოდებია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როგორ და რა როლში დაბრუნდება ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში?

სიტუაცია: რატომ გამოექომაგა კახა კალაძე ლევან კობიაშვილს?

რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

me
რამდენი ფრთაც უნდათ, იმდენი შექმნან, მაგრამ რეზი მაინც იმუშავებს ფედერაციაში :) ეჰ
reso
გავაცილოტ კოველ ცელს ვისაც უნდა ,,და სემოსული ტანხა გაჯირვებულებს მოახმარეტ
მინ
მეტისმეტად სუბიექტური სტატიაა... ფეხბურთის ფედერაციამ ყველა წასულ ფეხბურთელზე უნდა ხარჯოს თავისი ფული? ეს აბსურდია უბრალოდ, ჯობია ეგ ფული სხვა რამეში დაიხარჯოს. ჩამოთვლილი ფეხბურთელები, არიან კარგები, მაგრამ მათ დროს სასიხარულოზე ბევრად მეტი საგინებელი გვქონდა ისე და რაც ყველაზე სამწუხაროა შედეგი ნაკრებს ან რამე წარმატება არ ჰქონია. ასე რომ დამსახურებულ და მედალჩამოსაკიდებელი ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან. თუმცა იმას აკეთებდნენ რაც შეეძლოდ, საკმარისო არ იყო უბრალოდ ეს.
qecbaia
არც ქეცბაია ქინქლაძე ცხადაძე და ა.შ მაგარიფეხბურთელები არ გაუცილებიათ მარა ამდენი არცერთს არ უტირია
Giorgi
ზოგჯერ ვფიქრობ რომ თავართქილაძის უსინდისო სტატიებსაც შეიძლება ჰქონდეს საზღვარი, თუმცა ყოველ ახალ სტატიაზე ვრწმუნდები რომ თავართქილაძე უკიდეგანოდ უსინდისო ჟურნალისტია ! :)
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა