ალექსანდრე ქურდობაძე: "ამის პასუხს ჩემი ენციკლოპედიით მიიღებენ"
ჟურნალისტი და პუბლიცისტი ალექსანდრე ქურდობაძე საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. წლების განმავლობაში სპორტულ გამოცემებთან თანამშრომლობდა, არის არაერთი წიგნის ავტორი.

"1961 წელს ბიძაჩემმა პატარა წიგნაკი მომცა, რომელიც ქართული ფეხბურთის სტატისტიკით იყო აჭრელებული. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება.

ბიძაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა და მუდამ მჩუქნიდა საფეხბურთო წიგნებს, კალენდრებს, პროგრამებს. მერე თავად დავიწყე მათი შეგროვება და ერთ მშვენიერ დღეს ჩემს კოლექციაში აღმოვაჩინე ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, პოლონურ, რუსულ და სხვა ქვეყნების ენებზე გამოცემული საფეხბურთო ენციკლოპედიები, პროგრამები, კალენდრები, საფეხბურთო წიგნები, სტატისტიკური მონაცემები...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩემი კოლექცია არასაფეხბურთო ქვეყნების (ფინეთი, ალბანეთი, კვიპროსი და სხვა) ენციკლოპედიებითაც შეივსო.

სულ ველოდი იმ დღეს, როცა ასეთივე ლიტერატურა ქართულადაც გამოვიდოდა და იმდენი მასალა დამიგროვდა, სამწლიანი შრომის შემდეგ, 1996 წელს თავად გამოვეცი", - ამბობს ქურდობაძე.

ახლა კი აქვს სურვილი, გააკეთოს იგივე, მხოლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, მაგრამ ჯერ დამფინანსებელი და გვერდში მდგომი ვერ იპოვა:

"1973 წელს "ლელო" წერდა, რომ საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ წიგნს მოამზადებდა.

სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. საქართველოში წიგნის გამოცემა ძვირი სიამოვნებაა. არადა, უნიკალური სტატისტიკური მონაცემები მაქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, სსრ კავშირის უმაღლესი და I ლიგისა და დამოუკიდებლობის პერიოდების მონაწილე ჩვენს გუნდებზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, მსაჯებზე, საფეხბურთო მოღვაწეებზე.

ცნობარს დართული ექნება სტატისტიკური მონაცემები, საბჭოთა კავშირის და საქართველოს ჩემპიონატების ცხრილები და მრავალი სხვა სტატისტიკური მასალა და სურათები.

ამ წიგნის გამოცემა აუცილებელია. ეს არასაფეხბურთო და მწირი ტრადიციების მქონე ყაზახეთში მოახერხეს და სამ (?!) ტომად გამოსცეს. ერთ-ერთი ავტორი, ერლან მანაშოვი წერს, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარა და დააჯილდოვა კიდეც.

სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ინტერესი არ შეინიშნება - როდესაც თანადგომა ვითხოვე, მითხრეს, ეს ჩვენი საქმე არ არისო".

ქურდობაძე მიიჩნევს, ქართული საფეხბურთო ენციკლოპედიის გამოცემა სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა:

"ბოლო პერიოდში ისეთ გამოცემებს წავაწყდი, რომელიც გულშემატკივარს მეტისმეტად მცდარ, მე ვიტყოდი, მიკერძოებულ ინფორმაციასაც კი აწვდის.

2003 წელს გამოცემულმა წიგნმა "ბოსფორიდან კასპიამდე - სომხური ფეხბურთის ისტორია" მოლოდინს გადააჭარბა. ახლა ჩვენი ფეხბურთის ისტორიასაც მოადგნენ.

ავტორი ალექსანდრე გრიგორიანი მოგვითხრობს სომხური ფეხბურთის ჩასახვისა და განვითარების პერიოდზე. სათავეშივე ("ბოსფორიდან კასპიამდე") მაქსიმალურად აითვისა "მოქმედების არეალი" და ქართულ ფეხბურთზე ჭორებს ავრცელებს.

გრიგორიანი ვითომ სხვათა შორის ამბობს, რომ საქართველოს ქალაქებში სომხები ფეხბურთის სათავეებთან იდგნენ. სომეხი ავტორის წიგნიდან ერთ "მარგალიტს" მოვიხმობ:

ჩვენი რესპონდენტი ისტორიის გაყალბების მცდელობას კონკრეტული ფაქტებით პასუხობს:

"ქართული ფეხბურთის აკვანი სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ფოთში დაირწა. ახლა სომეხთა "წვლილზე": ფოთში პირველი საფეხბურთო გუნდი 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა, გიორგიმ და ინგლისური მარგანეცის კონსორციუმის წარმომადგენელმა ოსკარ ზივერტმა დააფუძნეს. გუნდში 1908 წელს მართლაც დაიმატეს სომეხი ალხაზოვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის დამაარსებელი იყო.

1913 წელს დიდიამ და ხოშტარიამ, ამ ალხაზოვთან და ტურკიანცთან ერთად, ფოთის გიმნაზიებში საფეხბურთო გუნდები მართლაც შექმნეს. ერთი ("კოლხეთი") მხოლოდ ქართველებისგან შეიქმნა, მეორე - ინტერნაციონალური გახლდათ.

ბათუმის პირველ გუნდს სათამაშო ადგილის, ცივი დაბის მიხედვით "ხოლოდნო-სლობოდსკაია" ერქვა. ის 1912 წელს შეიქმნა და სომეხი არავინ იყო. შემდეგი გუნდი შექმნა ჩეხმა მასწავლებელმა კოუბამ.

ორი წლის შემდეგ, 1914 წელს, ბათუმში ეროვნული ნიშნით რამდენიმე გუნდი შეიქმნა. მათ შორის მართლაც იყო "არაქსიც", რომლის კაპიტანი ალაჯიანი იყო და რომელიც სულ სომხებით იყო დაკომპლექტებული.

თბილისში 1907 წელს პირველი საფეხბურთო წრის შექმნის ინიციატორები იყვნენ ელზინგერი, გააზე, გეინე და კორტუმი. ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო არქივში ინახება. მგონი, სომეხი არც აქ არ არის.

ისე, 1912 წელს "სოკოლის" შემადგენლობაში, რომელმაც სათამაშოდ ბაქოს ინგლისური კლუბი მოიწვია, იყო სომეხი ფეხბურთელი და არა დამფუძნებელი. თანაც, ეს მოხდა 1912 წელს და არა 1907-ში, როცა ავსტრიელ-გერმანელ-ებრაელებმა პირველი ოფიციალური გუნდი "კომეტა" შექმნეს.

სხვათა შორის, სსრ კავშირის დროს ტარდებოდა კალენდარ-ცნობარების კონკურსი. ერევნელ შემდგენელებს რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს, რაც დიპლომატიურად ასე გამოხატეს - "გადაუმოწმებელი ფაქტების მოყვანის გამო". ამიტომაც ერევნელებმა სომხურად დაიწყეს ცნობარების კეთება და აქედან გამომდინარე, კონკურსებშიც ვეღარ მონაწილეობდნენ.

ეს კიდევ არაფერი, სომხეთის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე წერია, რომ 60-იანი წლების ბოლოს ერევნის "დინამო" და "სპარტაკი" თბილისის "ლოკომოტივს" ჩვეულებისამებრ უგებდა ხოლმე, როცა რეალურად 30-40 ქულაზე ნაკლებს არ აგებდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SHUKOVANI
რობერტ სააკიან , პლეი ოფში ითამაშა არა !? : დდდ ვახ ჩემი კარგი ********* გამაგიჟებთ თქვენ !! რა ხალხი ხართ : დდ
bikli
Robert Saakian ერთი გამახსენე როდის ითამაშა სომხეთმა ფლეი-ოფში? ............
vrac
xachik margarian , სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო ხაჩიკ ჯან. რეალობას ვერსად გაექცევა კაცი.
xachik margarian
ვირი უფრო ადრე ავა ხეზე, ვიდრე საქართველოს ნაკრები პლეიოფში.
robert saakian
ubiri და სხვებს. ნუ დაგავიწყდებათ ძმებო ვრაცებო, რომ სომხეთის ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეიოფში ითამაშა, რაც საქართველოს ნაკრებისათვის პრაქტიკულად მიუღწევლად მიმაჩნია ახლო მომავალში (ან ოდესმე მიაღწევენ პლეიოფამდე? უტოპიად მეჩვენება).
del piero 10
სომხებო თქვენი ჭირიმე იმრავლეთ... ... ...!!!
tutia
ის;თუ;წერს,;შენ;გძინავს?
niko
ერთმა სომეხმა ვითომ "მეცნიერმა" ისიც კი დაწერა რომ იესო ქრისტე მხოლოდ და მხოლოდ სომხურ ენაზე ლაპარაკობდა და სომეხი იყოო. ასე რომ ფეხბურთი და რაგბი რა მოსატანია.
somexta mtkvneli
მეტრაკეებს მეტი საქმე არა გაქვტ სომეხი ერი არასოდეს არ მოისვენებს ...
Beka
Ilia მე წარმოდგენაც არ მქონდა თუ რაგბი სომხების დამსახურება იყო.იქნებ არ დაგვზარდე და მარტივად განგვიმარტო რაში გამოიხატება მათი ღვაწლი ქართულ რაგბიში?
ubiri
Ilia რაგბი თუ სომეხი ემიგრანტის დამსახურებაა ლელობურთი ალბათ ვიმე ტიგრანამ ან ვაზგენამ გვასწავლა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხო? იქნებ კიდევ გაგვანათლო და მოგვაწოდო ცნობები სხვა ქართული თამაშობების შესახებ? მაგალითად ყაბახი, ისინდი, ჭიდაობა (თუ გირჩევნია რკენა იყოს) მუშტი-კრივი და კიდევ რამდენი ჩამივთვალო? გვითხარი კაცურად ნუ დაგვიმალავ იქნებ ამაზეც იცოდე რამე ისეთი ჩვენ უბრალო ქართველებმა რომ არ ვიცით?
Tedo
დამრტკმელი რეებს წერ იცი?ვინ ვის ხოცავს რა პრეზიდენტი...
Ilia
ფეხბურთი არ ვიცი მაგრამ ღუგბი ნამდვილად სომეხი ემიგრანტის დამსახურებაა!!!!
damangreveli
ასე რომ ლაპარაკობთ სწორეთ მაგის ბრალია რომ ყველაფერს იჩემებენ, დღეს შენ უწოდებ სომეხს და ხვალ სომეხი იფიქრებს, რომ მართლა სომეხიაო და გაივლის საუკუნეები და იტყვიან 21 საუკუნის დასაწყისში ქართველებს სომეხი პრეზიდენტი ყავდაო. ნათქვამია ,, რასაც კაცი თავისთავს უზავს, იმას მტერი არ უზავსო,,
damrtkmeli
ჩვენ კი ერტმანეტი ვხოცოთ,ეგენი კი15 მილიონამდე ავლენ მთელ მსოფლიოში.პრეზიდენტიც ხომ გვყავდა.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო