3 აპრილს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა
3 აპრილს ლიტვაში გაემგზავრა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები.

ჩვენი გუნდი 4-9 აპრილს მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ვილნიუსში გამართავს.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი კანადაში გაიმართება და მონაწილეობას სულ 46 ქვეყანა მიიღებს. საქართველო და კიდევ შვიდი ქვეყნის დაბალკოეფიციენტებიანი გუნდები ფიფამ ცალკე დააჯგუფა და ამით საშუალება მისცა, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლონ.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები მასპინძელი ლიტვა, ფარერებისა და მონტენეგროს ნაკრები გუნდები იქნებიან.

A ჯგუფში კი ალბანეთი, ლუქსემბურგი, მალტა და ლატვია არიან. თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. ასე რომ, ჩვენს ნაკრებს რეალური შანსი აქვს, ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლოს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ სვანაძემ ვილნიუსში ასეთი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ნინო ჭკუასელი ("იდმანოჯა", თურქეთი), თეკლე გულორდავა ("ბაია", ზუგდიდი)

მცველები: ნინო სუთიძე ("კონაკ ბელედისპორი", თურქეთი), თამარ ქველიძე ("კარლსრუე", გერმანია), თამარ ტატუაშვილი ("იდმანურდუსპორი", თურქეთი), ნათია სხირტლაძე ("ნორჩი დინამოელი"), თამთა მალიძე ("ნორჩი დინამოელი"), სალომე ხუბულური ("ნორჩი დინამოელი"), ანა ზაქაიძე ("ნორჩი დინამოელი")

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (უგუნდოდ), თეონა თოდაძე ("იდმანურდუსპორი", თურქეთი), ტატიანა მატვეევა ("ატაშეჰირი", თურქეთი), თეონა ბაქრაძე ("ბაია", ზუგდიდი), მარი ბასილაძე ("ნორჩი დინამოელი")

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია ("კარადენიზერელისპორი", თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე ("ნორჩი დინამოელი"), თამარ კვალიაშვილი ("ნორჩი დინამოელი"), ანა ჩემინავა ("ბაია", ზუგდიდი)

შესარჩევი მატჩების კალენდარი კი ასეთია:

4 აპრილი

ფარერები - მონტენეგრო

საქართველო - ლიტვა (19:30. სტადიონი "ვეტრა", ვილნიუსი)

6 აპრილი

საქართველო - მონტენეგრო

ლიტვა - ფარერები

9 აპრილი

ფარერები - საქართველო

მონტენეგრო - ლიტვა

შესარჩევი მატჩების მიმდინარეობის შესახებ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ყველა სათამაშო დღის ბოლოს შეიტყობთ.

gff.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა