ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული

პარიზში დაფიქსირებული 2:2 ისეთი შედეგია, რომლითაც ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა
პარიზში დაფიქსირებული 2:2 ისეთი შედეგია, რომლითაც ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა.

კარლო ანჩელოტის გუნდი - იმით, რომ "ბარსასთან" ორჯერ აგებდა და საბოლოოდ ფრეს მიაღწია; კატალონიელები კი - იმით, რომ საპასუხო მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება და...

გაიხსენეთ თუნდაც "მილანთან" მატჩი! თუმცა პსჟ უშანსოდ ნამდვილად არაა.

Video

02.04.13. პსჟ - ბარსელონა 2:2

რეაქციები

ლეონარდო (პსჟ-ის სპორტული დირექტორი): "დღევანდელი მატჩით ყველანი ვამაყობთ. თავი დავანებოთ იმას, რომ "ბარსელონასთან" 2:2 მისაღები შედეგია - პირველ რიგში, იმით ვამაყობთ, რომ "ბარსას" ძალიან კარგად ვეთამაშეთ და ბოლო წამამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ. მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ამ შემადგენლობით დიდი გამოცდილება არა აქვს, კატალონიელები მთელ რიგ ეპიზოდებში დავჯაბნეთ. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ და პსჟ ევროპის სუპერგრანდად ყალიბდება. ცხადია, "ნოუ კამპზე" ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ): "მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით. ორჯერ ვაგებდით და თამაშში ორივეჯერ დავბრუნდით. წაგების შემთხვევაში შანსი მინიმუმამდე შემცირდებოდა, ფრე კი მისაღები შედეგია და ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი გვაქვს."

დევიდ ბექჰემი (პსჟ): "ძალიან მაგარი თამაში იყო და ფრე ჩვენთვის ნორმალური შედეგია. უბედნიერესი ვარ, რომ მწვრთნელი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მენდო. ეს ჩემთვის დაუვიწყარი საღამო იყო. მიმაჩნია, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად ვარ, ფიზიკურად არავის ჩამოვუვარდები."

ჟორდი როურა ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "პარიზში ფრე მიუღებელი შედეგი არაა, მაგრამ მოგებას ვიმსახურებდით და უნდა მოგვეგო. მსაჯი რამდენიმე ეპიზოდში პსჟ-ის სასარგებლოდ შეცდა. პირველ რიგში, იბრაჰიმოვიჩის გოლს ვგულისხმობ - ზლატანი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. გული მწყდება ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოს ტრავმებზეც. მესის ტრავმა სერიოზული არაა, მასკერანო კი თვე-ნახევარი დაგვაკლდება."

ანალიზი

კარლო ანჩელოტიმ დევიდ ბექჰემის ძირითად შემადგენლობაში გამწესებით ბევრი გააოცა, ვეტერანმა ინგლისელმა კი თავისი თამაშით ვერავინ გააკვირვა და კარლიტომ ის მოედნიდან საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე გაიყვანა. საკადრო თემაზე აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბარსელონამ" მთელი მეორე ტაიმი ლიონელ მესის გარეშე ითამაშა. საბედნიეროდ, არგენტინელის ტრავმა სერიოზული არაა და ლეო საპასუხო მატჩამდე გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, მოასწრებს.

პარიზელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს. ანჩელოტის გუნდი კომპაქტურად იდგა, მედგრად იბრძოდა და ვალდესის კართან პირველი მომენტი მეხუთე წუთზე შექმნა, როცა პასტორემ კატალონიელთა საჯარიმოში ლავეცი მოძებნა, ამ უკანასკნელს კი ბუსკეტსმა დროულად შეუშალა ხელი, თუმცაღა ბურთი საკუთარი კარის ძელისკენ გაგზავნა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყურადღება პირველად მე-19 წუთზე მიიქცია: შვედმა ჯარიმა მოხდენილად დაარტყა და ვალდესმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ზუსტად ექვს წუთში იბრას მეორე მომენტი შეექმნა: კონტრშეტევისას მოურასგან კარგი პასი მიიღო, დარტყმა კი არაზუსტი გამოუვიდა.

ამის შემდეგ "ბარსა" აზრზე მოვიდა, ბურთი დაიჭირა და თამაშზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ პარიზელები დაცვაში უშეცდომოდ ირჯებოდნენ. ანჩელოტის გუნდის უკანა ხაზი პირველად 38-ე წუთზე შეცდა და "ბარსამაც" ანგარიში გახსნა: დანი ალვეშის სენსაციური პასი მესიმ შეირგო და სირიგუს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, პარიზელები მეორე ტაიმის საწყის პერიოდში მაინც დაცვიდან თამაშობდნენ. თავად განსაჯეთ: პსჟ-მ მეორე ნახევარში ვალდესის კარისკენ ზუსტად პირველად 71-ე წუთზეღა დაარტყა - ეს მაქსველი გახლდათ, რომელსაც ვალდესმა აუღო.

დასკვნით ფაზაში კი პარიზელები რისკზე წავიდნენ და შედეგი 79-ე წუთზე მიიღეს: საჯარიმო ჩაწოდებას ტიაგო სილვა გამოეხმაურა, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ვალდესის კარის ძელს მოხვდა, იქიდან ასხლეტილს კი ზლატანმა დაამატა და ანგარიში გაათანაბრა. გამეორებაზე ცხადად გამოჩნდა, რომ შვედი ტიაგი სილვას თავურის დროს თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ გერმანელმა მსაჯმა მარკუს შტარკმა გოლი ჩათვალა.

მატჩის შემდეგ გერმანელ არბიტრს ორივე გუნდი უჩიოდა და შტარკის კრიტიკა სავსებით სამართლიანიცაა, მაგრამ 89-ე წუთზე გერმანელი სწორად მოიქცა, პსჟ-ის კარში პენალტი რომ დანიშნა - სირიგუმ სანჩესზე თამაშის წესები დაარღვია.

თერთმეტმეტრიანი ჩავიმ გამოიყენა, მაგრამ ანჩელოტის ბიჭებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება: მატუიდის გოლი ვალდესის ბრალიცაა და იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაც.

დასკვნა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიღმა ბოლოს 2006/07 წლების სეზონში დარჩა და წესით, 6-წლიანი ტრადიცია არც ამჯერად უნდა დაარღვიოს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი

პსჟ-ბარსელონა 2:2

გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89-პენ), 2:2 მატუიდი (94)

პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ბექჰემი (70. ვერატი), მატუიდი, პასტორე (76. გამეირო) - ლავეცი (66. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი.

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (84. ბარტრა), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი (46. ფაბრეგასი), ვილია (81. ტელიო).

გაფრთხილება: მატუიდი, ბექჰემი, იბრაჰიმოვიჩი, სირიგუ - პიკე, ალბა, მასკერანო, დანი ალვეში

მაყურებელი: 45 336

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა