კარმელო ენტონის ფენომენალურმა თამაშმა "ნიუ იორკს" საშუალება მისცა, ცხრა მატჩამდე აეყვანა თავისი მოგებათა სერია
კარმელო ენტონის ფენომენალურმა თამაშმა "ნიუ იორკს" საშუალება მისცა, ცხრა მატჩამდე აეყვანა თავისი მოგებათა სერია. გარდა ამისა, "ნიქსმა" შეწყვიტა "მაიამის" საშინაო გამარჯვებათა სერია, რომელიც 17 მატჩს უტოლდებოდა. "ჰიტი" ისევ ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და მარიო ჩელმერსის გარეშე თამაშობდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ნიუიორკელებს იოლი გასეირნება ელოდათ, რადგან ამ სამეულის გარეშე ფლორიდელებმა წინა მატჩში სტუმრად მოუგეს "სან ანტონიოს".

ეს ვარაუდი პირველ ტაიმში დადასტურდა, როცა კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის წყალობით, "მაიამიმ" პირველი ნახევარი რვა ქულით მოიგო. "ჰიტი" შემდეგაც ახერხებდა სოლიდური სხვაობით დაწინაურებას, მაგრამ "ნიქსი" აკონტროლებდა თამაშის ტემპს და ჩანდა, რომ მომატების რეზერვი ჰქონდა. და როცა ფლორიდელთა სათადარიგოთა სკამის რესურსი ამოიწურა, სტუმრებმა მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარში მოუმატეს და 12:2 გაქცევა მოაწყვეს.

"მაიამიმ" საერთოდ ვერ ჩააგდო თამაშიდან ბურთი ბოლო 6 წუთისა და 20 წამის განმავლობაში.

კარმელო ენტონიმ კი საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე თავისი 50-ე ქულა მოიპოვა და კარიერის რეკორდი გაიმეორა – მან მესამედ დააფიქსირა ეს შედეგი. "ნიქსის" ლიდერმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 18 ჩააგდო, საიდანაც შვიდი სამქულიანი (10 ცდიდან) იყო. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 50 ან მეტი ქულა მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა დაგროვებული - კევინ დურანტსა და სტივენ კარის.

საერთოდ, აღნიშნულ შეხვედრაში "მაიამისთვის" ისევ პრობლემა იყო მეტოქის შორეული ტყორცნები. "ნიუ იორკმა" 27-დან 14 სამქულიანი ჩააგდო. ამ გუნდებმა დაასრულეს რეგულარულში სერია, რომელიც "ნიქსმა" 3:1 მოიგო და ამ ოთხ მატჩში "მაიამიმ" 59 შორეული ტყორცნა მიიღო.

ვაშინგტონი-ჩიკაგო 90:86

18:24, 24:25, 28:20, 20:17

ვ: უოლი (27+8 მოხსნა+9 პასი+3 დაფარება), პრაისი (13), ოკაფორი (10+9 მოხსნა), ნენე (10+7 მოხსნა), არიზა (10+7 მოხსნა).

ჩ: ბუზერი (19+12 მოხსნა+5 პასი), რობინსონი (17), დენგი (13+8 მოხსნა), ბატლერი (13), მოჰამედი (12+12 მოხსნა).

მაიამი-ნიუ იორკი 90:102

25:27, 33:23, 18:28, 14:24

მ: ბოში (23+6 მოხსნა), მილერი (18+8 მოხსნა), ალენი (16), კოული (14).

ნ-ი: ენტონი (50), სმიტი (14+6 მოხსნა), ფელტონი (10+9 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" "დალასი" ჩამოიშორა

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა