საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ თბილისის "ჯიქებსა" და "ლელოს" შორის მე-16 ტურის მატჩში მომხდარი დარღვევა განიხილა
საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ თბილისის "ჯიქებსა" და "ლელოს" შორის მე-16 ტურის მატჩში მომხდარი დარღვევა განიხილა და როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯიქებს" წაგება ჩაუთვალა.

სადისციპლინო კომისიის ოქმში ნათქვამია, რომ განიხილეს საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიაზ მამრიკიშვილისა და მატჩის მეთვალყურის - ირაკლი დოლიძის მოხსენებითი ბარათი.

გაირკვა, რომ აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმის მიწურულს, მას შემდეგ, რაც "ჯიქებს" განხორციელებული ჰქონდათ საშეჯიბრო დებულებით გათვალისწინებული შვიდივე შეცვლა, შერკინების მესამეხაზელი ჯაბა კიკვიძე, რომელიც ტრავმირებული გახლდათ, სათადარიგო მოთამაშით შეცვალეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საშეჯიბრო დებულების მე-5 მუხლის 25-ე და სადისციპლინო კოდექსის 1.16 პუნქტებთან.

საქართველოს რაგბის კავშირმა დაადგინა - თბილისის "ჯიქებს" ჩაეთვალოს წაგება და დააკლდეს ერთი ქულა.

შედეგად, ახლა "ჯიქებს" 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურიდან მეხუთემდე დაქვეითდნენ. თუ ბოლო ტურში "ლოკომოტივი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" პრემიალური ქულით მოუგებს, ხოლო "ჯიქები" "არმაზთან" პრემიალურის გარეშე წააგებენ, ქულები გათანაბრდება.

ურთიერთშეხვედრებში კი უკეთესი მაჩვენებელი "ლოკომოტივს" აქვს და ქუთაისში, "აიასთან" საპაექროდ გამგზავრება აღარ მოუწევს.

XVIII ტური

აია-ყოჩები

ლოკომოტივი-აკადემია

არმაზი-ჯიქები

ხარები-ლელო

ბათუმი-არმია

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არმია 17 15 0 2 +277 70

2. ლელო 17 14 0 3 +221 66

3. აია 17 12 2 3 +252 59

4. არმაზი 17 10 0 7 +27 44

5. ჯიქები 17 9 0 8 +73 43

6. ლოკომოტივი 17 7 2 8 +8 38

7. ბათუმი 17 6 0 11 -40 30

8. ხარები 17 4 0 13 -144 22

9. აკადემია 17 4 0 13 -338 18

10. ყოჩები 17 1 0 16 -336 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა