4 აპრილს სტარტს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი აიღებს
4 აპრილს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" სტარტს აიღებს წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც A ჯგუფში განთესილი გუნდები ითამაშებენ: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირში პლეი ოფის 6 საგზურისთვის 17 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. B ჯგუფში (საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ბელორუსი, მოლდოვა) პირველი წრის შეხვედრები მაისშია დაგეგმილი, ხოლო C ჯგუფში (მალტა, რუსეთი, პორტუგალია, ისრაელი, ბულგარეთი, დანია) პაექრობები 4 აპრილს დაიწყება.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები (ზურაბ ჭუმბურიძე, ზურაბ რურუა, ბექა ქენქაძე, მარკო ელეზი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, სანდრო რუსიშვილი, ალექსანდრე ყაზახიშვილი, გალაქტიონ ლაითაძე, მიხეილ ბაღათურია, ლევან ჩიქვინიძე, დამირ ცრიპულია; მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი) "ოლიმპიკში" 4 აპრილს, 18.30 საათზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 17 საათზე სლოვაკეთი და პოლონეთი ითამაშებენ. ჩეხები პირველ ტურში ისვენებენ.

- ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით მოვემზადეთ, - გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ. - ჯერ სერბეთში გავიარეთ საწვრთნელი შეკრება, შემდეგ თურქეთში ვიყავით. ორივეგან რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც გავმართეთ.

ჩვენს გუნდს აშკარად გააძლიერებენ ნატურალიზებული წყალბურთელები - მარკო ელაჩა, მარკო ელეზი და დამირ ცრიპულია, რომლებიც ევროპის მოწინავე კლუბებში თამაშობენ.

წილისყრამ პირველ მეტოქედ დიდი ბრიტანეთის ნაკრები გვარგუნა. კუნძულელებისთვის აქამდე სამი მატჩი გვაქვს მოგებული და ერთი წავაგეთ წინა შესარჩევ ტურნირში სტუმრად.

თუმცა ეს დადებითი ბალანსი არაფერს გვეუბნება, რადგან შარშან ბრიტანელებმა, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა, ნაკრები გააძლიერეს და ოლიმპიადაზეც მდიდარი გამოცდილება შეიძინეს. ყოველივეს მიუხედავად, როგორც ინგლისელებთან, ისე სხვა მეტოქეებთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ...

აქვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი წრის დანარჩენი ორთაბრძოლების კალენდარსაც გაგაცნობთ:

5 აპრილი, დილით: ჩეხეთი - სლოვაკეთი, პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი.

საღამოს: საქართველო - სლოვაკეთი, ჩეხეთი - პოლონეთი.

6 აპრილი. დიდი ბრიტანეთი - ჩეხეთი, საქართველო - პოლონეთი.

7 აპრილი. დიდი ბრიტანეთი - სლოვაკეთი, საქართველო - ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა